პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროტესტის 27-ე დღე - პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
პროტესტის 27-ე დღე - პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა გა­და­კე­ტეს. ამ დრო­ის­თვის, მოძ­რა­ო­ბა დე­და­ქა­ლა­ქის მთა­ვარ გამ­ზირ­ზე უკვე შე­ჩე­რე­ბუ­ლია.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ად­გილ­ზე მო­ტა­ნი­ლი აქვთ სხვა­დას­ხვა ში­ნა­არ­სის საპ­რო­ტეს­ტო ბა­ნე­რე­ბი, აქ­ცი­ის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი და ნა­ცე­მი ადა­მი­ა­ნე­ბის ფო­ტო­ე­ბი და მათი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა ისევ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა და და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაა.

გა­ნახ­ლე­ბა 21:10

  • რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ას სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი შე­უ­ერ­თდნენ

სტუ­დენ­ტებ­მა საპ­რო­ტეს­ტო მსვლე­ლო­ბა ვა­კის პარ­კი­დან და­ი­წყეს და მარ­შით რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­მო­ვიდ­ნენ.

სა­მე­დი­ცი­ნო სტუ­დენ­ტე­ბის მო­თხოვ­ნა, ისე­ვე რო­გორც აქ­ცი­ის და­ნარ­ჩე­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის, ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და აქ­ცი­ის პე­რი­ოდ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაა.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია უკვე 27-ე დღეა უწყვეტ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე საპ­რო­ტეს­ტო მსვლე­ლო­ბე­ბი იმარ­თე­ბა, სა­ღა­მოს 20:00 სა­ა­თი­დან კი შეკ­რე­ბის ად­გი­ლი პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­აა.

ცნო­ბის­თვის, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პრო­ტეს­ტი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის 28 ნო­ემ­ბრის გან­ცხა­დე­ბას მოჰ­ყვა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნა 2028 წლამ­დე გა­და­დო.

ფოტო: გი­ორ­გი ჟა­მე­რაშ­ვი­ლი/IPN

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

პროტესტის 27-ე დღე - პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პროტესტის 27-ე დღე - პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ამ დროისთვის, მოძრაობა დედაქალაქის მთავარ გამზირზე უკვე შეჩერებულია.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო ბანერები, აქციის დროს დაკავებული და ნაცემი ადამიანების ფოტოები და მათი მთავარი მოთხოვნა ისევ ახალი არჩევნების დანიშვნა და დაკავებული პირების გათავისუფლებაა.

განახლება 21:10

  • რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ

სტუდენტებმა საპროტესტო მსვლელობა ვაკის პარკიდან დაიწყეს და მარშით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმართულებით წამოვიდნენ.

სამედიცინო სტუდენტების მოთხოვნა, ისევე როგორც აქციის დანარჩენი მონაწილეების, ახალი არჩევნები და აქციის პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლებაა.

საპროტესტო აქცია უკვე 27-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო მსვლელობები იმართება, საღამოს 20:00 საათიდან კი შეკრების ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა.

ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო.

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი/IPN