მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხამზატ ჩიმაევი წარმატებული სპორტსმენია - ნახეთ მის "ინსტაგრამზე", ვისთან აქვს ფოტოები გადაღებული" - კალაძის თქმით, ჩიმაევთან მეგობრობს
"ხამზატ ჩიმაევი წარმატებული სპორტსმენია - ნახეთ მის "ინსტაგრამზე", ვისთან აქვს ფოტოები გადაღებული" - კალაძის თქმით, ჩიმაევთან მეგობრობს

ხამ­ზა­ტი არის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი. თქვენ თუ გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე მე­უბ­ნე­ბით, შე­დით მის „ინ­სტაგ­რამ“ გვერ­დზე და ნა­ხეთ, ვის­თან აქვს ფო­ტო­ე­ბი გა­და­ღე­ბუ­ლი კა­დი­რო­ვის გარ­და, - ასე უპა­სუ­ხა თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას, თუ რა მიზ­ნით ჩა­მო­ვი­და თბი­ლის­ში (MMA) მებ­რძო­ლი ხამ­ზატ ჩი­მა­ე­ვი, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად, ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის, რამ­ზან კა­დი­როვ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია.

  • კა­ლა­ძის თქმით, ხამ­ზატ ჩი­მა­ევ­თან მე­გობ­რობს.

"ხამ­ზატს რაც შე­ე­ხე­ბა, ის არის მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი. ძა­ლი­ან ბევ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს ქვე­ყა­ნა­ში, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, ალ­ბათ, ნა­ხავ­დით ამის ფოტო-ვი­დეო ამ­სახ­ველ მა­სა­ლებს, თუ რო­გორ ხვდე­ბოდ­ნენ. მე მას­თან ვმე­გობ­რობ, ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს და მი­ხა­რია ზო­გა­დად, რომ ასე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი სტუმ­რო­ბენ ჩვენ დე­და­ქა­ლაქს, ჩვენ ქვე­ყა­ნას. [ჩა­მოს­ვლის] მი­ზა­ნი - არა­ფე­რი, უბ­რა­ლოდ ტუ­რის­ტუ­ლად ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­ვა. რა თქმა უნდა, ჩვენ ახალ­გაზ­რდებს მივ­ცემთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ისე­თი პრო­ექ­ტე­ბი, სა­დაც მათ ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ თა­ვი­ან­თი ნიჭი სპორ­ტის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბა­ში გა­მო­ავ­ლი­ნონ და იყ­ვნენ წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი.

ჩვენ პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის გამო არ ვმე­გობ­რობთ. მე ადა­მი­ან­თან არ ვმე­გობ­რობ პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო. მყავს მე­გობ­რე­ბი, თუნ­დაც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ვი­საც შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა, ეს ვერ იქ­ნე­ბა გან­მსა­ზღვრე­ლი მე ვინ­მეს­თან ვი­მე­გობ­რო, ან არ ვი­მე­გობ­რო, პირ­ველ რიგ­ში, ეს არის ადა­მი­ა­ნო­ბა და ახლა, ყვე­ლას ერ­თნა­ი­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა და მო­საზ­რე­ბა ვერ გვექ­ნე­ბა. ვი­მე­ო­რებ, ხამ­ზა­ტი არის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი და არ ვიცი, თქვენ თუ გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე მე­უბ­ნე­ბით, გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, შე­დით მის „ინ­სტაგ­რამ“ გვერ­დზე და ნა­ხეთ, ვის­თან აქვს ფო­ტო­ე­ბი გა­და­ღე­ბუ­ლი კა­დი­რო­ვის გარ­და“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

"ხამზატ ჩიმაევი წარმატებული სპორტსმენია - ნახეთ მის "ინსტაგრამზე", ვისთან აქვს ფოტოები გადაღებული" - კალაძის თქმით, ჩიმაევთან მეგობრობს

"ხამზატ ჩიმაევი წარმატებული სპორტსმენია - ნახეთ მის "ინსტაგრამზე", ვისთან აქვს ფოტოები გადაღებული" - კალაძის თქმით, ჩიმაევთან მეგობრობს

ხამზატი არის წარმატებული სპორტსმენი. თქვენ თუ გადაღებულ ფოტოებზე მეუბნებით, შედით მის „ინსტაგრამ“ გვერდზე და ნახეთ, ვისთან აქვს ფოტოები გადაღებული კადიროვის გარდა, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, თუ რა მიზნით ჩამოვიდა თბილისში (MMA) მებრძოლი ხამზატ ჩიმაევი, რომელიც ამავდროულად, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია.

  • კალაძის თქმით, ხამზატ ჩიმაევთან მეგობრობს.

"ხამზატს რაც შეეხება, ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო წარმატებული სპორტსმენი. ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ქვეყანაში, უამრავი ადამიანი, ალბათ, ნახავდით ამის ფოტო-ვიდეო ამსახველ მასალებს, თუ როგორ ხვდებოდნენ. მე მასთან ვმეგობრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და მიხარია ზოგადად, რომ ასეთი წარმატებული სპორტსმენები სტუმრობენ ჩვენ დედაქალაქს, ჩვენ ქვეყანას. [ჩამოსვლის] მიზანი - არაფერი, უბრალოდ ტურისტულად ჩამოვიდა საქართველოში და მომავალში კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა. რა თქმა უნდა, ჩვენ ახალგაზრდებს მივცემთ შესაძლებლობას, რომ განვახორციელოთ ისეთი პროექტები, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი ნიჭი სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამოავლინონ და იყვნენ წარმატებულები.

ჩვენ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ვმეგობრობთ. მე ადამიანთან არ ვმეგობრობ პოლიტიკური შეხედულებების გამო. მყავს მეგობრები, თუნდაც ქვეყნის შიგნით, ვისაც შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, ეს ვერ იქნება განმსაზღვრელი მე ვინმესთან ვიმეგობრო, ან არ ვიმეგობრო, პირველ რიგში, ეს არის ადამიანობა და ახლა, ყველას ერთნაირი შეხედულება და მოსაზრება ვერ გვექნება. ვიმეორებ, ხამზატი არის წარმატებული სპორტსმენი და არ ვიცი, თქვენ თუ გადაღებულ ფოტოებზე მეუბნებით, გადაღებული ფოტოები, შედით მის „ინსტაგრამ“ გვერდზე და ნახეთ, ვისთან აქვს ფოტოები გადაღებული კადიროვის გარდა“, - განაცხადა კალაძემ.

წაიკითხეთ ასევე: