ვარკეთილში, 25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობასა და კიდევ 3 პირის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ დავით გოგიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან გელოვანმა მიიღო. დაკავებულისთვის პროკურატურა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
ნიშნიანიძის თქმითვე, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სხვადასხვა პირების დახმარებით არა მხოლოდ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ქალაქიდან წავიდა. პროკურორის თქმით, დაკავებულის მხრიდან მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს. პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე.
ადვოკატ ანა ჟღენტის განმარტებით, დაკავებულს უთხრეს, რომ მოწმის სტატუსით იყო გამოკითხვაზე და მას ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ მისცეს.
მისივე თქმით, საქმეში დარღვევებია. ჟღენტის თქმით, გოგიძე დუმილის უფლებას იყენებს და მისი ქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილება იყო.
ადვოკატის თქმით, ბრალდებულს 5 ადამიანი ურტყამდა და ამცირებდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
აღნიშნულის შესახებ ბრალდებულმა მოსამართლის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როცა მას ლევან გელოვანმა ჰკითხა, ხომ არ ჰქონდა ადგილი მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, ან წამებას ადგილი.
"ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო, დამემუქრნენ... დილის 11 საათზე შემიყვანეს, არც საკვები, ადვოკატთან დარეკვის უფლებას არ მაძლევდნენ. ჩემს დაზე იყო საუბარი, ამას ასე ვუზამთო, ჩემი ოჯახის წევრების მიმართ შეურაცხყოფები იყო, ასევე ჩემს შეყვარებულზე, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ. აი, რომ მიგიყვანთ განყოფილებაში, ნახე რას გიზამენო",- განაცხადა გოგიძემ
შემთხვევა 21 დეკემბერს, თბილისში მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შურისძიების მოტივით, 4 პირს სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად მიხეილ ქავთარაძე გარდაიცვალა, ხოლო სხვა პირები მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლის “ლ“ ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წაიკითხეთ ასევე: