სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცესკოს განცხადება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ბრალდებებზე
ცესკოს განცხადება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ბრალდებებზე

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია ეხ­მა­უ­რე­ბა 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ბრალ­დე­ბებს, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, წარ­მო­ად­გენს კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და მა­ნი­პუ­ლა­ცი­უ­რი კამ­პა­ნი­ის გაგ­რძე­ლე­ბას. გან­ცხა­დე­ბე­ბი, თით­ქოს არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და, არ შედ­გა, არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უარ­გუ­მენ­ტო და ახ­დენს ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ იგ­ნო­რი­რე­ბას.

კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ არ არ­სე­ბობს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იმი­სა, რომ პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნებ­ზე ად­გი­ლი ჰქონ­და ისეთ დარ­ღვე­ვებს, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო არ­სე­ბი­თი გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა ამ არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გებ­ზე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, სამ­წუ­ხა­როდ, იმე­ო­რებს ზო­გი­ერ­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლის პრო­პა­გან­დის­ტულ ნა­რა­ტივს და ამით ად­გი­ლობ­რივ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე ცდი­ლობს არ­ჩევ­ნე­ბი­სა და, შე­სა­ბა­მი­სად, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას, რი­თაც ხელს უწყობს ისე­დაც პო­ლა­რი­ზე­ბულ გა­რე­მო­ში კი­დევ უფრო მეტი და­ძა­ბუ­ლო­ბის შე­მო­ტა­ნას.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში იყო გარ­კვე­უ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი, ხარ­ვე­ზე­ბი თუ წუ­ხი­ლე­ბი, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მა­ღალ პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სრუ­ლი დაც­ვით, რაც, რო­გორც მი­ნი­მუმ, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ეუთო/ოდი­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ახ­ლა­ხან გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ შე­ფა­სე­ბა­ში. ასე­ვე, ჩვე­ნი მხრი­დან გა­მო­ით­ქვა სრუ­ლი მზა­ო­ბა, სა­კუ­თა­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, გან­ვი­ხი­ლოთ და შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია, რო­მე­ლიც გა­მო­ით­ქვა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. სრუ­ლი­ად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ახლა სწო­რედ მსგავ­სი პრო­ცე­სის ინი­ცი­რე­ბის და ჩარ­თულ მხა­რე­ებს შო­რის მშვიდ გა­რე­მო­ში მსჯე­ლო­ბის დროა და არა კი­დევ უფრო მეტი სიმ­ძაფ­რის შე­მო­ტა­ნის მცდე­ლო­ბის.

გვინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამას­თა­ნა­ვე შე­ვახ­სე­ნოთ, რომ 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, „სა­ვა­რა­უ­დო გა­ყალ­ბე­ბას­თან“ და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ თა­ვად მი­მარ­თა უფ­ლე­ბა­მო­სილ უწყე­ბას და მო­ი­თხო­ვა გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბის ობი­ექ­ტუ­რად შე­სა­ფა­სებ­ლად. რამ­დე­ნა­დაც სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ცნო­ბი­ლია, ამ დრომ­დე არა­ვის წა­რუდ­გე­ნია გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის რა­ი­მე არ­სე­ბი­თი ან კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.

კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ პრე­ზი­დენტს და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს, რო­მე­ლიც აყე­ნებს მსგავს ბრალ­დე­ბებს, წარ­მო­ად­გი­ნონ შე­სა­ბა­მი­სი, სა­ფუძ­ვლი­ა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ან თავი შე­ი­კა­ვონ უარ­გუ­მენ­ტო/უსა­ფუძ­ვლო და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შემყვა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბი­სა­გან, რომ­ლე­ბიც აზი­ა­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის მი­მართ.

სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია მტკი­ცედ რჩე­ბა გამჭვირ­ვა­ლო­ბი­სა და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის სტან­დარ­ტის დამ­ცვე­ლი. ნე­ბის­მი­ერ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას მოჰ­ყვე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვი და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი პა­სუ­ხი, რათა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზუს­ტი ინ­ფორ­მი­რე­ბა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის მთლი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ. მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს, იმოქ­მე­დონ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით და წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სად­მი ნდო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში და არა პი­რი­ქით დამ­სხვრე­ვა­ში.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ცესკოს განცხადება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ბრალდებებზე

ცესკოს განცხადება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ბრალდებებზე

ცენტრალური საარჩევნო კომისია ეხმაურება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს, რომელიც, როგორც ჩანს, წარმოადგენს კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებით განპირობებული დეზინფორმაციული და მანიპულაციური კამპანიის გაგრძელებას. განცხადებები, თითქოს არჩევნები გაყალბდა, არ შედგა, არის აბსოლუტურად უარგუმენტო და ახდენს ფაქტობრივი გარემოებების პოლიტიკურად მოტივირებულ იგნორირებას.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არ არსებობს დადასტურებული ფაქტები და მტკიცებულებები იმისა, რომ პარლამენტის არჩევნებზე ადგილი ჰქონდა ისეთ დარღვევებს, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენის მოხდენა ამ არჩევნების საბოლოო შედეგებზე. მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტი, სამწუხაროდ, იმეორებს ზოგიერთი დაინტერესებული წარმომადგენლის პროპაგანდისტულ ნარატივს და ამით ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე ცდილობს არჩევნებისა და, შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას, რითაც ხელს უწყობს ისედაც პოლარიზებულ გარემოში კიდევ უფრო მეტი დაძაბულობის შემოტანას.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში იყო გარკვეული შენიშვნები, ხარვეზები თუ წუხილები, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ 26 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირება განახორციელა მაღალ პროფესიულ დონეზე და კანონმდებლობის სრული დაცვით, რაც, როგორც მინიმუმ, დადასტურებულია ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ახლახან გამოქვეყნებულ შეფასებაში. ასევე, ჩვენი მხრიდან გამოითქვა სრული მზაობა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, განვიხილოთ და შესაძლებლობის ფარგლებში გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რომელიც გამოითქვა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ ახლა სწორედ მსგავსი პროცესის ინიცირების და ჩართულ მხარეებს შორის მშვიდ გარემოში მსჯელობის დროა და არა კიდევ უფრო მეტი სიმძაფრის შემოტანის მცდელობის.

გვინდა საზოგადოებას ამასთანავე შევახსენოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, „სავარაუდო გაყალბებასთან“ დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციამ თავად მიმართა უფლებამოსილ უწყებას და მოითხოვა გამოძიების დაწყება გავრცელებული პრეტენზიების ობიექტურად შესაფასებლად. რამდენადაც საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით ცნობილია, ამ დრომდე არავის წარუდგენია გახმოვანებული ბრალდებების რაიმე არსებითი ან კონკრეტული მტკიცებულებები.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პრეზიდენტს და ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც აყენებს მსგავს ბრალდებებს, წარმოადგინონ შესაბამისი, საფუძვლიანი მტკიცებულებები ან თავი შეიკავონ უარგუმენტო/უსაფუძვლო და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებების გავრცელებისაგან, რომლებიც აზიანებს საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ.

საარჩევნო ადმინისტრაცია მტკიცედ რჩება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტის დამცველი. ნებისმიერ დეზინფორმაციას მოჰყვება ფაქტობრივი და ყოვლისმომცველი პასუხი, რათა უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების ზუსტი ინფორმირება საარჩევნო პროცესის მთლიანობის შესახებ. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და წვლილი შეიტანონ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის გაძლიერებაში და არა პირიქით დამსხვრევაში.

R