პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლობელი უნდა ვიყოთ, რაც ივანიშვილმა გააკეთა, მაგრამ თუ სახელმწიფო გვინდა გვქონდეს, ერთპიროვნული მართვა დაუშვებელია" - ქეთი ჩხეიძე
"მადლობელი უნდა ვიყოთ, რაც ივანიშვილმა გააკეთა, მაგრამ თუ სახელმწიფო გვინდა გვქონდეს,  ერთპიროვნული მართვა დაუშვებელია" - ქეთი ჩხეიძე

ცნო­ბი­ლია, რომ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე არა­ერ­თი მსა­ხი­ო­ბია, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ე­თე­რი­დან, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან, ბეჭ­დუ­რი თუ ელექტრო­ნუ­ლი მე­დი­ი­დან სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას აფიქ­სი­რებს. ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რელ მსა­ხი­ობს ქეთი ჩხე­ი­ძეს მიმ­დი­ნა­რე ამ­ბებ­სა თუ პრო­ცე­სებ­ზე სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა ვთხო­ვეთ.

ის AMBEBI.GE-ს თა­ვის მო­საზ­რე­ბას უზი­ა­რებს.

- ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ახლა ხალ­ხი სი­მარ­თლის­თვის იბ­რძვის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი იბ­რძვი­ან ად­გი­ლე­ბის­თვის, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი - თა­ვი­ან­თი ფუ­ლის გა­სამ­რავ­ლებ­ლად და ზო­გიც შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. სა­ერ­თოდ მსოფ­ლი­ო­შიც ასეა, მაგ­რამ ჩვენ­თან ახლა მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან გამ­წვავ­და... არა­და, ერთი შე­ხედ­ვით, მშვი­დო­ბა იყო... რო­გორც ბრეხ­ტი ამ­ბობს - "ომი დამ­თავ­რდა, მშვი­დო­ბის გე­ში­ნო­დეთ ხალ­ხო" - თით­ქოს ეს მო­მენ­ტი დაგ­ვიდ­გა.

ამ მშვი­დო­ბამ გარ­კვე­უ­ლი ში­შე­ბი გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა მხო­ლოდ ამან არა, ქმე­დე­ბებ­მაც... ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­ში­ნე­ბის და ზე­წო­ლის პო­ლი­ტი­კა გა­და­წყვი­ტა. ეს რამ­დე­ნი ხანი გას­ტანს, რო­დემ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, არა­ვინ იცის. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, პო­ზი­ცია ნა­თე­ლია, მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ასე­თია, ვინც წი­ნა­აღ­მდეგ გა­ი­ლაშ­ქრებს, და­ის­ჯე­ბა.

- ასე­თი პო­ზი­ცია, პრო­ტეს­ტის მუხტს მე­ტად ზრდის...

- ეს რომ პა­ტა­რა დაჯ­გუ­ფე­ბა იყოს, ან რა­ღაც ძა­ლა­დობ­რი­ვი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რო­მელ­საც უნდა, რომ სა­ხელ­მწი­ფო ჩა­მო­შა­ლოს, რის­თვი­საც სა­ზი­ზღრო­ბებს სჩა­დის, ასე თუ ისე, გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბო­და... დღეს ქუ­ჩა­ში დგას უკ­მა­ყო­ფი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის არ­მია, თა­ვი­სი ხედ­ვით და პო­ზი­ცი­ით, ამის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა არ შე­იძ­ლე­ბა. პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გა­რეთ რომ გა­მო­დის და შენ მა­ინც ჯი­უ­ტად ამ­ბობ, - 1000 კა­ცია, ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დამ­ღუპ­ვე­ლია. ამ შემ­თხვე­ვა­ში რა­ო­დე­ნო­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს... როცა ეს რა­ო­დე­ნო­ბა დი­დია, ცუ­დის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, ე.ი. ბა­ლან­სი სე­რი­ო­ზუ­ლად და­ირ­ღვა...

თუ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის წინ ვფიქ­რობ­დი, რომ ქვე­ყა­ნა ნორ­მა­ლუ­რად მი­დი­ო­და და ეს პე­რი­ო­დი ნამ­დვი­ლად იყო. შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბო­და, რომ ადეკ­ვა­ტუ­რე­ბი იყ­ვნენ, ვი­თომ რა­ღა­ცას ცდი­ლობ­დნენ, მაგ­რამ ეს ადეკ­ვა­ტუ­რო­ბა რა­ღაც­ნა­ი­რად აყი­რავ­და. და­ი­წყეს ის, რაც ძა­ლი­ან კლა­სი­კუ­რია, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც და სხვა ქვეყ­ნებ­შიც ბევ­რჯერ გვი­ნა­ხავს. ეს ის ტი­პუ­რი მო­დე­ლია, როცა სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მე­ბი დაშ­ვე­ბა იწყე­ბა.

- თქვენ­ში კონ­კრე­ტუ­ლად პრო­ტეს­ტი რამ გა­მო­იწ­ვია?

- იმან, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მუდ­მი­ვად აპე­ლი­რებს ღირ­სე­ბა­ზე. კი, თუ სა­ხელ­მწი­ფო ხარ, შენი პო­ზი­ცია უნდა გქონ­დეს, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო არ არის დიდი ქვე­ყა­ნა და არც იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ ეკო­ნო­მი­უ­რად, თუნ­დაც გა­ნა­თე­ბის მხრივ (კი­დევ ბევ­რი კუ­თხით), ასე­თი ამ­ბი­ცი­უ­რი გა­ნა­ცხა­დი გა­ა­კე­თო. გა­მოხ­ვი­დე, მსოფ­ლი­ოს მი­მარ­თო, პი­რო­ბე­ბი წა­უ­ყე­ნო, გა­მო­ა­ცხა­დო, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას წყვეტ და დი­ა­ლოგს აღარ ხსნი. მი­ნი­მუმ ნორ­მა­ლუ­რი არ არის. იმან რომ გი­თხრას, კი­დევ გა­საგ­დე­ბია, შენ ეუბ­ნე­ბი?!

- კი, ადა­მი­ა­ნე­ბის დიდ ნა­წილ­ში ბრა­ზი სწო­რედ ამან გა­ა­ჩი­ნა...

- ჩვენ ძა­ლი­ან მცი­რედს ვხე­დავთ, ამის მიღ­მა, ალ­ბათ რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი ხდე­ბა თუ წყდე­ბა არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ზო­გა­დად კავ­კა­სი­ა­ში... აქეთ რუ­სე­თი, იქით - ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცია, ამას­თან, არის ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად ლაფს ას­ხა­მენ, აგენ­ტის იარ­ლიყს აწე­ბე­ბენ. ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი და ჩახ­ლარ­თუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა...

- მო­მი­ტინ­გე­ე­ბის დაშ­ლა-დარ­ბე­ვას რომ შე­ვე­ხოთ და მათ მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბულ გა­და­ჭარ­ბე­ბულ ძა­ლას... ამას რა შე­ფა­სე­ბას მის­ცემთ?

- ამა­ზე სა­უ­ბა­რიც კი არ შე­იძ­ლე­ბა, მას სა­ხე­ლი არ აქვს. ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მარ­თა­ლიც რომ იყო, ეს ფაქ­ტი მა­ინც და­საგ­მო­ბია. შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე იქ­ცე­ო­დე. თუკი მარ­თა­ლი ხარ, მა­შინ ასე­თი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა რაში გჭირ­დე­ბა?!. და­ი­ჭი­რო მსა­ხი­ო­ბე­ბი, სცე­მო, და­ა­ზი­ა­ნო, გა­რეთ გა­მო­ყა­რო გა­უ­გე­ბა­რი ჯი­შის ადა­მი­ა­ნე­ბი (ან სად იპო­ვეს?!)...

არა­და, რუს­თა­ველ­ზე ჩვე­ნი ბრწყინ­ვა­ლე ბავ­შვე­ბი დგა­ნან, რომ­ლებ­საც სი­ნათ­ლე გად­მოს­დით... როცა მარ­თა­ლი ხარ და სა­ხელ­მწი­ფო ხარ, ყვე­ლა­ფე­რი შენს ხელ­შია, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცის დაყ­ვი­რე­ბა­ზე, ამის გამო ასე­თი გა­სა­ო­ცარ ძალა გა­მო­ი­ყე­ნო?!. თუმ­ცა აქ პრო­ვო­კა­ტო­რე­ბის ფაქ­ტო­რიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია... სა­ერ­თოდ ყვე­ლა­ფე­რი ზღვარს არის გა­და­სუ­ლი, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პრო­ტეს­ტი და უნ­დობ­ლო­ბა გა­ა­ჩი­ნა.

- ჩი­ხი­დან რო­გორ უნდა გა­მო­ვი­დეთ?

- ან ეს რას ნიშ­ნავს - პრე­ზი­დენ­ტი გა­მო­დის, ამ­დე­ნი ხალ­ხია ქუ­ჩა­ში და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე, ასე­ვე სხვა სამ­თავ­რო­ბო არ­ხებ­ზე ფილ­მე­ბი გა­დის, თით­ქოს არა­ფე­რი ხდე­ბა. რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის შეკ­რე­ბა რომ ყო­ფი­ლი­ყო, კი­დევ გა­ვი­გებ­დი. ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე უსე­რი­ო­ზუ­ლე­სი ფი­გუ­რაა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტია. სი­ტყვით მი­მარ­თავს ხალ­ხს და ამის ასე­თი ფორ­მით უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა ხდე­ბა?! ამ სა­ხე­ლი არ აქვს.

რო­გორ­მე, სა­მარ­თლებ­რი­ვი გზით, რა­ღაც სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით თუ ბერ­კე­ტე­ბით იქამ­დე უნდა მი­ვი­დეთ, რომ ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დეს. ეს და­ამ­შვი­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ბუ­ნებ­რი­ვია, ამას მოჰ­ყვე­ბა მო­თხოვ­ნე­ბი, რომ უგზო-უკვლოდ და­ჭე­რი­ლი ხალ­ხის სა­პყრო­ბი­ლე­ე­ბი­დან უნდა გა­მო­უშ­ვან... ყვე­ლა­ფე­რი კა­ნო­ნი­ერ ფარ­გლებ­ში უნდა მოხ­დეს, ღირ­სე­ბა უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მო­დე­ლი არ უნდა გან­ვი­ხი­ლოთ, არ გვჭირ­დე­ბა. ასეთ მო­დელს ყო­ველ­თვის ცუდი მო­აქვს. ძლივს ამოძ­რა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ და ასე­თი გზა ისევ უკან ჩაგ­ვაგ­დებს. არა­და, არის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ამი­ტომ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არა­ვის უნდა მოვ­ცეთ. ჯო­ბია, ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­ში გა­ი­წე­ლოს და ესე­ნი ცი­ვი­ლუ­რად გა­ვის­ტუმ­როთ.

სა­მო­მავ­ლოდ კი პარ­ლა­მენ­ტში უნდა იყოს რა­ღაც ბა­ლან­სი, ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მარ­თვა, დღეს რო­დე­საც სრუ­ლი­ად სხვა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია მსოფ­ლიო, სხვა ვი­თა­რე­ბაა, ეს და­უშ­ვე­ბე­ლია. ჩა­მორ­ჩე­ნილ ქვეყ­ნებ­შიც კი, ასეთ მმარ­თვე­ლო­ბა­ზე უკვე პრო­ტეს­ტი აქვთ - ხალ­ხი იქაც გა­მო­ფხიზ­ლდა... ჩვენ დიდი ხა­ნია გა­მო­ფხიზ­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ, უბ­რა­ლოდ, ხალ­ხს ბერ­კე­ტი არ აქვს...

- სხვა პო­ზი­ცი­ა­ზე მყოფ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მთავ­რო­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან და ამ­ბო­ბენ, რომ აქ­ცი­ებ­ზე ერთ მუჭა ხალ­ხი და­დის, ან­დაც, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნო კო­მენ­ტა­რებს წე­რენ, რას ეტყო­დით?

- რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ასეთ რა­მეს კად­რუ­ლობს, მას იმა­ვე ენით ვერ და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი და იმა­ვე­თი არც ვუ­პა­სუ­ხებ. მას­თან არა­ნა­ირ პო­ლე­მი­კა­ში შეს­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა. უნდა და­ტო­ვო თა­ვის სი­ბინ­ძუ­რე­ში და იყოს. თუ იქ ერთი მუჭა ხალ­ხია, ის ერთი მუჭა აუ­ცი­ლებ­ლად 100 მუ­ჭად გა­და­იქ­ცე­ვა - ის­ტო­რი­უ­ლად ყო­ველ­თვის ასე ხდე­ბო­და.

ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში და აქ­ცი­ა­ზეც ჩანს. სა­ხე­ებ­ზე ეტყო­ბათ რუს­თა­ველ­ზე რა კა­ტე­გო­რი­ის ხალ­ხი დგას. თუ გა­და­ხე­დავთ, ყვე­ლა­ფე­რი ჩანს და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რომ ისი­ნი ვი­თომ არ არი­ან, და­უშ­ვე­ბე­ლია. ისი­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­აზ­როვ­ნე ნა­წი­ლია, რო­მელ­საც თა­ვი­სი და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტი აქვს. კარ­გად მეს­მის, რომ გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ზი­ცი­ა­ზეა, თვლი­ან, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უამ­რა­ვი რამ გა­ა­კე­თა და მხარ­და­სა­ჭე­რი კა­ცია. ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ ამ ყვე­ლა­ფერს და თვი­თონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს კო­ზი­რი მის­ცა. მერე კი ისე მოხ­და, რომ ამ ადა­მი­ან­მა სხვა­გან გა­უხ­ვია... ისი­ნი ამას ვერ ხვდე­ბი­ან, არ სჯე­რათ. ვინც თა­ვის ამ მო­საზ­რე­ბებ­ში გულ­წრფე­ლია და სჯე­რა, მათი მეს­მის...

აქ არის კი­დევ ერთი რამა არის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი - აი, გვი­კე­თებს, გვი­შე­ნებს, გვპატ­რო­ნობს და მხარ­ში უნდა ვუდ­გა­ვარ­თო - ეს „პატ­რო­ნის“ ფე­ნო­მე­ნია, რო­მე­ლიც ფსი­ქი­კას ან­გრევს. ჩვენ კი არა, ამ ფე­ნო­მენ­მა იმ­ხე­ლა რუ­სე­თი გა­ა­უ­ბე­დუ­რა და მოს­პო, დეგ­რა­და­ცი­ამ­დე მი­იყ­ვა­ნა...

რო­დემ­დე შე­იძ­ლე­ბა ეს არა­ჯან­მრთე­ლი სი­ტუ­ა­ცია არ­სე­ბობ­დეს?! სა­ქარ­თვე­ლო ისე­თი ქვე­ყა­ნა არ არის, რომ ასე დაგ­ვიბ­ნელ­დეს. თო­რემ მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბა დიდი რა­მაა და ადა­მი­ანს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქონ­დეს. მად­ლო­ბე­ლი ბევ­რი რა­მის გამო უნდა ვი­ყოთ, რაც ამ კაც­მა გა­ა­კე­თა, მაგ­რამ თუ სა­ხელ­მწი­ფო გვინ­და გვქონ­დეს, ასე არ შე­იძ­ლე­ბა იმარ­თე­ბო­დეს. ხოლო თუ გვინ­და, რომ რა­ღაც დაჯ­გუ­ფე­ბა ვი­ყოთ, მა­შინ მი­სა­ღე­ბია - გვი­პატ­რო­ნოს... ბო­ლოს იმას ვი­ტყვი, რომ იმე­დი­ა­ნად უნდა ვი­ყოთ, სხვა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბა და თან ეს ახლა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია...

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"მადლობელი უნდა ვიყოთ, რაც ივანიშვილმა გააკეთა, მაგრამ თუ სახელმწიფო გვინდა გვქონდეს, ერთპიროვნული მართვა დაუშვებელია" - ქეთი ჩხეიძე

"მადლობელი უნდა ვიყოთ, რაც ივანიშვილმა გააკეთა, მაგრამ თუ სახელმწიფო გვინდა გვქონდეს,  ერთპიროვნული მართვა დაუშვებელია" - ქეთი ჩხეიძე

ცნობილია, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილე არაერთი მსახიობია, რომლებიც სხვადასხვა ტელეეთერიდან, სოციალური ქსელებიდან, ბეჭდური თუ ელექტრონული მედიიდან საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. ყველასთვის საყვარელ მსახიობს ქეთი ჩხეიძეს მიმდინარე ამბებსა თუ პროცესებზე საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირება ვთხოვეთ.

ის AMBEBI.GE-ს თავის მოსაზრებას უზიარებს.

- ჩვენს ქვეყანაში ახლა ხალხი სიმართლისთვის იბრძვის, პოლიტიკოსები იბრძვიან ადგილებისთვის, ბიზნესმენები - თავიანთი ფულის გასამრავლებლად და ზოგიც შესანარჩუნებლად. საერთოდ მსოფლიოშიც ასეა, მაგრამ ჩვენთან ახლა მდგომარეობა ძალიან გამწვავდა... არადა, ერთი შეხედვით, მშვიდობა იყო... როგორც ბრეხტი ამბობს - "ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ ხალხო" - თითქოს ეს მომენტი დაგვიდგა.

ამ მშვიდობამ გარკვეული შიშები გამოიწვია, თუმცა მხოლოდ ამან არა, ქმედებებმაც... ხელისუფლებამ შეშინების და ზეწოლის პოლიტიკა გადაწყვიტა. ეს რამდენი ხანი გასტანს, როდემდე გაგრძელდება, არავინ იცის. ყოველ შემთხვევაში, პოზიცია ნათელია, მათი დამოკიდებულება ასეთია, ვინც წინააღმდეგ გაილაშქრებს, დაისჯება.

- ასეთი პოზიცია, პროტესტის მუხტს მეტად ზრდის...

- ეს რომ პატარა დაჯგუფება იყოს, ან რაღაც ძალადობრივი გაერთიანება, რომელსაც უნდა, რომ სახელმწიფო ჩამოშალოს, რისთვისაც საზიზღრობებს სჩადის, ასე თუ ისე, გასაგები იქნებოდა... დღეს ქუჩაში დგას უკმაყოფილო ადამიანების არმია, თავისი ხედვით და პოზიციით, ამის უგულებელყოფა არ შეიძლება. პატარა ქვეყანაში ამდენი ადამიანი გარეთ რომ გამოდის და შენ მაინც ჯიუტად ამბობ, - 1000 კაცია, ასეთი დამოკიდებულება დამღუპველია. ამ შემთხვევაში რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს... როცა ეს რაოდენობა დიდია, ცუდის მაჩვენებელია, ე.ი. ბალანსი სერიოზულად დაირღვა...

თუ გარკვეული პერიოდის წინ ვფიქრობდი, რომ ქვეყანა ნორმალურად მიდიოდა და ეს პერიოდი ნამდვილად იყო. შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ადეკვატურები იყვნენ, ვითომ რაღაცას ცდილობდნენ, მაგრამ ეს ადეკვატურობა რაღაცნაირად აყირავდა. დაიწყეს ის, რაც ძალიან კლასიკურია, რაც ჩვენს ქვეყანაშიც და სხვა ქვეყნებშიც ბევრჯერ გვინახავს. ეს ის ტიპური მოდელია, როცა საკუთარი მოქალაქეების მიმართ სერიოზული შეცდომები დაშვება იწყება.

- თქვენში კონკრეტულად პროტესტი რამ გამოიწვია?

- იმან, რამაც საზოგადოებაში გაღიზიანება გამოიწვია. ხელისუფლება მუდმივად აპელირებს ღირსებაზე. კი, თუ სახელმწიფო ხარ, შენი პოზიცია უნდა გქონდეს, მაგრამ საქართველო არ არის დიდი ქვეყანა და არც იმ მდგომარეობაში ვართ ეკონომიურად, თუნდაც განათების მხრივ (კიდევ ბევრი კუთხით), ასეთი ამბიციური განაცხადი გააკეთო. გამოხვიდე, მსოფლიოს მიმართო, პირობები წაუყენო, გამოაცხადო, რომ ევროკავშირთან ურთიერთობას წყვეტ და დიალოგს აღარ ხსნი. მინიმუმ ნორმალური არ არის. იმან რომ გითხრას, კიდევ გასაგდებია, შენ ეუბნები?!

- კი, ადამიანების დიდ ნაწილში ბრაზი სწორედ ამან გააჩინა...

- ჩვენ ძალიან მცირედს ვხედავთ, ამის მიღმა, ალბათ რაღაც სერიოზული ხდება თუ წყდება არა მარტო საქართველოში, ზოგადად კავკასიაში... აქეთ რუსეთი, იქით - ტრამპის ინაუგურაცია, ამასთან, არის ჩვენი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მუდმივად ლაფს ასხამენ, აგენტის იარლიყს აწებებენ. ძალიან დაძაბული და ჩახლართული სიტუაციაა...

- მომიტინგეების დაშლა-დარბევას რომ შევეხოთ და მათ მიმართ გამოყენებულ გადაჭარბებულ ძალას... ამას რა შეფასებას მისცემთ?

- ამაზე საუბარიც კი არ შეიძლება, მას სახელი არ აქვს. ჩვენი ხელისუფლება მართალიც რომ იყო, ეს ფაქტი მაინც დასაგმობია. შეუძლებელია ასე იქცეოდე. თუკი მართალი ხარ, მაშინ ასეთი ოპერაციის ჩატარება რაში გჭირდება?!. დაიჭირო მსახიობები, სცემო, დააზიანო, გარეთ გამოყარო გაუგებარი ჯიშის ადამიანები (ან სად იპოვეს?!)...

არადა, რუსთაველზე ჩვენი ბრწყინვალე ბავშვები დგანან, რომლებსაც სინათლე გადმოსდით... როცა მართალი ხარ და სახელმწიფო ხარ, ყველაფერი შენს ხელშია, შეიძლება ვიღაცის დაყვირებაზე, ამის გამო ასეთი გასაოცარ ძალა გამოიყენო?!. თუმცა აქ პროვოკატორების ფაქტორიც გასათვალისწინებელია... საერთოდ ყველაფერი ზღვარს არის გადასული, რამაც საზოგადოებაში პროტესტი და უნდობლობა გააჩინა.

- ჩიხიდან როგორ უნდა გამოვიდეთ?

- ან ეს რას ნიშნავს - პრეზიდენტი გამოდის, ამდენი ხალხია ქუჩაში და საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ასევე სხვა სამთავრობო არხებზე ფილმები გადის, თითქოს არაფერი ხდება. რომელიმე პარტიის შეკრება რომ ყოფილიყო, კიდევ გავიგებდი. ქალბატონი სალომე უსერიოზულესი ფიგურაა ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს პრეზიდენტია. სიტყვით მიმართავს ხალხს და ამის ასეთი ფორმით უგულებელყოფა ხდება?! ამ სახელი არ აქვს.

როგორმე, სამართლებრივი გზით, რაღაც საშუალებებით თუ ბერკეტებით იქამდე უნდა მივიდეთ, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. ეს დაამშვიდებს საზოგადოებას. ბუნებრივია, ამას მოჰყვება მოთხოვნები, რომ უგზო-უკვლოდ დაჭერილი ხალხის საპყრობილეებიდან უნდა გამოუშვან... ყველაფერი კანონიერ ფარგლებში უნდა მოხდეს, ღირსება უნდა შევინარჩუნოთ და ხელისუფლების შეცვლის რევოლუციური მოდელი არ უნდა განვიხილოთ, არ გვჭირდება. ასეთ მოდელს ყოველთვის ცუდი მოაქვს. ძლივს ამოძრავებულები ვართ და ასეთი გზა ისევ უკან ჩაგვაგდებს. არადა, არის ქვეყნები, რომლებიც ამით დაინტერესებულები არიან. ამიტომ ამის საშუალება არავის უნდა მოვცეთ. ჯობია, ეს ყველაფერი დროში გაიწელოს და ესენი ცივილურად გავისტუმროთ.

სამომავლოდ კი პარლამენტში უნდა იყოს რაღაც ბალანსი, ერთპიროვნული მართვა, დღეს როდესაც სრულიად სხვა მდგომარეობაშია მსოფლიო, სხვა ვითარებაა, ეს დაუშვებელია. ჩამორჩენილ ქვეყნებშიც კი, ასეთ მმართველობაზე უკვე პროტესტი აქვთ - ხალხი იქაც გამოფხიზლდა... ჩვენ დიდი ხანია გამოფხიზლებულები ვართ, უბრალოდ, ხალხს ბერკეტი არ აქვს...

- სხვა პოზიციაზე მყოფ ადამიანებს, რომლებიც მთავრობის მხარდამჭერები არიან და ამბობენ, რომ აქციებზე ერთ მუჭა ხალხი დადის, ანდაც, სოციალურ ქსელში, არც ისე სასიამოვნო კომენტარებს წერენ, რას ეტყოდით?

- როდესაც ადამიანი ასეთ რამეს კადრულობს, მას იმავე ენით ვერ დაველაპარაკები და იმავეთი არც ვუპასუხებ. მასთან არანაირ პოლემიკაში შესვლა არ შეიძლება. უნდა დატოვო თავის სიბინძურეში და იყოს. თუ იქ ერთი მუჭა ხალხია, ის ერთი მუჭა აუცილებლად 100 მუჭად გადაიქცევა - ისტორიულად ყოველთვის ასე ხდებოდა.

ჩვენი საზოგადოება იმ მოქალაქეებში და აქციაზეც ჩანს. სახეებზე ეტყობათ რუსთაველზე რა კატეგორიის ხალხი დგას. თუ გადახედავთ, ყველაფერი ჩანს და დამოკიდებულება, რომ ისინი ვითომ არ არიან, დაუშვებელია. ისინი ჩვენი ქვეყნის მოაზროვნე ნაწილია, რომელსაც თავისი დასაბუთებული პროტესტი აქვს. კარგად მესმის, რომ გარკვეული ნაწილი საწინააღმდეგო პოზიციაზეა, თვლიან, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოსთვის უამრავი რამ გააკეთა და მხარდასაჭერი კაცია. ამ დამოკიდებულებამ ამ ყველაფერს და თვითონ ბიძინა ივანიშვილს კოზირი მისცა. მერე კი ისე მოხდა, რომ ამ ადამიანმა სხვაგან გაუხვია... ისინი ამას ვერ ხვდებიან, არ სჯერათ. ვინც თავის ამ მოსაზრებებში გულწრფელია და სჯერა, მათი მესმის...

აქ არის კიდევ ერთი რამა არის გასათვალისწინებელი - აი, გვიკეთებს, გვიშენებს, გვპატრონობს და მხარში უნდა ვუდგავართო - ეს „პატრონის“ ფენომენია, რომელიც ფსიქიკას ანგრევს. ჩვენ კი არა, ამ ფენომენმა იმხელა რუსეთი გააუბედურა და მოსპო, დეგრადაციამდე მიიყვანა...

როდემდე შეიძლება ეს არაჯანმრთელი სიტუაცია არსებობდეს?! საქართველო ისეთი ქვეყანა არ არის, რომ ასე დაგვიბნელდეს. თორემ მადლიერების გრძნობა დიდი რამაა და ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. მადლობელი ბევრი რამის გამო უნდა ვიყოთ, რაც ამ კაცმა გააკეთა, მაგრამ თუ სახელმწიფო გვინდა გვქონდეს, ასე არ შეიძლება იმართებოდეს. ხოლო თუ გვინდა, რომ რაღაც დაჯგუფება ვიყოთ, მაშინ მისაღებია - გვიპატრონოს... ბოლოს იმას ვიტყვი, რომ იმედიანად უნდა ვიყოთ, სხვანაირად არ შეიძლება და თან ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანია...

წაიკითხეთ ასევე: