UFC-ის სომეხი მებრძოლი, არმან ცარუკიანი ამბობს, რომ ტიტულის მოგების შემთხვევაში, პირველ რიგში საქართველოში ჩამოვა და ქამარს აქ ჩამოიტანს. ამის შესახებ ცარუკიანმა ESPN MMA-სთან საუბრისას აღნიშნა და ისიც დასძინა, რომ საქართველოშია დაბადებული.
"პირველ რიგში,მინდა იქ წავიდე, სადაც დავიბადე, ეს საქართველოა, მე იქ დავიბადე. საქართველოში ჩავალ, საიდანაც შემდეგ წავალ სომხეთში, შემდეგ რუსეთში, სადაც ჩემი ოჯახია. გეგმა ჯერ ტიტულის მოპოვებაა", - ამბობს ცარუკიანი.
ცნობისთვის 19 იანვარს UFC 311-ზე არმან ცარუკიანი მსუბუქი წონის ჩემპიონს, ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდება.
ამავე ტურნირზე მერაბ დვალიშვილი ტიტულის დაცვას უმარ ნურმაგომედოვთან შეეცდება.
"საქართველოში დავიბადე და იქ წავალ" - არმან ცარუკიანის თქმით, ტიტულის მოგების შემთხვევაში, პირველ რიგში, ქამარს საქართველოში ჩამოიტანს