ავტორი:

"აფრიკიდანაც კი ჩამოვიდნენ წელს ტურისტები... ისეთი ქვეყნებიდანაც ჩამოდიან, საიდანაც აქამდე არ ყოფილან" - რა ვითარებაა გუდაურის სასტუმროებში

"აფრიკიდანაც კი ჩამოვიდნენ წელს ტურისტები... ისეთი ქვეყნებიდანაც ჩამოდიან, საიდანაც აქამდე არ ყოფილან" - რა ვითარებაა გუდაურის სასტუმროებში

დედაქალაქისგან განსხვავებით, მთის კურორტებზე მოქმედ სასტუმროებში ტურისტების სიმცირეს არ უჩივიან.

  • როგორც "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას გუდაურის სასტუმროებში განუცხადეს, წელს ისეთი ქვეყნებიდანაც კი ჩამოვიდნენ ტურისტები, საიდანაც აქამდე არ ყოფილან. ამასთან, გაზრდილია ქართველი დამსვენებლების რაოდენობაც.

შეგახსსნებთ, რომ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, შეაჩეროს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები 26 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას, დაკავებულების გათავისუფლებას და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას. პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაც.

უწყვეტი პროტესტი გარკვეულწილად უკვე აისახა ტურისტების რაოდენობაზე, განსაკუთრებით კი დედაქალაქში. როგორც ბიზნესი ამბობს, შემცირებულია ჯავშნები, აღარ არიან ტურისტები და გაუქმებულია კორპორატიული ღონისძიებებიც.

დედაქალაქისგან განსხვავებით სხვა სიტუაციაა რეგიონებში, განსაკუთრებით სამთხო-სათხილამურიო კურორტებზე. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ გუდაურის სასტუმროებში განუცხადეს, ნომრები ფაქტობრივად, სრულად დაჯავშნილია.

"ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, გუდაურში ჯავშნების შემცირებასთან მიმართებით დიდი ცვლილებები არ ყოფილა. მეტიც, შარშანდელთან შედარებით უკეთესი სტატისტიკური მონაცემები გვაქვს...განაგრძეთ კითხვა