ავტორი:

"პოლიციელს ვემუდარებოდი არ წაეყვანა გულწასული ადამიანი, რომელიც გზაში იკეცებოდა - ამ დროს უკნიდან მომხვდა რაღაც" - რა თქვა გიორგი ბახუტაშვილმა პროცესზე

"პოლიციელს ვემუდარებოდი არ წაეყვანა გულწასული ადამიანი, რომელიც გზაში იკეცებოდა - ამ დროს უკნიდან მომხვდა რაღაც" - რა თქვა გიორგი ბახუტაშვილმა პროცესზე

საქალაქო სასამართლოში გიორგი ბახუტაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

  • მსახიობმა აქციაზე მომხდარის დეტალები გაიხსენა. როგორც ის აცხადებს, პოლიციელს ეხვეწებოდა გაეშვა აქციის მონაწილე, რომელსაც გონება ჰქონდა დაკარგული, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

"მთელი იქ ყოფნის განმავლობაში, საკმაოდ გვიან მივედი, უკვე 30 თენდებოდა, აქციაზე და არც ერთი მოწოდება არ გამიგია.ერთადერთი გასაუბრება მქონდა პოლიციელთან, რომელიც მიათრევდა გულწასულ ადამიანს, გზაში იკეცებოდა ეს ადამიანი და ვემუდარებოდი, რომ არ წაეყვანა და არ დაეკავებინა, იმიტომ, რომ ასეთ მდგომარეობაში იყო და ვცდილობდი ამეხსნა, რომ მისთვისაც ცუდი იქნებოდა, თუ ხელში ჩააკვდებოდა ეს ადამიანი.

არც გზაზე გადავღობებივარ, უკნიდან მივყვებოდი და თხოვნით შემოვიფარგლებოდი, ფიზიკურადაც არ შევხებივარ. მაგ დროს უკნიდან გავიგე გინება და მომხვდა რაღაც საგანი, სავარაუდოდ ხელკეტი და მეც გამიყენეს იმ ბიჭის გზას, ვისზეც ვთხოვდი, რომ არ დაეკავებინათ“, - განაცხადა ბახუტაშვილმა.

მოსამართლე ნინო ენუქიძემ გიორგი ბახუტაშვილს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას - წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

მსახიობი 30 ნოემბერს გამთენიისას, აქციის დაშლის დროს დააკავეს.