ავტორი:

ამერიკის საელჩო ლეიტენანტ გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს - "გულითადად ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და მეგობრებს"

ამერიკის საელჩო ლეიტენანტ გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს - "გულითადად ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და მეგობრებს"

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მწუხარებას გამოთქვამს 21 დეკემბერს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტ გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო. გულითადად ვუსამძიმრებთ ლეიტენანტ ლელაშვილის ოჯახსა და მეგობრებს" - ამის შესახებ საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

ცნობისთვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მეხანძრე-მაშველი, გიორგი ლელაშვილი 21 დეკემბერს გარდაიცვალა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტის - 1982 წელს დაბადებული გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო.

გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს", - ნათქვამია სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

წაიკითხეთ ასევე: