მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუდმივი შიმშილობა და წონის მოსამატებლად ცენტრებში გადაყვანილი ჯარისკაცები - რას ჰყვებიან ჩრდ.კორეიდან გამოქცეული სამხედროები, რომლებიც ბრინჯზე ოცნებობდნენ
მუდმივი შიმშილობა და წონის მოსამატებლად ცენტრებში გადაყვანილი ჯარისკაცები - რას ჰყვებიან ჩრდ.კორეიდან გამოქცეული სამხედროები, რომლებიც ბრინჯზე ოცნებობდნენ

ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა რუ­სეთ­ში და­მა­ტე­ბი­თი ჯა­რე­ბი­სა და სამ­ხედ­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის, მათ შო­რის “კა­მი­კა­ძე დრო­ნე­ბის“ გა­საგ­ზავ­ნად ემ­ზა­დე­ბა. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა Yonhap-ი სამ­ხრეთ კო­რე­ის დაზ­ვერ­ვის მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა.

“სა­დაზ­ვერ­ვო მო­ნა­ცე­მე­ბის ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი შე­ფა­სე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა ემ­ზა­დე­ბა რუ­სეთ­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი ჯა­რე­ბის რო­ტა­ცი­ის­თვის ან მათი რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდის­თვის“, - აცხა­დე­ბენ სამ­ხრეთ კო­რე­ის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში.

გარ­და ამი­სა, დაზ­ვერ­ვის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა იწყებს იმ “კა­მი­კა­ძე დრო­ნე­ბის“ წარ­მო­ე­ბას და მი­წო­დე­ბას, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად ნო­ემ­ბერ­ში წარ­მო­ად­გი­ნეს. დაზ­ვერ­ვის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ ამის მი­ზე­ზი არის ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სურ­ვი­ლი, მო­ი­პო­ვოს პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში და გა­ნა­ახ­ლოს თა­ვი­სი შე­ი­ა­რა­ღე­ბის სის­ტე­მა.

  • სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ წვრთნებს გა­დი­ან და იბ­რძვი­ან ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი რუ­სეთ­ში? - ამის შე­სა­ხებ ვრცელ ანა­ლი­ტი­კურ მა­სა­ლას BBC ავ­რცე­ლებს.

“ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ჯარ­ში გა­ტა­რე­ბულ წლე­ბის გახ­სე­ნე­ბი­სას, პირ­ვე­ლი, რა­ზეც ჰან ეული სა­უბ­რობს, არის შიმ­ში­ლის გრძნო­ბა - მუდ­მი­ვი და დამ­ღლე­ლი. მსა­ხუ­რო­ბის პირ­ვე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მან 10 კგ და­იკ­ლო: ჯა­რის­კა­ცე­ბი იკ­ვე­ბე­ბოდ­ნენ მხო­ლოდ სი­მინ­დი­თა და დაფ­ქუ­ლი კომ­ბოს­ტო­თი.

2012 წელს, გაქ­ცე­ვამ­დე ჰან ეული სა­სა­ზღვრო ჯა­რებ­ში მსა­ხუ­რობ­და - ისი­ნი დე­მი­ლი­ტა­რი­ზე­ბულ ზო­ნას იცავ­დნენ.

ჰან ეუ­ლის თქმით, სამ­თვი­ა­ნი ვარ­ჯი­შის შემ­დეგ თით­ქმის მთე­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნი იმ­დე­ნად დაღ­ლი­ლი იყო, რომ ჯა­რის­კა­ცე­ბი სპე­ცი­ა­ლურ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში უნდა გა­ეგ­ზავ­ნათ, რათა წო­ნა­ში მო­ე­მა­ტე­ბი­ნათ,“ - წერს გა­მო­ცე­მა.

  • მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბა­ტა­ლი­ო­ნი სამ­ხრეთ კო­რე­ას­თან სა­ზღვრის და­სა­ცა­ვად გაგ­ზავ­ნეს. მა­შინ სი­მინ­დი ბრინ­ჯით შე­იც­ვა­ლა, თუმ­ცა სხვა და­ნა­ყო­ფე­ბი ამა­საც იპა­რავ­დნენ და სამ­ხედ­რო­ებს ქვი­შით გა­ზა­ვე­ბუ­ლი ბრინ­ჯის ჭამა უწევ­დათ.

მისი თქმით, ქვე­და­ნა­ყო­ფი, სა­დაც მსა­ხუ­რობ­და, სხვებ­ზე უკეთ იკ­ვე­ბე­ბო­და - ეს არის ტაქ­ტი­კა, რო­მელ­საც ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სარ­დლო­ბა დე­ზერ­ტი­რე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად იყე­ნებს. თუმ­ცა 2012 წელს ჰან ეულ­მა მა­ინც გა­და­წყვი­ტა და სა­სიკ­ვდი­ლო რის­კზე წას­ვლა - ის დე­მი­ლი­ტა­რი­ზე­ბუ­ლი ზო­ნი­დან სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში გა­და­ვი­და.

  • ჰა­ნის მო­ნა­თხრო­ბი კი ათა­სო­ბით ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ე­ლი ჯა­რის­კა­ცის ყო­ფის შე­სა­ხებ ზო­გად სუ­რათს ხა­ტავს.

ით­ვლე­ბა, რომ ფხე­ნი­ან­მა რუ­სეთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 11000 ჯა­რის­კა­ცი გაგ­ზავ­ნა.

სამ­ხრეთ კო­რე­ის დაზ­ვერ­ვის თა­ნახ­მად, რუ­სეთ­ში გაგ­ზავ­ნი­ლი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის უმე­ტე­სო­ბა ელი­ტა­რულ თავ­დას­ხმის ნა­წი­ლებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა და აქვთ “ძლი­ე­რი საბ­რძო­ლო სუ­ლის­კვე­თე­ბა“, თუმ­ცა მათ “არ აქვთ თა­ნა­მედ­რო­ვე ომის წარ­მო­ე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა.“

მარ­თა­ლია, ბოლო ცნო­ბე­ბით, ჩრდ. კო­რე­ის ლი­დერ­მა კიმ ჩენ ინმა რე­გუ­ლა­რუ­ლი არ­მი­ის მო­დერ­ნი­ზე­ბი­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბის პროგ­რა­მე­ბი გა­ა­ტა­რა, თუმ­ცა ძნე­ლად სათ­ქმე­ლია, რამ­დე­ნად გან­ვი­თარ­და არ­მია უკა­ნას­კნე­ლი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

  • “რო­გორც წესი შემ­ტევ პო­ზი­ცი­ებ­ზე მხო­ლოდ ყვე­ლა­ზე მა­ღალ და სპორ­ტულ მა­მა­კა­ცებს ირ­ჩე­ვენ“, - ამ­ბობს ლი ჰიუნ-სუნ­გი, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სპეც­რაზმს 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ავარ­ჯი­შებ­და. 2014 წელს მან პო­ზი­ცია და­ტო­ვა, 2019 წელს კი ქვეყ­ნი­დან გა­მოქ­ცე­ვა შეძ­ლო.

2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ლი ჰიუნ-სუნ­გი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სპეც­რაზ­მის ინ­სტრუქ­ტო­რი იყო.

რო­გორც ის მე­დი­ას­თან ჰყვე­ბა, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ჯარ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი სამი წელი წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლია. 28 წლის სუნ­გი შვი­დი წელი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­ში მსა­ხუ­რობ­და, სა­დაც მძღო­ლი იყო. მისი თქმით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პი­რო­ბე­ბი მხო­ლოდ გა­უ­ა­რეს­და და ბრინ­ჯი კვე­ბის რა­ცი­ო­ნი­დან თან­და­თან გაქ­რა.

“ჯა­რის­კა­ცებს რამ­დე­ნი­მე დღით აგ­ზავ­ნი­ან მთა­ში, აძ­ლე­ვენ ბრინ­ჯის მცი­რე მა­რაგს და ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ეს არის გა­დარ­ჩე­ნის კურ­სის ნა­წი­ლი” -ამ­ბობს ის.

  • და­მა­ტე­ბით დაბ­რკო­ლე­ბებს ქმნის ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი.

ცოტა ხნის წინ უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბის გამო, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ელ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა შემ­თხვე­ვით ცე­ცხლი გა­უხ­სნეს რუ­სულ ბა­ტა­ლი­ონს, რის შე­დე­გა­დაც რვა ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

  • რეს­პო­დენ­ტის, სა­ხე­ლად რიუს აზ­რით, ჩრდ. კო­რე­ის სამ­ხედ­რო პერ­სო­ნალს რუ­სეთ­ში გაგ­ზავ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით აზრს არა­ვინ ეკი­თხე­ბა. ამას­თან, ვი­საც ამ­ბი­ცი­ე­ბი აქვს, თვლი­ან რომ ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის­თვის.

რიუ

“თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის ყვე­ლა სირ­თუ­ლეს, ბევ­რს, ალ­ბათ, გა­უ­ხარ­დე­ბა კი­დეც, რომ პირ­ვე­ლად ეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა ქვეყ­ნის სა­ზღვარს გა­რეთ წა­ვი­დეს,“ - ამ­ბობს რიუ და აღი­ა­რებს, რომ შე­საძ­ლოა თა­ვა­დაც არ ეთ­ქვა უარი ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე.

  • სამ­ხრეთ კო­რე­ის არ­მი­ის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რი ჩუნ ინ-ბუმი შე­ფა­სე­ბებს ნა­წი­ლობ­რივ ეთან­ხმე­ბა:

“ის, რომ ამ ჯა­რის­კა­ცებს არ აქვთ საკ­ვე­ბი და მა­ღა­ლი დო­ნის წვრთნა, არ ნიშ­ნავს, რომ მათ არ აქვთ ბრძო­ლის უნა­რი. აკ­ლი­მა­ტი­ზა­ცია სწრა­ფად მოხ­დე­ბა. არ არის სა­ჭი­რო მათი ვერ შე­ა­ფა­სე­ბა“, -ამ­ბობს ჩუნ ინი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­საძ­ლოა 11 000-მა ჩრდ კო­რე­ელ­მა ჯა­რის­კაც­მა ვერ შეც­ვა­ლოს ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ ეს რი­ცხვი კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა. თე­ო­რი­უ­ლად, ფხე­ნი­ანს შე­უძ­ლია მოს­კო­ვის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 60 000- დან 100 ათა­სამ­დე მებ­რძო­ლი და­ა­ყე­ნოს.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ის მიერ, 2024 წლის მარ­ტში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფოტო, სა­დაც სპეც­რაზ­მის წვრთნაა ასა­ხუ­ლი

ჩუნ ინ-ბუ­მის აზ­რით, ამ შემ­თხვე­ვა­ში ცო­ცხა­ლი ძა­ლის რა­ო­დე­ნო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

”ისი­ნი აგ­ზავ­ნი­ან ძი­რი­თა­დად იმ ჯა­რის­კა­ცებს, რომ­ლებ­საც არ აქვთ გავ­ლე­ნა ან კავ­ში­რე­ბი ზედა ნა­წილ­ში - გულ­წრფე­ლად რომ ვთქვათ, მათ, ვისი მსხვერ­პლშე­წირ­ვაც საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა,” - ამ­ბობს ჰან ეული.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მუდმივი შიმშილობა და წონის მოსამატებლად ცენტრებში გადაყვანილი ჯარისკაცები - რას ჰყვებიან ჩრდ.კორეიდან გამოქცეული სამხედროები, რომლებიც ბრინჯზე ოცნებობდნენ

მუდმივი შიმშილობა და წონის მოსამატებლად ცენტრებში გადაყვანილი ჯარისკაცები - რას ჰყვებიან ჩრდ.კორეიდან გამოქცეული სამხედროები, რომლებიც ბრინჯზე ოცნებობდნენ

ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებითი ჯარებისა და სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის “კამიკაძე დრონების“ გასაგზავნად ემზადება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Yonhap-ი სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

“სადაზვერვო მონაცემების ყოვლისმომცველი შეფასება აჩვენებს, რომ ჩრდილოეთ კორეა ემზადება რუსეთში განლაგებული ჯარების როტაციისთვის ან მათი რაოდენობის გაზრდისთვის“, - აცხადებენ სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურში.

გარდა ამისა, დაზვერვის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კორეა იწყებს იმ “კამიკაძე დრონების“ წარმოებას და მიწოდებას, რომელიც პირველად ნოემბერში წარმოადგინეს. დაზვერვის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ამის მიზეზი არის ჩრდილოეთ კორეის სურვილი, მოიპოვოს პრაქტიკული გამოცდილება საომარ მოქმედებებში და განაახლოს თავისი შეიარაღების სისტემა.

  • საინტერესოა, როგორ წვრთნებს გადიან და იბრძვიან ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები რუსეთში? - ამის შესახებ ვრცელ ანალიტიკურ მასალას BBC ავრცელებს.

“ჩრდილოეთ კორეის ჯარში გატარებულ წლების გახსენებისას, პირველი, რაზეც ჰან ეული საუბრობს, არის შიმშილის გრძნობა - მუდმივი და დამღლელი. მსახურობის პირველი თვის განმავლობაში მან 10 კგ დაიკლო: ჯარისკაცები იკვებებოდნენ მხოლოდ სიმინდითა და დაფქული კომბოსტოთი.

2012 წელს, გაქცევამდე ჰან ეული სასაზღვრო ჯარებში მსახურობდა - ისინი დემილიტარიზებულ ზონას იცავდნენ.

ჰან ეულის თქმით, სამთვიანი ვარჯიშის შემდეგ თითქმის მთელი ბატალიონი იმდენად დაღლილი იყო, რომ ჯარისკაცები სპეციალურ სარეაბილიტაციო ცენტრში უნდა გაეგზავნათ, რათა წონაში მოემატებინათ,“ - წერს გამოცემა.

  • მოგვიანებით ბატალიონი სამხრეთ კორეასთან საზღვრის დასაცავად გაგზავნეს. მაშინ სიმინდი ბრინჯით შეიცვალა, თუმცა სხვა დანაყოფები ამასაც იპარავდნენ და სამხედროებს ქვიშით გაზავებული ბრინჯის ჭამა უწევდათ.

მისი თქმით, ქვედანაყოფი, სადაც მსახურობდა, სხვებზე უკეთ იკვებებოდა - ეს არის ტაქტიკა, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის სარდლობა დეზერტირების თავიდან ასაცილებლად იყენებს. თუმცა 2012 წელს ჰან ეულმა მაინც გადაწყვიტა და სასიკვდილო რისკზე წასვლა - ის დემილიტარიზებული ზონიდან სამხრეთ კორეაში გადავიდა.

  • ჰანის მონათხრობი კი ათასობით ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცის ყოფის შესახებ ზოგად სურათს ხატავს.

ითვლება, რომ ფხენიანმა რუსეთში დაახლოებით 11000 ჯარისკაცი გაგზავნა.

სამხრეთ კორეის დაზვერვის თანახმად, რუსეთში გაგზავნილი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების უმეტესობა ელიტარულ თავდასხმის ნაწილებს მიეკუთვნება და აქვთ “ძლიერი საბრძოლო სულისკვეთება“, თუმცა მათ “არ აქვთ თანამედროვე ომის წარმოების გამოცდილება.“

მართალია, ბოლო ცნობებით, ჩრდ. კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რეგულარული არმიის მოდერნიზებისა და გაძლიერების პროგრამები გაატარა, თუმცა ძნელად სათქმელია, რამდენად განვითარდა არმია უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში.

  • “როგორც წესი შემტევ პოზიციებზე მხოლოდ ყველაზე მაღალ და სპორტულ მამაკაცებს ირჩევენ“, - ამბობს ლი ჰიუნ-სუნგი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის სპეცრაზმს 2000-იანი წლების დასაწყისში ავარჯიშებდა. 2014 წელს მან პოზიცია დატოვა, 2019 წელს კი ქვეყნიდან გამოქცევა შეძლო.

2000-იანი წლების დასაწყისში ლი ჰიუნ-სუნგი ჩრდილოეთ კორეის სპეცრაზმის ინსტრუქტორი იყო.

როგორც ის მედიასთან ჰყვება, ჩრდილოეთ კორეის ჯარში გატარებული პირველი სამი წელი წარმოუდგენლად რთულია. 28 წლის სუნგი შვიდი წელი ჩრდილოეთ კორეის საჰაერო ძალებში მსახურობდა, სადაც მძღოლი იყო. მისი თქმით, წლების განმავლობაში პირობები მხოლოდ გაუარესდა და ბრინჯი კვების რაციონიდან თანდათან გაქრა.

“ჯარისკაცებს რამდენიმე დღით აგზავნიან მთაში, აძლევენ ბრინჯის მცირე მარაგს და ეუბნებიან, რომ ეს არის გადარჩენის კურსის ნაწილი” -ამბობს ის.

  • დამატებით დაბრკოლებებს ქმნის ენობრივი ბარიერი.

ცოტა ხნის წინ უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომუნიკაციის პრობლემების გამო, ჩრდილოეთ კორეელმა ჯარისკაცებმა შემთხვევით ცეცხლი გაუხსნეს რუსულ ბატალიონს, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა.

  • რესპოდენტის, სახელად რიუს აზრით, ჩრდ. კორეის სამხედრო პერსონალს რუსეთში გაგზავნასთან დაკავშირებით აზრს არავინ ეკითხება. ამასთან, ვისაც ამბიციები აქვს, თვლიან რომ ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა კარიერული წინსვლისთვის.

რიუ

“თუ გავითვალისწინებთ ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო სამსახურის ყველა სირთულეს, ბევრს, ალბათ, გაუხარდება კიდეც, რომ პირველად ეძლევა საშუალება ქვეყნის საზღვარს გარეთ წავიდეს,“ - ამბობს რიუ და აღიარებს, რომ შესაძლოა თავადაც არ ეთქვა უარი ამ შემოთავაზებაზე.

  • სამხრეთ კორეის არმიის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური ჩუნ ინ-ბუმი შეფასებებს ნაწილობრივ ეთანხმება:

“ის, რომ ამ ჯარისკაცებს არ აქვთ საკვები და მაღალი დონის წვრთნა, არ ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ ბრძოლის უნარი. აკლიმატიზაცია სწრაფად მოხდება. არ არის საჭირო მათი ვერ შეაფასება“, -ამბობს ჩუნ ინი.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა 11 000-მა ჩრდ კორეელმა ჯარისკაცმა ვერ შეცვალოს ომის მიმდინარეობა, სავარაუდოდ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. თეორიულად, ფხენიანს შეუძლია მოსკოვის განკარგულებაში დაახლოებით 60 000- დან 100 ათასამდე მებრძოლი დააყენოს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის მიერ, 2024 წლის მარტში გამოქვეყნებული ფოტო, სადაც სპეცრაზმის წვრთნაა ასახული

ჩუნ ინ-ბუმის აზრით, ამ შემთხვევაში ცოცხალი ძალის რაოდენობა შეიძლება გასათვალისწინებელი იქნება.

”ისინი აგზავნიან ძირითადად იმ ჯარისკაცებს, რომლებსაც არ აქვთ გავლენა ან კავშირები ზედა ნაწილში - გულწრფელად რომ ვთქვათ, მათ, ვისი მსხვერპლშეწირვაც საკმაოდ მარტივად შეიძლება,” - ამბობს ჰან ეული.

წყარო

იხილეთ ასევე: