ავტორი:

"ხანძრის შედეგად შეუძლებელია ექსპლუატაციაში შევიდეს შენობა, რომელშიც ჩვენს კორპორაციას ჰქონდა განთავსებული ბრენდები..." - რას წერს კახა ხაზარაძე

"ხანძრის შედეგად შეუძლებელია ექსპლუატაციაში შევიდეს შენობა, რომელშიც ჩვენს კორპორაციას ჰქონდა განთავსებული ბრენდები..." - რას წერს კახა ხაზარაძე

"აი სი არ ჯგუფის" ხელმძღვანელი კახა ხაზარაძე ეხმაურება ჭავჭავაძის გამზირზე იმ შენობაში გაჩენილ ხანძარზე წერს, სადაც მის კორპორაციას სხვადასხვა ბრენდების მაღაზიები ჰქონდა განთავსებული.

  • ხაზარაძის ინფორმაციით, ძლიერი ხანძრის შემდეგ შენობა ექსპლუატაციაში ვეღარ შევა. აქვე ის განმარტავს, რომ მაღაზიებში, რომელიც მისი კორპორაციის მფლობელობაშია, 150-მდე ადამიანი იყო დასაქმებული და ისინი სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ.

"მეგობრებო მინდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგიზიაროთ. 21 დეკემბერს საღამო საათებში ჭავჭავაძის გამზირზე 33 ში მოხდა ხანძარი, რომლის ლიკვიდაცია 24 საათი გრძელდებოდა. საბედნიეროდ პერსონალის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. სახანძრო მაშველებს შორის ჰქონდა უბედურ შემთხვევას ადგილი, რის შედეგადაც ახალგაზრდა მაშველი გარდაიცვალა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მის ოჯახს სამძიმარი გამოვუცხადო.

ხანძრის შედეგად შეუძლებელია ექსპლუატაციაში შევიდეს შენობა, რომელშიც კორპორაცია ICR ს ჰქონდა განთავსებული შემდეგი ბრენდები - "ტაბლა", "პომოდორისიმო", "პანუცო", "სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა", "ოკაიდი", "ჯაკაიდი".

ასევე მიმდინარეობს ზარალის დათვლა,რომელიც ახლოსაც ვერ მივა იმ ზარალთან რაც ქვეყანამ შეიძლება განიცადოს თუ ის შეწყვეტს ევროინტეგრაციის პროცესს და შევა რთულ და გრძელვადიან ეკონომიკურ კრიზისში. ამ ობიექტებში მუშაობს 150 ზე მეტი თანამშრომელი. ჩვენი კომპანია 30 წელზე მეტი ისტორიის მატარებელია და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა. მიუხედავად რთული ეკონომიკური სიტუაციისა ყველა ობიექტის რელოკაცია მოხდება, რაც მთავარია ყველა პერსონალი შეინარჩუნებს თავის სამუშაო ადგილს.

დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა იმ ადამიანს ვინც განიცადეთ ჩვენთან ერთად ეს ტკივილი. რაც არ გვკლავს ის გვაძლიერებს და ჩვენი გუნდი ახალი ენერგიით არა მარტო კომპანიას გავაძლიერებთ, არამედ სერიოზულ წვლილს შევიტანთ ახალი, ძლიერი, თავისუფალი საქართველოს მშენებლობაში. ერთიანობა და სიყვარული არის და იქნება წარმატების ფორმულა" - წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე შენობაში ხანძარი 21 დეკემბერს საღამოს გაჩნდა. ადგილზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა მეხანძრე-მაშველი, გიორგი ლელაშვილი.

ნახეთ ასევე: