ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
"ორი ქალბატონი შემოიყვანეს. ერთი დაახლოებით შემოყვანიდან ნახევარ საათში გარდაიცვალა, ზუსტ დროს ვერ გეტყვით, ყველაფერი ჩაუტარდა. პოლი-ტრავმა ჰქონდა და მრავლობითი დაზიანებები. მიუხედავად ჩატარებული კვლევებისა და რეანიმაციისა გარდაიცვალა. მეორე ქალბატონი სტაბილურად მძიმეა, გონზეა უტარდება კვლევები" - უთხრა "სამხრეთის კარიბჭეს" კლინიკა „იმედის“ დირექტორმა, გიორგი ბარძიმაძემ.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.