ავტორი:

“საქართველოს გაუმარჯოს“ - ჩეჩენი მებრძოლი ხამზატ ჩიმაევი საქართველოშია: რა ფოტოებს და ვიდეოებს ავრცელებს UFC-ის ჩემპიონი

“საქართველოს გაუმარჯოს“ - ჩეჩენი მებრძოლი ხამზატ ჩიმაევი საქართველოშია: რა ფოტოებს და ვიდეოებს ავრცელებს UFC-ის ჩემპიონი

ჩეჩენი მებრძოლი ხამზატ ჩიმაევი საქართველოშია. ის თბილისში გურამ ქუთათელაძესთან ერთად ჩამოვიდა. როგორც ცნობილია, UFC-ის მებრძოლები დიდი ხანია მეგობრობენ.

  • “ინსტაგრამზე“ ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ჩიმაევი თბილისის მერს - კახა კალაძეს, “ქართული ოცნების“ წევრს გენო პეტრიაშვილს, ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურსა და მეგობრებს ხვდება.

კახა კალაძემ მას საჩუქრად მისი ხელმოწერილი მაისური გადასცა.

მებრძოლთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს ლაშა ბექაურიც.

პლატფორმაზე ვრცელდება ვიდეოებიც, სადაც ჩანს, რომ ჩიმაევი გურამ ქუთათელაძესთან და სხვა მეგობრებთან ერთად, თბილისში იმყოფება.

“საქართველოს გაუმარჯოს“, - ამბობს ცნობილი ჩეჩენი ჩემპიონი.

ჩიმაევი დაიბადა ჩეჩნეთში, მაგრამ 14 წლისა ემიგრაციაში წავიდა შვედეთში. იგი არაერთხელ მწვავედ გააკრიტიკეს ჩეჩნეთის ხელმძღვანელთან ურთიერთობის გამო.

იხილეთ ასევე: