“მართალია თქვენ აქ “რაღაც 300 კაცი ხართ“..., მართალია, რომ ჩვენ დაგვიპატიმრეს სცენა თუ მიკროფონები. მართალია, რომ მე მალე გისოსების უკან ყოფნას დამპირდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია?“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“არ გვინდა არც ყვირილები არც “სალომე“, “სალომე“, არც არაფერი.
ზურგს უკან ილია და აკაკი გვიყურებს. უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა. რომელიც ხვალ, ზეგ ძალიან ძლიერი და ევროპული საქართველო იქნება. ამას ვერავინ გააჩერებს. მართალია თქვენ აქ “რაღაც 300 კაცი ხართ“..., მართალია რომ ჩვენ დაგვიპატიმრეს სცენა თუ მიკროფონები. მართალია, რომ მე გისოსების უკან მალე ყოფნას დამპირდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია? არ გვეშინია, რადგან აქ მხოლოდ სიყვარული სუფევს. ვინც ამბობს, რომ აქ იბადება ვინმესთან დაპირისპირება, ეს კიდევ ერთი ტყუილია ბევრ ტყუილთან შორის. აქ სუფევს მხოლოდ მშვიდობა, სიყვარული და თავისუფლება...
მინდა გითხრათ, რას გავაკეთებთ - პირველ რიგში, მე რას გავაკეთებ. მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის, იმ კონსტიტუციის, რომლის წინაშე მე დავდე ფიცი 6 წლის წინ. ეს კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო. მე შეიძლება მხოლოდ გავაგრძელო და ვიყო მისი ერთგული. მე ვიქნები ერთგული იმ ქართული ჯარის და მისი ვეტერანების, რომლებიც დღეს აქ მოდიოდნენ; ჯარის, რომელიც იცავს საქართველოს და თვითონაა ერთგული იმ პარტნიორების, რომლებმაც შექმნეს, აღჭურვეს და გააძლიერეს საქართველოს ჯარი.მე ვარ და ვიქნები მისი უმაღლესი მთავარსარდალი. მე ვარ და ვიქნები ერთგული ამ ხალხის, რომელიც აქ დგას, მაგრამ არა მხოლოდ ამ ხალხის, რომელიც აქ დგას, არავინ ჩათვალოს, რომ მე არ ვარ ყველას პრეზიდენტი. ვარ და ვიქნები!“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
“დღეს აქ მრავალთა მარშის შუა მოდიოდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - “ანწუხელიძის“ მარში. სწორედ ანწუხელიძის წინაშე ვალდებული ვარ, თქვენ ხართ ვალდებული რომ ერთგული ვიყოთ იმ საქართველოსთვის, რომლისთვისაც მან თავისი სიცოცხლე დადო. ანწუხელიძესთან ერთად ის უამრავი გმირი, რომელსაც საქართველოს წარსული ითვლის და რომლის გამოც ჩვენ აქ ვდგავართ თორემ არ ვიქნებოდით და არ იქნებოდა საქართველო. მაგრამ საქართველო არასდროს ეგუება და თმობს, როცა მართალია. საქართველო მართალია. მართალი ხართ თქვენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
“მე ვარ და ვიქნები ერთგული ამ ხალხის, რომელიც აქ დგას, მაგრამ არა მხოლოდ ამ ხალხის, რომელიც აქ დგას, არავინ ჩათვალოს, რომ მე არ ვარ ყველას პრეზიდენტი. ვარ და ვიქნები!“ - პრეზიდენტი.
“მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ყველაფერს. მე მზად ვარ, რომ დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები, ოღონდ არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29-მდე... მე ველოდები პასუხს, ეს ყველაფერი ნათელი რომ იყოს, სასახლიდან ჩავწერ სრულ სიტყვას, რადგან აქ არამხოლოდ სცენა და დაგვიპატიმრეს, როგორც ჩანს ხმაც დაგვიპატიმრეს. არა უშავს, შევხვდებით და გელოდებით“ - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი/IPN