საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “კახელების მარშს” შეუერთდა, რომელიც ორბელიანების სასახლის წინ შეჩერდა.
კახელები და ქიზიყელები ერეკლე II-ის მოედნიდან ორბელიანების სასახლემდე აქცია-მსვლელობით ლოზუნგით - “დინჯად, მაგრამ ჯიუტად ევროპისკენ!“ მივიდნენ. ისინი სასახლის წინ პრეზიდენტის მისამართით სკანდირებდნენ: “საქართველო“.
სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში იმყოფება ორბელიანის მოედანზე, საახალწლო სოფელში დამონტაჟებულ სცენაზე იმყოფება და მსვლელობის მონაწილეებს მიმართავს.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს 21:00 საათზე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან მიმართავს.
იხილეთ ასევე: