ქუთაისში, საახალწლო კონცერტი პროტესტის ფონზე გაიმართა. ერთ-ერთი მოქალაქე სცენაზე ავიდა და მომღერალ თაკო გაჩეჩილაძეს, არსებული ინფორმაციით, აქციის დროს, სპეცრაზმის მიერ ნაცემი და დაშავებული მოქალაქეების ფოტოები მისცა.
ქუთაისში საახალწლო კონცერტში თაკო გაჩეჩილაძის გარდა, მონაწილეობდნენ ნინი ქარსელაძე, "ქუჩის ბიჭები" და კახა კუხიანიძე. კონცერტი მოქალაქეების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები ნაცემი ადამიანების ფოტოებით და სხვადასხვა საპროტესტო ბანერით იყვნენ მისულები.