მუსიკოსი მაია ბარათაშვილი ამბობს, რომ არ გაფიცულა და განმარტავს, თუ რატომ არის მომხრე, რომ კონცერტები ჩატარდეს. აღნიშნულ თემაზე მან "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.
"არ გავფიცულვარ, არც საახალწლო კონცერტი გამიუქმებია იმიტომ, რომ ვალდებულებები მაქვს და ამისთვის მე ბოდიშს ვერ მოვიხდი. ვთვლი, რომ ხელოვნების მთავარი მისია ადამიანების შეკავშირებაა, ხელოვნების მთავარი მისია არის ხიდების გადება ადამიანებს შორის.
მაშინ ჯაზი იყო მეინსტრიმი და სრულდებოდა ანდერგრაუნდში. იქ საცეკვაოდ თავს იყრიდა როგორც თეთრკანიანი მოსახლეობაც ასევე აფროამერიკელები. იქ არავის არ აინტერესებდა რასობრივი სეგრეგაციის საკითხი, რასობრივი დისკრიმინაცია იქ საერთოდ არ ხდებოდა.
ამიტომ მე ვთვლი, რომ ხელოვნებას აქვს დიდი მისია, გაამთლიანოს, დააკავშიროს თუნდაც გატეხილი გულები, ადამიანები შეაკავშიროს. ამიტომ მე მომხრე ვარ იმის, რომ კონცერტები ჩატარდეს.
ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო, მაგრამ ამის გარდა მე ვიტყვი იმას, რომ ხელოვნება ძალიან მნიშვნელოვანია ორი დაპირისპირებული მხარის შერიგების საქმეში", - ამბობს მაია ბარათაშვილი.