ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
"კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. პოლიტიკური კრიზისის ამ მომენტში ის ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია. ვეთანხმები მას - საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ წარმოადგენს“, - წერს უილსონი.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია”.
ზურაბიშვილი ჯო უილსონს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„მადლობა, რომ მხარს უჭერთ ქართველი ხალხის შეურყეველ ნებასა და სწრაფვას აღადგინონ ევრო-ატლანტიკური გზა ერთადერთი ცნობილი პოლიტიკური და დემოკრატიული საშუალებით: ახალი არჩევნებით!“ - წერს ზურაბიშვილი.