21 დეკემბრის დილიდან მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ვიდეოკადრებს, რომლებიც ძალაუნებურად იწვევენ 2001 წლის 11 სექტემბრის ასოცოაციას, როდესაც აშშ-ში, ნიუ-იორკში მანჰეტენზე ორი სამგზავრო „ბოინგი“ ერთმანეთის მიყოლებით ეჯახება „ტყუპების“ ცათამბჯენებს...
თუმცა ყაზანელებში უდიდესი პანიკა, რის გამოც ათასობით ადამიანი მეტროში გაიქცა თავშესაფარებლად, მარტო ამ ერთმა აფეთქებამ როდი გამოიწვია-სულ ყაზანს 8 კამიკაძე-დრონმა შეუტია, რომლიდანაც ერთი ჰაერშივე ააფეთქეს, ერთი 4 სართულიან სახლს დაეცა, ხოლო ორი კამიკაძე-დრონი 40 წუთიანი ინტერვალით 30-ე სართულის სიმაღლეზე შეეჯახა 37 სართულიან კიდევ ერთ ცათამბჯენს, რომელშიც ძირითადად ოფისები იყო განთავსებული...
თვითმხილველთა მიერ გადაღებულ არაერთ ვიდეოკადრში კარგად მოჩანს საჰაერო შეტევების მომენტები და ის დრონებიც, რომლებიც ამ შეტევებს ახორციელებენ-ესენი იყო თვითმფრინავის კონსტრუქციის Liutyi-ის ტიპის კამიკაძე-დრონები, რაც უცილობლად მიუთითებს უკრაინულ კვალზე...
უკრაინის ფრონტიდან ყაზანამდე პირდაპირი ხაზით 1 060 კმ მაინცაა, თუმცა უკრაინულ კამიკაძე-დრონებს მეტი მანძილის გაფრენა მოუწევდათ რუსული საჰაერო თავდაცვის ზონების გვერდის ასავლელად,მაგრამ რაში დასჭირდა ოფიციალურ კიევს ამ სიშორეზე ყაზანის ცათამბჯენებზე წერტილოვანი საჰაერო შეტევების მიტანა,როდესაც ეს არაფერს ცვლის უშუალოდ ფრონტის ხაზზე არსებულ ურთულეს ოპერატიულ ვითარებაზე?...განაგრძეთ კითხვა