მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დამნაშავე, რომელიც ბრედ პიტის დუბლიორობას საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა - ვინ არის ლუკ ფორდი: ქალების გაუპატიურების გამო მას 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
დამნაშავე, რომელიც ბრედ პიტის დუბლიორობას საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა - ვინ არის ლუკ ფორდი: ქალების გაუპატიურების გამო მას 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

შოტ­ლან­დი­ელ ლუკ ფორდს, რო­მე­ლიც სე­რი­უ­ლად აუ­პა­ტი­უ­რებ­და ქა­ლებს, სა­სა­მარ­თლომ 16 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. კაცს 19 საქ­მე­ზე წა­რედ­გი­ნა მსჯავ­რი.

35 წლის ფორ­დი, ედინ­ბურ­გის უმაღ­ლეს სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­მარ­თლეს. მას ბრა­ლად ედე­ბო­და 9 ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბა, მათ შო­რის, ექ­ვსი მათ­გა­ნის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა.12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფორ­დი მსხვერ­პლებ­ზე ფი­ზი­კუ­რად, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დობ­და. მათ შო­რის, ერთ-ერთ ქალს თავი მან­ქა­ნის მი­ნა­ზე არ­ტყმე­ვი­ნა, ხოლო მე­ო­რეს სცე­მა.

  • და­დას­ტურ­და, რომ მან რამ­დე­ნი­მე ქალს თან­ხმო­ბის გა­რე­შე გა­და­უ­ღო სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის ფო­ტო­ე­ბი და ემუქ­რე­ბო­და სუ­რა­თე­ბის გავ­რცე­ლე­ბით, თუ ისი­ნი არ და­თან­ხმე­ბოდ­ნენ მის მო­თხოვ­ნებს.

შოტ­ლან­დი­ის პო­ლი­ცი­ის დე­ტექ­ტი­ვი სტი­ვენ გრეი ფორდს აღ­წერ­და რო­გორც "საფრ­თხის შემ­ცველ და მა­ნი­პუ­ლა­ტორ სექ­სუ­ა­ლურ დამ­ნა­შა­ვეს". ფორ­დი ქა­ლებს ტინ­დე­რის გაც­ნო­ბის აპ­ლი­კა­ცი­ა­ში ეძებ­და და შემ­დეგ მათ­თან სექ­სუ­ა­ლურ კავ­ში­რის ამ­ყა­რებ­და. მათ აი­ძუ­ლებ­და, რომ ჩა­სახ­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტე­ბი მი­ე­ღოთ, თუ მა­ინც ორ­სუ­ლო­ბა დად­გე­ბო­და, აბორ­ტი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ.

სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე პრო­კუ­რორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ფორ­დი იყო დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი და 2013 წელს გლაზ­გო­ში გა­და­ღე­ბე­ბის დროს "მსოფ­ლიო ომის Z"-ში ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვის ბრედ პი­ტის დუბ­ლი­ო­რი იყო. ფორ­დი აქ­ტი­უ­რად იყე­ნებ­და ამ ფაქტს თა­ვი­სი მიზ­ნე­ბი­სათ­ვის, თით­ქოს მას ვარ­სკვლა­ვი მე­გობ­რე­ბი ჰყავ­და.

ფორ­დი 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იც­ნობ­და მსხვერ­პლებს გაც­ნო­ბის აპ­ლი­კა­ცი­ებ­ში, უყ­ვე­ბო­და მათ თა­ვის რო­ლებ­ზე და ამ­ბობ­და, რომ იქ­ნე­ბო­და მო­მა­ვა­ლი ბრედ პიტი.

"ის ნამ­დვი­ლად ფიქ­რობ­და, რომ სავ­სე­ბით შეც­ვლი­და პიტს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, მსა­ხი­ობს მის გარ­და კი­დევ რამ­დე­ნი­მე დუბ­ლი­ო­რი ჰყავს. მაგ­რამ ის თავს ისე წარ­მო­ა­ჩენ­და, თით­ქოს მხო­ლოდ ის იყო ერ­თა­დერ­თი" - აღი­ა­რა ერთ-ერ­თმა ქალ­მა, რო­მელ­საც ლუკ ფორდმა გა­უ­პა­ტი­უ­რა.

გარ­და 16 წლი­ა­ნი ცი­ხი­სა, ლუკ ფორ­დი ასე­ვე სა­მუ­და­მოდ შე­იყ­ვა­ნეს სექ­სუ­ა­ლუ­რი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის სი­ა­ში, რო­მე­ლიც სა­ჯა­როა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

დამნაშავე, რომელიც ბრედ პიტის დუბლიორობას საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა - ვინ არის ლუკ ფორდი: ქალების გაუპატიურების გამო მას 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

დამნაშავე, რომელიც ბრედ პიტის დუბლიორობას საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა - ვინ არის ლუკ ფორდი: ქალების გაუპატიურების გამო მას 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

შოტლანდიელ ლუკ ფორდს, რომელიც სერიულად აუპატიურებდა ქალებს, სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კაცს 19 საქმეზე წარედგინა მსჯავრი.

35 წლის ფორდი, ედინბურგის უმაღლეს სასამართლოში გასამართლეს. მას ბრალად ედებოდა 9 ქალზე ძალადობა, მათ შორის, ექვსი მათგანის გაუპატიურება.12 წლის განმავლობაში, ფორდი მსხვერპლებზე ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და სექსუალურად ძალადობდა. მათ შორის, ერთ-ერთ ქალს თავი მანქანის მინაზე არტყმევინა, ხოლო მეორეს სცემა.

  • დადასტურდა, რომ მან რამდენიმე ქალს თანხმობის გარეშე გადაუღო სექსუალური შინაარსის ფოტოები და ემუქრებოდა სურათების გავრცელებით, თუ ისინი არ დათანხმებოდნენ მის მოთხოვნებს.

შოტლანდიის პოლიციის დეტექტივი სტივენ გრეი ფორდს აღწერდა როგორც "საფრთხის შემცველ და მანიპულატორ სექსუალურ დამნაშავეს". ფორდი ქალებს ტინდერის გაცნობის აპლიკაციაში ეძებდა და შემდეგ მათთან სექსუალურ კავშირის ამყარებდა. მათ აიძულებდა, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები მიეღოთ, თუ მაინც ორსულობა დადგებოდა, აბორტი გაეკეთებინათ.

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა განაცხადა, რომ ფორდი იყო დამწყები მსახიობი და 2013 წელს გლაზგოში გადაღებების დროს "მსოფლიო ომის Z"-ში ჰოლივუდის ვარსკვლავის ბრედ პიტის დუბლიორი იყო. ფორდი აქტიურად იყენებდა ამ ფაქტს თავისი მიზნებისათვის, თითქოს მას ვარსკვლავი მეგობრები ჰყავდა.

ფორდი 12 წლის განმავლობაში იცნობდა მსხვერპლებს გაცნობის აპლიკაციებში, უყვებოდა მათ თავის როლებზე და ამბობდა, რომ იქნებოდა მომავალი ბრედ პიტი.

"ის ნამდვილად ფიქრობდა, რომ სავსებით შეცვლიდა პიტს, მიუხედავად იმისა, რომ, სავარაუდოდ, მსახიობს მის გარდა კიდევ რამდენიმე დუბლიორი ჰყავს. მაგრამ ის თავს ისე წარმოაჩენდა, თითქოს მხოლოდ ის იყო ერთადერთი" - აღიარა ერთ-ერთმა ქალმა, რომელსაც ლუკ ფორდმა გაუპატიურა.

გარდა 16 წლიანი ციხისა, ლუკ ფორდი ასევე სამუდამოდ შეიყვანეს სექსუალური დამნაშავეების სიაში, რომელიც საჯაროა.