მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო
ცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო

26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი კარ­გად ად­მი­ნის­ტრი­რე­ბუ­ლი იყო - ამ ფაქტს ადას­ტუ­რებს ეუთო/ოდი­რის მიერ დღეს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი დას­კვნა, რომ­ლი­თაც არ­ჩევ­ნე­ბის დღეს სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში (90% და მეტი) სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა შე­ფას­და და­დე­ბი­თად, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ეუთო/ოდი­რის ან­გა­რიშ­ში პო­ზი­ტი­უ­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გამჭვირ­ვა­ლო­ბის პო­ლი­ტი­კა და მის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მთე­ლი რიგი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი.

„ეუთო/ოდი­რის დას­კვნა­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ სა­არ­ჩევ­ნო ელექტრო­ნუ­ლი აპა­რა­ტე­ბის 99%-მა იმუ­შა­ვა გა­მარ­თუ­ლად, ხმის მთვლე­ლი აპა­რა­ტის შე­დე­გე­ბი კი ემ­თხვე­ო­და ხე­ლით დათ­ვლილ შე­დე­გებს. ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ ამის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­არ­ჩევ­ნო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბის აუ­დი­ტი.

ან­გა­რიშ­ში პო­ზი­ტი­უ­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გამჭვირ­ვა­ლო­ბის პო­ლი­ტი­კა და მის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მთე­ლი რიგი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი. მათ შო­რის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ინ­ფორ­მი­რე­ბის კამ­პა­ნია, სწავ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­ტარ­და რო­გორც სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის, ისე ჩარ­თუ­ლი მხა­რე­ე­ბის­თვის, ასე­ვე ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი­სა და შშმ პი­რე­ბის სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბის მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. ხაზ­გას­მუ­ლია, რომ ამომ­რჩე­ველ­თა სიის ფორ­მი­რე­ბის პრო­ცე­სი იყო ინ­კლუ­ზი­უ­რი და დამ­კვირ­ვე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას არ გა­მო­უთ­ქვამს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ნიშ­ვნე­ბი სა­არ­ჩევ­ნო სი­ე­ბის სი­ზუს­ტეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ არ­ჩევ­ნე­ბი იყო კონ­კუ­რენ­ტუ­ლი და ცეს­კოს მხრი­დან პარ­ტი­ე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­სი ინ­კლუ­ზი­უ­რად წა­რი­მარ­თა. ამას­თან ან­გა­რიშ­ში სა­უ­ბა­რია, რომ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან სი­ახ­ლეს სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია მყი­სი­ე­რად აქ­ვეყ­ნებ­და, ხოლო ცეს­კოს სხდო­მე­ბის ნახ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ლაივ რე­ჟიმ­ში, რაც ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ან­გა­რიშ­ში სა­ერ­თოდ არ არის ნახ­სე­ნე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ ხმის მი­ცე­მის სა­კი­თხი, რაც ადას­ტუ­რებს რომ მთე­ლი სა­არ­ჩევ­ნო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ თე­მა­ზე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბი­სა და ზე­წო­ლის კამ­პა­ნია იყო უსა­ფუძ­ვლო და სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კი­სა და კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში იმოქ­მე­და არ­ჩევ­ნებ­ში სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი ამომ­რჩევ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

ეუთო/ოდი­რის დას­კვნა­ში გა­მოთ­ქმუ­ლია გარ­კვე­უ­ლი წუ­ხი­ლე­ბი და სა­ყუ­რა­დღე­ბო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. მათ შო­რის, ხმის მი­ცე­მის ფა­რუ­ლო­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია გას­ცემს სა­არ­ჩევ­ნო მა­სა­ლე­ბის დახ­ვე­წის, სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის შე­ნო­ბე­ბის შერ­ჩე­ვი­სა და კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის პრობ­ლე­მა­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია დე­ტა­ლუ­რად გა­ეც­ნო­ბა და შე­ის­წავ­ლის დას­კვნა­ში ასა­ხულ ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ას, და სა­კუ­თა­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში შე­ი­მუ­შა­ვებს მო­საზ­რე­ბებს ამა თუ იმ რე­კო­მენ­და­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ამას­თან, ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეუთო/ოდი­რის მო­საზ­რე­ბე­ბის გაც­ნო­ბა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ ხე­დავს ორ­გა­ნი­ზა­ცია რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის იმპლე­მენ­ტა­ცი­ის პრო­ცესს სა­ერ­თა­შო­რი­სო კარ­გი პრაქ­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია მზად არის ეუთო/ოდირ­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის კი­დევ უფრო დახ­ვე­წი­სა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო

ცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო

26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო - ამ ფაქტს ადასტურებს ეუთო/ოდირის მიერ დღეს გამოქვეყნებული დასკვნა, რომლითაც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში (90% და მეტი) საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა შეფასდა დადებითად, - ამის შესახებ ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეუთო/ოდირის ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობის პოლიტიკა და მის მიერ განხორციელებული მთელი რიგი საქმიანობები.

„ეუთო/ოდირის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატების 99%-მა იმუშავა გამართულად, ხმის მთვლელი აპარატის შედეგები კი ემთხვეოდა ხელით დათვლილ შედეგებს. ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა რომ ამის ვალდებულება არ ყოფილა, საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივით განახორციელა საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტი.

ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობის პოლიტიკა და მის მიერ განხორციელებული მთელი რიგი საქმიანობები. მათ შორის ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია, სწავლებები, რომლებიც ჩატარდა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის, ისე ჩართული მხარეებისთვის, ასევე ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირების საარჩევნო პროცესში ჩართულობის მიზნით განხორციელებული აქტივობები. ხაზგასმულია, რომ ამომრჩეველთა სიის ფორმირების პროცესი იყო ინკლუზიური და დამკვირვებელთა უმრავლესობას არ გამოუთქვამს მნიშვნელოვანი შენიშვნები საარჩევნო სიების სიზუსტესთან დაკავშირებით. აღნიშნულია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ცესკოს მხრიდან პარტიების რეგისტრაციის პროცესი ინკლუზიურად წარიმართა. ამასთან ანგარიშში საუბარია, რომ ყველა მნიშვნელოვან სიახლეს საარჩევნო ადმინისტრაცია მყისიერად აქვეყნებდა, ხოლო ცესკოს სხდომების ნახვა შესაძლებელი იყო ლაივ რეჟიმში, რაც ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფდა.

აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებულ ანგარიშში საერთოდ არ არის ნახსენები საზღვარგარეთ ხმის მიცემის საკითხი, რაც ადასტურებს რომ მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში ამ თემაზე დაინტერესებული მხარეების მიერ განხორციელებული ბრალდებისა და ზეწოლის კამპანია იყო უსაფუძვლო და საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო პრაქტიკისა და კანონის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედა არჩევნებში საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

ეუთო/ოდირის დასკვნაში გამოთქმულია გარკვეული წუხილები და საყურადღებო რეკომენდაციები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობასთან მიმართებაში სადამკვირვებლო მისია გასცემს საარჩევნო მასალების დახვეწის, საუბნო საარჩევნო კომისიების შენობების შერჩევისა და კენჭისყრის შენობაში მყოფი პირების რაოდენობის პრობლემატიკასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს.

საარჩევნო ადმინისტრაცია დეტალურად გაეცნობა და შეისწავლის დასკვნაში ასახულ ყველა რეკომენდაციას, და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს მოსაზრებებს ამა თუ იმ რეკომენდაციასთან მიმართებაში. ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეუთო/ოდირის მოსაზრებების გაცნობა იმის შესახებ, თუ როგორ ხედავს ორგანიზაცია რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესს საერთაშორისო კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ეუთო/ოდირთან მჭიდრო თანამშრომლობის გასაგრძელებლად საარჩევნო პროცესის კიდევ უფრო დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით”, - ნათქვამია განცხადებაში.