რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა. დღესაც, მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ, საიდანაც მარშით რუსთაველის გამზირზე მივიდნენ.
უკვე 23-ე დღეა, თბილისის ქუჩებში დღის განმავლობაში საპროტესტო მსვლელობები მიმდინარეობს, საღამოობით კი მთავარი საპროტესტო აქცია პარლამენტთან იმართება.
ცნობისთვის, მასშტაბური აქციები "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ დემონსტრანტები, რომლებიც აქციების მიმდინარეობისას დააკავეს.