მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ საბჭო მიიღებს ამ წინადადებას, ქართველ დიპლომატებს, მათ ოჯახებს დასჭირდებათ ვიზა ევროკავშირში" - რა ინფორმაციას აქვეყნებს ევროკომისია
"თუ საბჭო მიიღებს ამ წინადადებას, ქართველ დიპლომატებს, მათ ოჯახებს დასჭირდებათ ვიზა ევროკავშირში" - რა ინფორმაციას აქვეყნებს ევროკომისია

ევ­რო­კო­მი­სია დღეს ევ­რო­პულ საბ­ჭოს ვი­ზე­ბის გა­ცე­მის გა­მარ­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს შე­თან­ხმე­ბის ნა­წი­ლის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თა­ვა­ზე­ბას წა­რუდ­გენს, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ პრეს­რე­ლიზ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

  • "თუ საბ­ჭო მი­ი­ღებს ამ წი­ნა­და­დე­ბას, ქარ­თველ დიპ­ლო­მა­ტებს, ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს და მათ ოჯა­ხებს, რომ­ლებ­საც აქვთ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და ოფი­ცი­ა­ლუ­რი პას­პორ­ტე­ბი, დას­ჭირ­დე­ბათ ვიზა ევ­რო­კავ­შირ­ში 90 დღემ­დე ხან­მოკ­ლე ყოფ­ნის­თვის ნე­ბის­მი­ე­რი 180-დღი­ა­ნი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრეს­რე­ლიზ­ში.

ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მო­ახ­დენს ნე­გა­ტი­ურ ზე­გავ­ლე­ნას ადა­მი­ან­თა შო­რის კონ­ტაქ­ტებ­ზე, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პას­პორ­ტის მფლო­ბე­ლე­ბი არი­ან, კვლა­ვაც ისარ­გებ­ლე­ბენ უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მით ევ­რო­კავ­შირ­ში ხან­მოკ­ლე მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს.

"ეს წი­ნა­და­დე­ბა არის პა­სუ­ხი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რივ რეპ­რე­სი­ებ­ზე მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ის მი­მართ, რო­მე­ლიც და­ი­წყო მას შემ­დეგ, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 28 ნო­ემ­ბერს გა­მო­ა­ცხა­და, რომ აღარ გა­აგ­რძე­ლებს ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბას 2028 წლამ­დე. გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, მათ შო­რის "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ (მი­ღე­ბუ­ლი 2024 წლის მა­ის­ში) და "ოჯა­ხუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ (მი­ღე­ბუ­ლი 2024 წლის სექ­ტემ­ბერ­ში), ძირს უთხრის ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც ევ­რო­კავ­ში­რის ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის ბირ­თვს წარ­მო­ად­გენს. ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, რო­გო­რი­ცაა ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის ეფექ­ტუ­რი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, გა­დამ­წყვე­ტი მო­თხოვ­ნაა ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის­თვის“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ევ­რო­კო­მი­სია გან­მარ­ტავს, რომ ახლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ევ­რო­პულ­მა საბ­ჭომ უნდა მი­ი­ღოს.

"ახლა საბ­ჭომ უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­მარ­ტი­ვე­ბის შე­თან­ხმე­ბის ნა­წი­ლობ­რი­ვი შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თა­ვა­ზე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. თუ საბ­ჭო მი­ი­ღებს წი­ნა­და­დე­ბას და ის ძა­ლა­ში შევა, წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებს მო­უ­წევთ სა­ჭი­რო ზო­მე­ბის მი­ღე­ბა. ეს ნიშ­ნავს, რომ გულ­წრფე­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პრინ­ცი­პის შე­სა­ბა­მი­სად, მათ მო­უ­წევთ სა­ქარ­თვე­ლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი/ოფი­ცი­ა­ლუ­რი პას­პორ­ტე­ბის და სპე­ცი­ა­ლუ­რი პას­პორ­ტე­ბის მფლო­ბელ­თათ­ვის მი­მარ­თონ სა­ვი­ზო მო­თხოვ­ნას და აც­ნო­ბონ ეს ზო­მე­ბი სხვა წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­სა და კო­მი­სი­ას“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"თუ საბჭო მიიღებს ამ წინადადებას, ქართველ დიპლომატებს, მათ ოჯახებს დასჭირდებათ ვიზა ევროკავშირში" - რა ინფორმაციას აქვეყნებს ევროკომისია

"თუ საბჭო მიიღებს ამ წინადადებას, ქართველ დიპლომატებს, მათ ოჯახებს დასჭირდებათ ვიზა ევროკავშირში" - რა ინფორმაციას აქვეყნებს ევროკომისია

ევროკომისია დღეს ევროპულ საბჭოს ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ ევროკავშირი-საქართველოს შეთანხმების ნაწილის შეჩერების შესახებ შეთავაზებას წარუდგენს, - ამის შესახებ ევროკავშირის ვებ-გვერდზე განთავსებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

  • "თუ საბჭო მიიღებს ამ წინადადებას, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებს და მათ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტები, დასჭირდებათ ვიზა ევროკავშირში 90 დღემდე ხანმოკლე ყოფნისთვის ნებისმიერი 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

ინფორმაციის თანახმად, ეს გადაწყვეტილება არ მოახდენს ნეგატიურ ზეგავლენას ადამიანთა შორის კონტაქტებზე, რადგან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელები არიან, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ევროკავშირში ხანმოკლე მოგზაურობის დროს.

"ეს წინადადება არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივ რეპრესიებზე მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომ აღარ გააგრძელებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას 2028 წლამდე. გარდა ამისა, საქართველოს ბოლოდროინდელი კანონმდებლობა, მათ შორის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (მიღებული 2024 წლის მაისში) და "ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ (მიღებული 2024 წლის სექტემბერში), ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც ევროკავშირის ფასეულობების ბირთვს წარმოადგენს. ფუნდამენტური უფლებების დაცვა, როგორიცაა ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის ეფექტური განხორციელება, გადამწყვეტი მოთხოვნაა ვიზალიბერალიზაციისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ევროკომისია განმარტავს, რომ ახლა გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს.

"ახლა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების შესახებ შეთავაზებასთან დაკავშირებით. თუ საბჭო მიიღებს წინადადებას და ის ძალაში შევა, წევრ სახელმწიფოებს მოუწევთ საჭირო ზომების მიღება. ეს ნიშნავს, რომ გულწრფელი თანამშრომლობის პრინციპის შესაბამისად, მათ მოუწევთ საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების და სპეციალური პასპორტების მფლობელთათვის მიმართონ სავიზო მოთხოვნას და აცნობონ ეს ზომები სხვა წევრ სახელმწიფოებსა და კომისიას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.