კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“შარლ მიშელი 2“ არ იქნება...“ - როგორ აფასებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ალენ ბერსეს განცხადებას
“შარლ მიშელი 2“ არ იქნება...“ - როგორ აფასებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ალენ ბერსეს განცხადებას

“მთავ­რო­ბამ გას­ცა და­პი­რე­ბა, რომ შეც­ვლი­და “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის ში­ნა­არსს“, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, ალენ ბერ­სემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, კა­ნო­ნის ცვლი­ლე­ბის­თვის სა­მუ­შაო ჯგუ­ფი შე­იქ­მნე­ბა: "შე­იქ­მნე­ბა სა­მუ­შაო ჯგუ­ფი სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­პის საბ­ჭოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან, მათ შო­რის ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი და მოხ­დე­ბა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა იმ ცვლი­ლე­ბე­ბის, რო­მე­ლიც უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და ალენ ბერ­სემ და აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ მისი ვი­ზი­ტის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პი­რო­ბა იყო, შეხ­ვედ­რო­და ყვე­ლას. ხოლო “სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის­თვის“ ჩა­მო­ვი­და.

“გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა, ჩემი მხრი­დან უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იქ­ნე­ბო­და, აქ რომ არ ვიყო და ხალ­ხის გვერ­დით რომ არ დავ­დგე. ჩემი ვი­ზი­ტის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა არის ის, რომ მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­დაჭ­რი­ლი თუ და­ვი­ცავთ ფუნ­და­მენ­ტურ პრინ­ცი­პებს დე­მოკ­რა­ტი­ის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის,“ - გა­ნა­ცხა­და ევ­რო­საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა მე­დი­ას­თან.

აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბებს უკვე მოჰ­ყვა შე­ფა­სე­ბე­ბი ოპო­ზი­ცი­ურ სპექტრში. ვნა­ხოთ რო­გო­რია გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი:

  • “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, ნიკა მე­ლია:

“გუ­შინ ჩვე­ნი კო­ა­ლი­ცია არ შეხ­ვდა ალენ ბერ­სეს, რა­საც ჰქონ­და კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი: ვერ მო­ვის­მი­ნეთ კონ­კრე­ტი­კა, თუ რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ვი­ზი­ტი.

დღეს, მის ბრი­ფინგზე ვის­მენთ რე­ა­ლო­ბას მო­წყვე­ტილ, ბი­ძი­ნას­თვის სა­ოც­ნე­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სა­კი­თხებს. (“რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის“ შე­ლა­მა­ზე­ბა და ა.შ).

პრო­ტესტს აქვს მკა­ფიო მო­თხოვ­ნა: ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი“.

  • “პარ­ტია “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი:

“გონ­გო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და სა­ტე­ლიტ ოპო­ზი­ცი­ას ალენ ბერ­სეც შე­უ­ერ­თდა.

რო­გორც ჩანს, ივა­ნიშ­ვი­ლის და­პი­რე­ბუ­ლი ჯილ­დო­ე­ბით თვა­ლებ­გაბრ­წყი­ნე­ბულ ბა­ტონ ბერ­სეს არ აუხ­სნეს, რომ ახლა სხვა დროა, პრო­ცე­სი ქუ­ჩა­ში მი­დის და ხალ­ხის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის გა­რე­შე ვერ­სად დაჯ­დე­ბა, მი­თუ­მე­ტეს, ვერ შე­ა­ლა­მა­ზებს რუ­სულ კა­ნონს. არა უშავს, ხალ­ხი აუხ­სნის.

ხომ ძა­ლი­ან უნ­დო­და “ოც­ნე­ბას“ ენა­ხა. ხოდა, ახლა ნა­ხავს “ოც­ნე­ბაც“ და ბა­ტო­ნი ბერ­სეც რო­გორ იმუ­შა­ვებს ხალ­ხის სა­ზი­ა­ნოდ შიდა საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვა და არა­ლე­გი­ტი­მუ­რებ­თან ხალ­ხის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე და­ლა­გე­ბის მცდე­ლო­ბა.

ასეთ ტი­პებ­თან კეკ­ლუ­ცი არ გა­მო­ვა. ვინც პრო­ტეს­ტის გა­ფუ­ჭე­ბას შე­ეც­დე­ბა, ყვე­ლას უნდა მი­ვუ­ჩი­ნოთ თა­ვი­სი ად­გი­ლი“.

  • “ლე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი:

“მო­თხოვ­ნე­ბი უც­ვლე­ლია: უპი­რო­ბო თა­ვი­სუფ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რებს და ახა­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი. რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც უდი­დე­სი ბო­რო­ტე­ბა და სი­ვე­რა­გეა, ამ ქვე­ყა­ნა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იმი­ტომ გახ­და, რომ ჩვენ სა­ხელ­მწი­ფო მოგვტა­ცეს: ეს ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ აკე­თა რუს­მა ოლი­გარ­ქმა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

პარ­ლა­მენ­ტი მი­ტა­ცე­ბუ­ლია, სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო მი­ტა­ცე­ბუ­ლია, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო მი­ტა­ცე­ბუ­ლია, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბი მი­ტა­ცე­ბუ­ლია, უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი მი­ტა­ცე­ბუ­ლია, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია მი­ტა­ცე­ბუ­ლია, მე­დი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წილი მი­ტა­ცე­ბუ­ლია!

რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის შემ­დეგ კი­დევ იმ­დე­ნი წი­თე­ლი ხაზი გა­და­იკ­ვე­თა - 26 ოქ­ტომ­ბერს, შემ­დეგ 28 ნო­ემ­ბერს, შემ­დეგ ყო­ველ დღე და ღამე 28 ნო­ემ­ბრის მერე, ერთი რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის შეც­ვლა, თუნ­დაც უკან წა­ღე­ბა, ამას ვე­ღარ შეც­ვლის. თო­რემ არ იქ­ნე­ბა ერთი რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი, იქ­ნე­ბა მე­ო­რე - ოფ­შო­რე­ბის, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის რეპ­რე­სი­ის და ა.შ. და ა.შ.

ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მოქ­მე­დე­ბა გა­ა­ჩე­რა, რა­ხა­ნია. ჩვენ ის უნდა აღ­ვად­გი­ნოთ, ქარ­თუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის მოქ­მე­დე­ბის პი­რო­ბებ­ში კი ვე­ღა­რა­ნა­ი­რი რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი ვე­ღარ იარ­სე­ბებს და ავ­ტო­მა­ტუ­რად გაქ­რე­ბა.

არ ვა­პი­რებ თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­ლე­წილ ძვლებ­ზე და გა­დამ­წვარ ნერ­ვებ­ზე გა­და­ვი­ა­რო. არა რუ­სულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას!“

  • “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, ნიკა გვა­რა­მია:

“შარლ მი­შე­ლი 2“ არ იქ­ნე­ბა, ტე­რო­რის­ტებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, არც მო­სა­ლა­პა­რა­კე­ბე­ლია რამე: მხო­ლოდ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი - ნათ­ქვა­მია და აღარ უნდა გა­და­ი­ხე­დოს

ტყვე­ე­ბით ვაჭ­რო­ბა და რა­ღაც რე­ფორ­მებ­ზე ლა­პა­რა­კი არა­ლე­გი­ტი­მურ და ხალ­ხის წა­მე­ბა­ში მხი­ლე­ბულ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მომ­წყობ ბან­დას­თან არ შე­იძ­ლე­ბა.-მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ვი­ზი­ტის არის მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზის გა­დაჭ­რაა და ეს მოხ­დე­ბა თუ და­ვი­ცავთ ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბებს და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას“.

  • “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დე­რი, გი­ორ­გი გა­ხა­რია:

“მე მგო­ნი, ამა­საც ვიცე-პრე­მი­ე­რო­ბას შეჰ­პირ­და ივა­ნიშ­ვი­ლი.“

  • “ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რი, თინა ბო­კუ­ჩა­ვა:

“და­ჯე­ქი, ორი­ა­ნი...“ - მოკ­ლე და კონ­კრე­ტუ­ლი გან­ცხა­დე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბა ალენ ბერ­სეს თინა ბო­კუ­ჩა­ვა.

00:00 / 00:00
ავტორი:

“შარლ მიშელი 2“ არ იქნება...“ - როგორ აფასებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ალენ ბერსეს განცხადებას

“შარლ მიშელი 2“ არ იქნება...“ - როგორ აფასებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ალენ ბერსეს განცხადებას

“მთავრობამ გასცა დაპირება, რომ შეცვლიდა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შინაარსს“, - ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კანონის ცვლილებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება: "შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოსა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ვენეციის კომისია იქნება ჩართული და მოხდება იდენტიფიცირება იმ ცვლილებების, რომელიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში", - განაცხადა ალენ ბერსემ და აღნიშნა ისიც, რომ მისი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო, შეხვედროდა ყველას. ხოლო “საქართველოში არჩევნების ლეგიტიმაციისთვის“ ჩამოვიდა.

“გამომდინარე იქიდან, რაც საქართველოში ხდება, ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნებოდა, აქ რომ არ ვიყო და ხალხის გვერდით რომ არ დავდგე. ჩემი ვიზიტის მთავარი ამოცანა არის ის, რომ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი შეიძლება იყოს გადაჭრილი თუ დავიცავთ ფუნდამენტურ პრინციპებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის,“ - განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა მედიასთან.

აღნიშნულ განცხადებებს უკვე მოჰყვა შეფასებები ოპოზიციურ სპექტრში. ვნახოთ როგორია გამოხმაურებები:

  • “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია:

“გუშინ ჩვენი კოალიცია არ შეხვდა ალენ ბერსეს, რასაც ჰქონდა კონკრეტული მიზეზი: ვერ მოვისმინეთ კონკრეტიკა, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ვიზიტი.

დღეს, მის ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს. (“რუსული კანონის“ შელამაზება და ა.შ).

პროტესტს აქვს მკაფიო მოთხოვნა: ახალი არჩევნები“.

  • “პარტია “გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი:

“გონგო ორგანიზაციებს და სატელიტ ოპოზიციას ალენ ბერსეც შეუერთდა.

როგორც ჩანს, ივანიშვილის დაპირებული ჯილდოებით თვალებგაბრწყინებულ ბატონ ბერსეს არ აუხსნეს, რომ ახლა სხვა დროა, პროცესი ქუჩაში მიდის და ხალხის ლეგიტიმაციის გარეშე ვერსად დაჯდება, მითუმეტეს, ვერ შეალამაზებს რუსულ კანონს. არა უშავს, ხალხი აუხსნის.

ხომ ძალიან უნდოდა “ოცნებას“ ენახა. ხოდა, ახლა ნახავს “ოცნებაც“ და ბატონი ბერსეც როგორ იმუშავებს ხალხის საზიანოდ შიდა საქმეებში ჩარევა და არალეგიტიმურებთან ხალხის ნებართვის გარეშე დალაგების მცდელობა.

ასეთ ტიპებთან კეკლუცი არ გამოვა. ვინც პროტესტის გაფუჭებას შეეცდება, ყველას უნდა მივუჩინოთ თავისი ადგილი“.

  • “ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი:

“მოთხოვნები უცვლელია: უპირობო თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს და ახალი, სამართლიანი არჩევნები. რუსული კანონის მიღება, რომელიც უდიდესი ბოროტება და სივერაგეა, ამ ქვეყანაში შესაძლებელი იმიტომ გახდა, რომ ჩვენ სახელმწიფო მოგვტაცეს: ეს ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთა რუსმა ოლიგარქმა, წლების განმავლობაში.

პარლამენტი მიტაცებულია, საერთო სასამართლო მიტაცებულია, საკონსტიტუციო სასამართლო მიტაცებულია, საგამოძიებო უწყებები მიტაცებულია, უსაფრთხოების სამსახურები მიტაცებულია, საარჩევნო ადმინისტრაცია მიტაცებულია, მედიის მნიშვნელოვანი წილი მიტაცებულია!

რუსული კანონის შემდეგ კიდევ იმდენი წითელი ხაზი გადაიკვეთა - 26 ოქტომბერს, შემდეგ 28 ნოემბერს, შემდეგ ყოველ დღე და ღამე 28 ნოემბრის მერე, ერთი რუსული კანონის შეცვლა, თუნდაც უკან წაღება, ამას ვეღარ შეცვლის. თორემ არ იქნება ერთი რუსული კანონი, იქნება მეორე - ოფშორების, საჯარო მოხელეების რეპრესიის და ა.შ. და ა.შ.

ივანიშვილმა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედება გააჩერა, რახანია. ჩვენ ის უნდა აღვადგინოთ, ქართული კონსტიტუციის მოქმედების პირობებში კი ვეღარანაირი რუსული კანონი ვეღარ იარსებებს და ავტომატურად გაქრება.

არ ვაპირებ თანამოქალაქეების დალეწილ ძვლებზე და გადამწვარ ნერვებზე გადავიარო. არა რუსულ ხელისუფლებას!“

  • “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:

“შარლ მიშელი 2“ არ იქნება, ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება, არც მოსალაპარაკებელია რამე: მხოლოდ ახალი არჩევნები - ნათქვამია და აღარ უნდა გადაიხედოს

ტყვეებით ვაჭრობა და რაღაც რეფორმებზე ლაპარაკი არალეგიტიმურ და ხალხის წამებაში მხილებულ კონსტიტუციური გადატრიალების მომწყობ ბანდასთან არ შეიძლება.-მთავარი ამოცანა ვიზიტის არის მიმდინარე პოლიტიკური კრიზის გადაჭრაა და ეს მოხდება თუ დავიცავთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და კანონის უზენაესობას“.

  • “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია:

“მე მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი.“

  • “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თინა ბოკუჩავა:

“დაჯექი, ორიანი...“ - მოკლე და კონკრეტული განცხადებით ეხმაურება ალენ ბერსეს თინა ბოკუჩავა.