საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავრობამ გასცა დაპირება, რომ შეცვლიდა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შინაარსს" - ევროსაბჭოს გენერალური მდივანი
"მთავრობამ გასცა დაპირება, რომ შეცვლიდა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შინაარსს" - ევროსაბჭოს გენერალური მდივანი

მთავ­რო­ბამ გას­ცა და­პი­რე­ბა, რომ შეც­ვლი­და „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის ში­ნა­არსს, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, ალენ ბერ­სემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, კა­ნო­ნის ცვლი­ლე­ბის­თვის სა­მუ­შაო ჯგუ­ფი შე­იქ­მნე­ბა.

"მთავ­რო­ბამ, გას­ცა და­პი­რე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ შეც­ვლი­და „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის“ ში­ნა­არსს. შე­იქ­მნე­ბა სა­მუ­შაო ჯგუ­ფი სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­პის საბ­ჭოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან, მათ შო­რის ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი და მოხ­დე­ბა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა იმ ცვლი­ლე­ბე­ბის, რო­მე­ლიც უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და ალენ ბერ­სემ.

ბერ­სეს თქმით, მისი ვი­ზი­ტის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პი­რო­ბა იყო, რომ შეხ­ვედ­რო­და ყვე­ლას, რად­გან ნე­ბის­მი­ე­რი ფუნ­ქცი­უ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის ქვა­კუ­თხე­დი არის დი­ა­ლო­გი.

„სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კრი­ტი­კუ­ლი დროა. სა­ქარ­თვე­ლო სავ­სეა პო­ლი­ტი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბით, პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი სა­ჯა­რო დე­ბა­ტით, მა­ღა­ლი დო­ნის ძა­ლა­დო­ბით. მე აქ უპირ­ვე­ლე­სად იმის­თვის ვარ, რომ ჩემი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ვუ­ცხა­დო სა­ქარ­თვე­ლოს და მის მო­სახ­ლე­ო­ბას. ისი­ნი იმ­სა­ხუ­რე­ბენ სტა­ბი­ლურ და დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბას. სა­ქარ­თვე­ლო არის ევ­რო­პის საბ­ჭოს სრუ­ლი და ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი წევ­რი უკვე 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. აქ არ ვარ ჩა­მო­სუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის­თვის - ეს სხვა კომ­პე­ტენ­ტუ­რი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის გა­სა­კე­თე­ბე­ლია, და­ი­წე­რე­ბა დას­კვნე­ბი, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბას ეხე­ბა.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა, ჩემი მხრი­დან უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იქ­ნე­ბო­და, აქ რომ არ ვიყო და ხალ­ხის გვერ­დით რომ არ დავ­დგე. ჩემი ვი­ზი­ტის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა არის ის, რომ მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი მხო­ლოდ შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­დაჭ­რი­ლი თუ და­ვი­ცავთ ფუნ­და­მენ­ტურ პრინ­ცი­პებს დე­მოკ­რა­ტი­ის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო, ვი­საც ამ კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში შევ­ხვდი. გულ­წრფე­ლი, ღია, კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი დის­კუ­სია მქონ­და ყვე­ლას­თან, ვინც დამ­თან­ხმდა და შემ­ხვდა - სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი, მთავ­რო­ბა, ოპო­ზი­ცია. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თბი­ლის­ში. ჩემი ვი­ზი­ტის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პი­რო­ბა იყო რომ შევ­ხვედ­რო­დი ყვე­ლას. დი­ა­ლო­გი არის ქვა­კუ­თხე­დი ნე­ბის­მი­ე­რი ფუნ­ქცი­უ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის“,- გა­ნა­ცხა­და ალენ ბერ­სემ.

ავტორი:

"მთავრობამ გასცა დაპირება, რომ შეცვლიდა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შინაარსს" - ევროსაბჭოს გენერალური მდივანი

"მთავრობამ გასცა დაპირება, რომ შეცვლიდა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შინაარსს" - ევროსაბჭოს გენერალური მდივანი

მთავრობამ გასცა დაპირება, რომ შეცვლიდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შინაარსს, - ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კანონის ცვლილებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

"მთავრობამ, გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლიდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ შინაარსს. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოსა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ვენეციის კომისია იქნება ჩართული და მოხდება იდენტიფიცირება იმ ცვლილებების, რომელიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში", - განაცხადა ალენ ბერსემ.

ბერსეს თქმით, მისი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო, რომ შეხვედროდა ყველას, რადგან ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიის ქვაკუთხედი არის დიალოგი.

„საქართველოსთვის კრიტიკული დროა. საქართველო სავსეა პოლიტიკური დაძაბულობით, პოლარიზებული საჯარო დებატით, მაღალი დონის ძალადობით. მე აქ უპირველესად იმისთვის ვარ, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო საქართველოს და მის მოსახლეობას. ისინი იმსახურებენ სტაბილურ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას. საქართველო არის ევროპის საბჭოს სრული და ძალიან ძვირფასი წევრი უკვე 25 წლის განმავლობაში. აქ არ ვარ ჩამოსული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის - ეს სხვა კომპეტენტური ინსტიტუციების გასაკეთებელია, დაიწერება დასკვნები, რომელიც არჩევნების დაკვირვებას ეხება.

გამომდინარე იქიდან, რაც საქართველოში ხდება, ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნებოდა, აქ რომ არ ვიყო და ხალხის გვერდით რომ არ დავდგე. ჩემი ვიზიტის მთავარი ამოცანა არის ის, რომ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ შეიძლება იყოს გადაჭრილი თუ დავიცავთ ფუნდამენტურ პრინციპებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის. მადლობა მინდა გადავუხადო, ვისაც ამ კვირის განმავლობაში შევხვდი. გულწრფელი, ღია, კონსტრუქციული დისკუსია მქონდა ყველასთან, ვინც დამთანხმდა და შემხვდა - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სახალხო დამცველის აპარატი, მთავრობა, ოპოზიცია. საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები თბილისში. ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო რომ შევხვედროდი ყველას. დიალოგი არის ქვაკუთხედი ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიის“,- განაცხადა ალენ ბერსემ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"