ათონის ქსენოფონტის მონასტრის მონაზონი ეპიფანე, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, გარდაცვლილი იპოვეს.
ათონის პოლიციამ და სახანძრო სამსახურმა ცხედარი მატერიკზე გადაიტანეს. სავარაუდოდ ექსპერტიზა სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის კრიმინოგენურ ლაბორატორიაში ჩატარდება. გამოძიებას ათონის მთის საპორტო ადმინისტრაცია ატარებს.
მონაზვნის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება ქსენოფონტის მონასტრიდან კარიესში 29 ნოემბერს შევიდა. ინფორმაციას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.