პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით შეუტია - კიევის ცენტრი ცეცხლშია: ცნობილია ერთი გარდაცვლილის შესახებ, არიან დაშავებულები (ფოტო/ვიდეო)
რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით შეუტია - კიევის ცენტრი ცეცხლშია: ცნობილია ერთი გარდაცვლილის შესახებ, არიან დაშავებულები (ფოტო/ვიდეო)

რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნას რა­კე­ტე­ბით შე­უ­ტია, აფეთ­ქე­ბე­ბის ხმე­ბი ის­მო­და კი­ევ­ში. ქვე­ყა­ნა­ში მას­შტა­ბუ­რი სა­ჰა­ე­რო გან­გა­ში გა­მო­ცხად­და.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სებ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი გა­უშ­ვეს. ნამ­სხვრე­ვე­ბი კი კი­ევ­ში რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას ჩა­მო­ვარ­და.

  • დე­და­ქა­ლაქ კი­ევ­ში აფეთ­ქე­ბე­ბის ხმე­ბი ის­მო­და. ქა­ლა­ქის ცენ­ტრში გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია შე­ნო­ბე­ბი. აფეთ­ქე­ბის ტალ­ღამ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე მეტ­რის რა­დი­უს­ში მო­ის­რო­ლა.

კი­ე­ვის მერ­მა, ვი­ტა­ლი კლი­ჩკომ გა­ნა­ცხა­და, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვა მოქ­მე­დებ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ რამ­დე­ნი­მე რა­ი­ონ­ში ნამ­სხვრე­ვე­ბის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, შე­ნო­ბე­ბი და­ზი­ან­და და ადა­მი­ა­ნე­ბი და­შავ­დნენ.

ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ცნო­ბი­ლია ერთი გარ­დაც­ვლი­ლის შე­სა­ხებ. ათზე მეტი ადა­მი­ა­ნი მძი­მედ და­შავ­და.

UNIAN-ის კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, რომ ქუჩა მთლი­ა­ნად გა­და­კე­ტი­ლია. ხალ­ხს და­ბომბვის ზო­ნა­ში ჯერ კი­დევ არ უშ­ვე­ბენ. და­ფიქ­სირ­და სა­ო­ფი­სე და რამ­დე­ნი­მე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის და­ზი­ა­ნე­ბა.

კი­ევ­ში 7 სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ობი­ექ­ტი გა­თი­შუ­ლია გაზ­მო­მა­რა­გე­ბა.

ამას­თან, რუ­სეთ­მა რა­კე­ტით და­ბომ­ბა ხერ­სო­ნი. და­ი­ღუ­პა ერთი, და­შავ­და 9 ადა­მი­ა­ნი.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით შეუტია - კიევის ცენტრი ცეცხლშია: ცნობილია ერთი გარდაცვლილის შესახებ, არიან დაშავებულები (ფოტო/ვიდეო)

რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით შეუტია - კიევის ცენტრი ცეცხლშია: ცნობილია ერთი გარდაცვლილის შესახებ, არიან დაშავებულები (ფოტო/ვიდეო)

რუსეთმა უკრაინას რაკეტებით შეუტია, აფეთქებების ხმები ისმოდა კიევში. ქვეყანაში მასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს. ნამსხვრევები კი კიევში რამდენიმე ადგილას ჩამოვარდა.

  • დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა. ქალაქის ცენტრში განადგურებულია შენობები. აფეთქების ტალღამ ავტომობილები რამდენიმე მეტრის რადიუსში მოისროლა.

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა. მოგვიანებით მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე რაიონში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა, შენობები დაზიანდა და ადამიანები დაშავდნენ.

ამ დროის მონაცემებით, ცნობილია ერთი გარდაცვლილის შესახებ. ათზე მეტი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

UNIAN-ის კორესპონდენტი იუწყება, რომ ქუჩა მთლიანად გადაკეტილია. ხალხს დაბომბვის ზონაში ჯერ კიდევ არ უშვებენ. დაფიქსირდა საოფისე და რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის დაზიანება.

კიევში 7 საყოფაცხოვრებო ობიექტი გათიშულია გაზმომარაგება.

ამასთან, რუსეთმა რაკეტით დაბომბა ხერსონი. დაიღუპა ერთი, დაშავდა 9 ადამიანი.