სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსული შურისძიება: ჩაბნელებული აფხაზეთი, უხელფასობა, დახურული სკოლები - რა ვითარებაა ოკუპირებულ რეგიონში
რუსული შურისძიება: ჩაბნელებული აფხაზეთი, უხელფასობა, დახურული სკოლები - რა ვითარებაა ოკუპირებულ რეგიონში

კრემ­ლი ჯერ იმუქ­რე­ბო­და, რომ თუ აფხა­ზე­ბი რუ­სუ­ლი კა­ნო­ნე­ბის მი­ღე­ბა­ზე უარს იტყოდ­ნენ, ურ­ჩო­ბის­თვის და­ის­ჯე­ბოდ­ნენ. იყო გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი დას­ჯაც - 1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან მოს­კოვ­მა შე­ა­ჩე­რა სა­ბი­უ­ჯე­ტო სექ­ტო­რის და­ფი­ნან­სე­ბა და მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მედ­პერ­სო­ნა­ლი, მი­ლი­ცია და მე­ხან­ძრე­ე­ბი რუ­სუ­ლი ფუ­ლის გა­რე­შე დარ­ჩნენ. პენ­სი­ე­ბის გარ­და, შე­ჩერ­და ყვე­ლა სხვა სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა.

19 ნო­ემ­ბერს აფხა­ზებ­მა ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბით გა­და­აგ­დეს ას­ლან ბჟა­ნია, 3 დე­კემ­ბერს კი დე ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტმა რუსი ოლი­გარ­ქე­ბის­თვის შე­ღა­ვა­თი­ა­ნი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცა ხმა და დო­კუ­მენ­ტი გა­იწ­ვი­ეს. ეს აღ­მოჩ­ნდა კრემ­ლის­თვის ბოლო წვე­თიც და ახალ­მა შუ­რის­ძი­ე­ბა­მაც არ და­ა­ყოვ­ნა - სულ რა­ღაც 3 დღე­ში რუ­სე­თის სა­ნი­ტა­რი­ულ­მა სამ­სა­ხურ­მა ფსო­უს სა­ბა­ჟო­ზე უეც­რად„"აღ­მო­ა­ჩი­ნა", რომ აფხა­ზურ მან­და­რინ­ში მავ­ნე­ბე­ლი მწე­რი - კა­ლი­ფორ­ნი­უ­ლი ტრიფ­სი­აა და მან­და­რი­ნის შე­ტა­ნა აკ­რძა­ლა.

გარ­და ამი­სა, 1,8 მი­ლი­არ­დი რუბ­ლის ტრან­ში, რო­მე­ლიც წლის მე­ო­რე ნა­ხევ­რის­თვის უნდა გა­და­რი­ცხუ­ლი­ყო აფხა­ზეთ­ში, დრო­ე­ბით შე­ჩერ­და, სა­ბო­ლო­ოდ კი გა­უქ­მდა. დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ ტრან­შის გა­უქ­მე­ბის გამო სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი სრუ­ლად ამო­ი­წუ­რა და აღარ იცი­ან, და­ვა­ლი­ა­ნე­ბა რო­გორ გა­და­ი­ხა­დონ. მოს­კოვ­მა აფხა­ზე­თის მიერ და­ხარ­ჯუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის კო­მერ­ცი­უ­ლი ფა­სით სრუ­ლად გა­დახ­და მო­ი­თხო­ვა. დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თქმით, და­ვა­ლი­ა­ნე­ბა კო­მერ­ცი­უ­ლი ფა­სით 10 დე­კემ­ბრამ­დე გა­და­ი­ხა­დეს, მეტი ფული კი "რეს­პუბ­ლი­კას" აღარ აქვს. ამი­ტო­მაც რუ­სე­თი­დან ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა შე­ჩერ­და. პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მნა წყალ­მო­მა­რა­გე­ბა­შიც.

მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­შიც. 11 დე­კემ­ბრი­დან აფხა­ზე­თი სრუ­ლად ჩაბ­ნელ­და. შუქი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ 2 სა­ა­თით და 48 წუ­თით ინ­თე­ბა, მხო­ლოდ ღა­მის რე­ჟი­მია უწყვე­ტი - 21 სა­ა­თი­დან დი­ლის 07 სა­ა­თამ­დე. კომ­პა­ნია "ჩერ­ნო­მო­რე­ნერ­გომ", რო­მე­ლიც ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გურს მარ­თავს, გა­ნა­ცხა­და, რომ "ენ­გურ­ჰეს­ში" წყლის დონე კრი­ტი­კუ­ლად და­ბალ ნიშ­ნულ­ზეა და დე­ნის გრა­ფი­კიც უკი­დუ­რე­სად გამ­კაცრ­და. გა­კეთ­და გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ შე­საძ­ლოა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბაც გა­მო­ცხად­დეს.

  • პრობ­ლე­მას ამ­ძაფ­რებს კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მა­ი­ნინ­გის უკა­ნო­ნო ფერ­მე­ბიც. დე ფაქ­ტო ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრთან აქ­ტი­ვის­ტი ქა­ლე­ბის ჯგუ­ფი მი­ვი­და და მა­ი­ნინ­გის სს და­ნა­შა­უ­ლად გა­მო­ცხა­დე­ბა მო­ი­თხო­ვა.

დე ფაქ­ტო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის ვა­ლე­რი ბგან­ბას და­პი­რე­ბით, უკა­ნო­ნო მა­ი­ნინ­გის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად ღა­მით ინ­ტერ­ნე­ტი გა­ი­თი­შე­ბო­და. თუმ­ცა სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო ოპე­რა­ტო­რებ­მა უარი გა­ნა­ცხა­დეს, რად­გან ეს მათ­თვის დიდ ფი­ნან­სურ ზა­რალს გა­მო­იწ­ვევს. ამ­დე­ნად აფხა­ზე­თის სრუ­ლი ჩაბ­ნე­ლე­ბა გრძელ­დე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბა ქუ­ჩებ­სა და ეზო­ებ­ში ან­თებს ცე­ცხლს სა­დი­ლის მო­სამ­ზა­დებ­ლად. ამას­თან, გა­და­წყვი­ტეს შექ­მნან სა­ხალ­ხო რაზ­მე­ბი მა­ი­ნინ­გის ფერ­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად. დე­ნის სრუ­ლად გა­თიშ­ვას მოჰ­ყვა საწ­ვა­ვის კრი­ზი­სიც - შე­იქ­მნა გა­ზის, ნავ­თი­სა და ბენ­ზი­ნის დე­ფი­ცი­ტი, რაც იყი­დე­ბა, ისიც გაძ­ვი­რე­ბუ­ლი ფა­სით. შე­საძ­ლოა მალე პუ­რის ფას­მაც მო­ი­მა­ტოს. ტუ­რო­პე­რა­ტო­რე­ბი და სას­ტუმ­რო­ე­ბი ზამ­თრის ტუ­რიზ­მის სრულ ჩა­ვარ­დნა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ.

რუ­სებს შუ­რის­ძი­ე­ბის ამ გეგ­მა­ში ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბიც არ და­ვი­წყე­ბი­ათ. ბჟა­ნი­ას მომ­ხრე ტე­ლეგ­რა­მარ­ხე­ბის ცნო­ბით, გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ლი­დე­რე­ბის სა­მე­უ­ლი­დან რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა შე­უ­ჩერ­და კან კარ­ჩი­ას, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი "დე­პუ­ტა­ტია" და ახლა ტრი­უმ­ვი­რა­ტის დარ­ჩე­ნი­ლი ორი წევ­რის, ლე­ვან მი­ქა­ა­სა და ად­გურ არ­ძინ­ბას დას­ჯის ჯე­რია...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რუსული შურისძიება: ჩაბნელებული აფხაზეთი, უხელფასობა, დახურული სკოლები - რა ვითარებაა ოკუპირებულ რეგიონში

რუსული შურისძიება: ჩაბნელებული აფხაზეთი, უხელფასობა, დახურული სკოლები - რა ვითარებაა ოკუპირებულ რეგიონში

კრემლი ჯერ იმუქრებოდა, რომ თუ აფხაზები რუსული კანონების მიღებაზე უარს იტყოდნენ, ურჩობისთვის დაისჯებოდნენ. იყო გამაფრთხილებელი დასჯაც - 1-ლი სექტემბრიდან მოსკოვმა შეაჩერა საბიუჯეტო სექტორის დაფინანსება და მასწავლებლები, მედპერსონალი, მილიცია და მეხანძრეები რუსული ფულის გარეშე დარჩნენ. პენსიების გარდა, შეჩერდა ყველა სხვა სოციალური დახმარება.

19 ნოემბერს აფხაზებმა ქუჩის აქციებით გადააგდეს ასლან ბჟანია, 3 დეკემბერს კი დე ფაქტო პარლამენტმა რუსი ოლიგარქებისთვის შეღავათიანი საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგ მისცა ხმა და დოკუმენტი გაიწვიეს. ეს აღმოჩნდა კრემლისთვის ბოლო წვეთიც და ახალმა შურისძიებამაც არ დააყოვნა - სულ რაღაც 3 დღეში რუსეთის სანიტარიულმა სამსახურმა ფსოუს საბაჟოზე უეცრად„"აღმოაჩინა", რომ აფხაზურ მანდარინში მავნებელი მწერი - კალიფორნიული ტრიფსიაა და მანდარინის შეტანა აკრძალა.

გარდა ამისა, 1,8 მილიარდი რუბლის ტრანში, რომელიც წლის მეორე ნახევრისთვის უნდა გადარიცხულიყო აფხაზეთში, დროებით შეჩერდა, საბოლოოდ კი გაუქმდა. დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტრანშის გაუქმების გამო სარეზერვო ფონდი სრულად ამოიწურა და აღარ იციან, დავალიანება როგორ გადაიხადონ. მოსკოვმა აფხაზეთის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის კომერციული ფასით სრულად გადახდა მოითხოვა. დე ფაქტო ხელისუფლების თქმით, დავალიანება კომერციული ფასით 10 დეკემბრამდე გადაიხადეს, მეტი ფული კი "რესპუბლიკას" აღარ აქვს. ამიტომაც რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეჩერდა. პრობლემები შეიქმნა წყალმომარაგებაშიც.

მძიმე მდგომარეობაა საავადმყოფოებშიც. 11 დეკემბრიდან აფხაზეთი სრულად ჩაბნელდა. შუქი დღის განმავლობაში მხოლოდ 2 საათით და 48 წუთით ინთება, მხოლოდ ღამის რეჟიმია უწყვეტი - 21 საათიდან დილის 07 საათამდე. კომპანია "ჩერნომორენერგომ", რომელიც ოკუპირებულ რეგიონში ჰიდროელექტროსადგურს მართავს, განაცხადა, რომ "ენგურჰესში" წყლის დონე კრიტიკულად დაბალ ნიშნულზეა და დენის გრაფიკიც უკიდურესად გამკაცრდა. გაკეთდა განცხადებები, რომ შესაძლოა საგანგებო მდგომარეობაც გამოცხადდეს.

  • პრობლემას ამძაფრებს კრიპტოვალუტის მაინინგის უკანონო ფერმებიც. დე ფაქტო ენერგეტიკის მინისტრთან აქტივისტი ქალების ჯგუფი მივიდა და მაინინგის სს დანაშაულად გამოცხადება მოითხოვა.

დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბგანბას დაპირებით, უკანონო მაინინგის წინააღმდეგ საბრძოლველად ღამით ინტერნეტი გაითიშებოდა. თუმცა სატელეკომუნიკაციო ოპერატორებმა უარი განაცხადეს, რადგან ეს მათთვის დიდ ფინანსურ ზარალს გამოიწვევს. ამდენად აფხაზეთის სრული ჩაბნელება გრძელდება. მოსახლეობა ქუჩებსა და ეზოებში ანთებს ცეცხლს სადილის მოსამზადებლად. ამასთან, გადაწყვიტეს შექმნან სახალხო რაზმები მაინინგის ფერმების წინააღმდეგ საბრძოლველად. დენის სრულად გათიშვას მოჰყვა საწვავის კრიზისიც - შეიქმნა გაზის, ნავთისა და ბენზინის დეფიციტი, რაც იყიდება, ისიც გაძვირებული ფასით. შესაძლოა მალე პურის ფასმაც მოიმატოს. ტუროპერატორები და სასტუმროები ზამთრის ტურიზმის სრულ ჩავარდნაზე ლაპარაკობენ.

რუსებს შურისძიების ამ გეგმაში ოპოზიციის ლიდერებიც არ დავიწყებიათ. ბჟანიას მომხრე ტელეგრამარხების ცნობით, გადატრიალების ლიდერების სამეულიდან რუსეთის მოქალაქეობა შეუჩერდა კან კარჩიას, რომელიც ოპოზიციონერი "დეპუტატია" და ახლა ტრიუმვირატის დარჩენილი ორი წევრის, ლევან მიქაასა და ადგურ არძინბას დასჯის ჯერია...განაგრძეთ კითხვა