მსოფლიო
სამართალი

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსთაველზე მიმდებარე ძალადობრივი მოქმედებების პარალელურად, დაფიქსირდა დანაშაულებრივი ქმედებები, ყაჩაღობა, ქურდობა, ჩასარიცხი აპარატების გატაცება" - შსს
"რუსთაველზე მიმდებარე ძალადობრივი მოქმედებების პარალელურად, დაფიქსირდა დანაშაულებრივი ქმედებები, ყაჩაღობა, ქურდობა, ჩასარიცხი აპარატების გატაცება" - შსს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ებს ვრცე­ლი გან­ცხა­დე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის მხრი­დან, ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მიზ­ნით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე არა­ერ­თი ცრუ ბრალ­დე­ბა ვრცელ­დე­ბა.სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნათ­ლად ხე­დავს, რომ რო­დე­საც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის ფარ­გლებ­ში და ად­გი­ლი არ აქვს ძა­ლა­დობ­რივ ფაქ­ტებს, პო­ლი­ცია უზ­რუნ­ველ­ყოფს ყვე­ლა სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბას, რათა შეკ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს ჰქონ­დეთ პრო­ტეს­ტის თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა.

თუმ­ცა, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნათ­ლად იხი­ლა არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გას­ცდა შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ნორ­მებს და მა­სობ­რი­ვად მი­ი­ღო ძა­ლა­დობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი.აღ­სა­ნიშ­ნა­ვი გა­რე­მო­ე­ბაა, რომ აქ­ცი­ა­ზე მიმ­სვლელ პირ­თა ნა­წი­ლის მი­ზა­ნი, თა­ვი­დან­ვე ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იყო. ამას მოწ­მობს ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ მათ შეკ­რე­ბა­ზე მის­ვლის­თა­ნა­ვე თან ჰქონ­დათ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნივ­თე­ბი - ქვე­ბი, რკი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი, პი­რო­ტექ­ნი­კა და სხვა.

ასე­ვე, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ოფი­სე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლია აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სხვა­დას­ხვა კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნივ­თი, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დას­ხმის­თვის.აქ­ცი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, მას შემ­დეგ, რაც შეკ­რე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვის მა­სობ­რივ ხა­სი­ათს იღებ­და, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, ვი­თა­რე­ბის დე­ეს­კა­ლა­ცი­ის მიზ­ნით, კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბულ, თან­მიმ­დევ­რულ ზო­მებს ატა­რებ­და.

ხაზ­გა­სას­მე­ლია, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე მუდ­მი­ვად ხდე­ბო­და შეკ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წი­ნას­წა­რი გაფრ­თხი­ლე­ბა, რო­გორც ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით, ასე­ვე ად­გილ­ზე, სპე­ცი­ა­ლუ­რი ხმო­ვა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით.სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია და­შა­ვე­ბუ­ლი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის შე­სა­ხებ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნათ­ლად ხე­დავ­და, რომ პო­ლი­ცია ახორ­ცი­ე­ლებ­და მო­ძა­ლა­დე პი­რე­ბის და­კა­ვე­ბას, რომ­ლე­ბიც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­დნენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს.უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, მო­ძა­ლა­დე პი­რე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­დნენ პო­ლი­ცი­ე­ლებს და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში, რა დრო­საც ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვთ მი­ყე­ნე­ბუ­ლი რო­გორც და­კა­ვე­ბუ­ლებს, ისე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებს.გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნოთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 171 თა­ნამ­შრო­მე­ლი და­შავ­და. და­შა­ვე­ბულ­თა ნა­წილ­მა მი­ი­ღო სხვა­დას­ხვა მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა, კერ­ძოდ: 10-მდე პო­ლი­ცი­ელს დას­ჭირ­და რთუ­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა, 40-მდე სა­მარ­თალ­დამ­ცველ­მა აქ­ცი­ის წევ­რე­ბის მიერ ნას­რო­ლი ქვე­ბის მოხ­ვედ­რის შე­დე­გად, სა­ხის, თა­ვი­სა და თვა­ლის არე­ში მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო.

ასე­ვე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 60-მდე თა­ნამ­შრო­მელ­მა პი­რო­ტექ­ნი­კის მოხ­ვედ­რის შე­დე­გად მი­ი­ღო სა­ხის, კი­დუ­რე­ბი­სა და სხე­უ­ლის მრავ­ლო­ბი­თი დამ­წვრო­ბა, ერთ მო­სამ­სა­ხუ­რეს კი, პი­რო­ტექ­ნი­კის მოხ­ვედ­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­უქ­ვე­ით­და სმე­ნა.რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ცი­ელ­თა მხრი­დან სა­ვა­რა­უ­დო ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტებს, რო­გორც არა­ერ­თხელ აღი­ნიშ­ნა, სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში თა­ნამ­შრომ­ლობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას­თან.

  • აქვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ 28 ნო­ემ­ბრი­დან დღემ­დე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მიერ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე ძა­ლა­დობ­რი­ვი მოქ­მე­დე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, და­ფიქ­სირ­და არა­ერ­თი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა. მათ შო­რის, ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმე­ბი, ქურ­დო­ბის 60-მდე ფაქ­ტი, მო­პა­რუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხის ინ­ვენ­ტა­რი, ფუ­ლა­დი თან­ხა, ტან­საც­მე­ლი და სხვა­დას­ხვა ნივ­თი. რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტი­დან და­ფიქ­სირ­და სხვა­დას­ხვა ინ­ვენ­ტა­რის, მათ შო­რის ბან­კო­მა­ტე­ბი­სა და ჩა­სა­რი­ცხი აპა­რა­ტე­ბის ჯერ გა­ტა­ცე­ბის, შემ­დგომ­ში კი მათი ბა­რი­კა­დე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტე­ბი.და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია პი­რა­დი ნივ­თე­ბის ქურ­დო­ბის ათე­უ­ლო­ბით ფაქ­ტი.

დამ­ტვრე­უ­ლი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე სხვა­დას­ხვა შე­ნო­ბე­ბის გარე ფა­სა­დი. კერ­ძო პი­რე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს­თვის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლი ასი ათა­სო­ბით ლარს აღე­მა­ტე­ბა.ბოლო დღე­ებ­ში, სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი ნივ­თე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა­სა და გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

გვსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბოთ, რომ „პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის 26-ე მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 249-ე მუხ­ლის მი­ხედ­ვით, პო­ლი­ცი­ას კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ შემ­თხვე­ვა­ში, უფ­ლე­ბა აქვს, დრო­ე­ბით ჩა­მო­არ­თვას, ან შე­უ­ზღუ­დოს პირს ნივ­თის ფაქ­ტობ­რი­ვი ფლო­ბა.

პი­რა­დი ნივ­თე­ბი, რომ­ლის ჩა­მორ­თმე­ვაც ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ნორ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და, დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტო­რებ­ში მყოფ და­კა­ვე­ბულ პი­რებს, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თა­ნა­ვე და­უბ­რუნ­დათ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­კა­ვე­ბულ პი­რებს უკა­ნო­ნოდ ჩა­მო­არ­თვეს პი­რა­დი ნივ­თე­ბი, არის სიც­რუე და მხო­ლოდ და მხო­ლოდ უწყე­ბის და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"რუსთაველზე მიმდებარე ძალადობრივი მოქმედებების პარალელურად, დაფიქსირდა დანაშაულებრივი ქმედებები, ყაჩაღობა, ქურდობა, ჩასარიცხი აპარატების გატაცება" - შსს

"რუსთაველზე მიმდებარე ძალადობრივი მოქმედებების პარალელურად, დაფიქსირდა დანაშაულებრივი ქმედებები, ყაჩაღობა, ქურდობა, ჩასარიცხი აპარატების გატაცება" - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო პერიოდში სამართალდამცავებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს ვრცელი განცხადებით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრების მხრიდან, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სამართალდამცველების დისკრედიტაციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპროტესტო აქციებზე გატარებული ღონისძიებების თაობაზე არაერთი ცრუ ბრალდება ვრცელდება.საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ როდესაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში და ადგილი არ აქვს ძალადობრივ ფაქტებს, პოლიცია უზრუნველყოფს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა შეკრების მონაწილეებს ჰქონდეთ პროტესტის თავისუფლად გამოხატვის საშუალება.

თუმცა, საზოგადოებამ ნათლად იხილა არაერთი შემთხვევა, როდესაც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მასობრივად მიიღო ძალადობრივი ხასიათი.აღსანიშნავი გარემოებაა, რომ აქციაზე მიმსვლელ პირთა ნაწილის მიზანი, თავიდანვე ძალადობრივი ქმედებების განხორციელება იყო. ამას მოწმობს ის გარემოება, რომ მათ შეკრებაზე მისვლისთანავე თან ჰქონდათ კანონსაწინააღმდეგო ნივთები - ქვები, რკინის კონსტრუქციები, პიროტექნიკა და სხვა.

ასევე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციების ორგანიზატორების ოფისებიდან ამოღებულია აქციის მონაწილეებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთი, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა პოლიციელებზე თავდასხმისთვის.აქციების მიმდინარეობისას, მას შემდეგ, რაც შეკრება მშვიდობიანობის დარღვევის მასობრივ ხასიათს იღებდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვითარების დეესკალაციის მიზნით, კანონით მინიჭებულ, თანმიმდევრულ ზომებს ატარებდა.

ხაზგასასმელია, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე მუდმივად ხდებოდა შეკრების მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება, როგორც ოფიციალური განცხადებებით, ასევე ადგილზე, სპეციალური ხმოვანი საშუალებებით.სხვადასხვა მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია დაშავებული მომიტინგეების შესახებ.

საზოგადოება ნათლად ხედავდა, რომ პოლიცია ახორციელებდა მოძალადე პირების დაკავებას, რომლებიც ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს.უმეტეს შემთხვევაში, მოძალადე პირები წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს დაკავების მომენტში, რა დროსაც ფიზიკური დაზიანებები აქვთ მიყენებული როგორც დაკავებულებს, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 171 თანამშრომელი დაშავდა. დაშავებულთა ნაწილმა მიიღო სხვადასხვა მძიმე დაზიანება, კერძოდ: 10-მდე პოლიციელს დასჭირდა რთული ქირურგიული ჩარევა, 40-მდე სამართალდამცველმა აქციის წევრების მიერ ნასროლი ქვების მოხვედრის შედეგად, სახის, თავისა და თვალის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 60-მდე თანამშრომელმა პიროტექნიკის მოხვედრის შედეგად მიიღო სახის, კიდურებისა და სხეულის მრავლობითი დამწვრობა, ერთ მოსამსახურეს კი, პიროტექნიკის მოხვედრით გამოწვეული დაზიანების შედეგად, მნიშვნელოვნად დაუქვეითდა სმენა.რაც შეეხება პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო ძალის გადამეტების ფაქტებს, როგორც არაერთხელ აღინიშნა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება და შინაგან საქმეთა სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან.

  • აქვე საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 28 ნოემბრიდან დღემდე აქციის მონაწილეების მიერ, რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ძალადობრივი მოქმედებების პარალელურად, დაფიქსირდა არაერთი დანაშაულებრივი ქმედება. მათ შორის, ყაჩაღური თავდასხმები, ქურდობის 60-მდე ფაქტი, მოპარულია სხვადასხვა სახის ინვენტარი, ფულადი თანხა, ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი. რუსთაველის გამზირზე მდებარე სხვადასხვა ობიექტიდან დაფიქსირდა სხვადასხვა ინვენტარის, მათ შორის ბანკომატებისა და ჩასარიცხი აპარატების ჯერ გატაცების, შემდგომში კი მათი ბარიკადებად გამოყენების ფაქტები.დაფიქსირებულია პირადი ნივთების ქურდობის ათეულობით ფაქტი.

დამტვრეული და დაზიანებულია რუსთაველის გამზირზე მდებარე სხვადასხვა შენობების გარე ფასადი. კერძო პირებისა და სახელმწიფოსთვის დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზარალი ასი ათასობით ლარს აღემატება.ბოლო დღეებში, სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულების პირადი ნივთების ჩამორთმევასა და გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებასთან დაკავშირებით.

გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას და საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ „პოლიციის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 249-ე მუხლის მიხედვით, პოლიციას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლება აქვს, დროებით ჩამოართვას, ან შეუზღუდოს პირს ნივთის ფაქტობრივი ფლობა.

პირადი ნივთები, რომლის ჩამორთმევაც ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე მოხდა, დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფ დაკავებულ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გათავისუფლებისთანავე დაუბრუნდათ.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაკავებულ პირებს უკანონოდ ჩამოართვეს პირადი ნივთები, არის სიცრუე და მხოლოდ და მხოლოდ უწყების და სამართალდამცველების დისკრედიტაციას ემსახურება" - ნათქვამია განცხადებაში.