საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაღა დაგიმალოთ და 5 წელია ვიბრძვით ავადმყოფი, უმორალო სექტის მოგერიებისთვის... 5 წელია ცოტნეს ბიოლოგიური დედა მამაპაპისეულ სახლში არ უშვებს" - რას წერს ანა ჯაბაური
"რაღა დაგიმალოთ და 5 წელია ვიბრძვით ავადმყოფი, უმორალო სექტის მოგერიებისთვის... 5 წელია ცოტნეს ბიოლოგიური დედა მამაპაპისეულ სახლში არ უშვებს" - რას წერს ანა ჯაბაური

5 წელი გა­ვი­და, რაც სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟი, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია მძი­მედ დაჭ­რეს. ამ დრომ­დე ის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურსს გა­დის. მის გვერ­დით მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი მისი მე­უღ­ლე ანა ჯა­ბა­უ­რია.

ანა 5 წლის წინ მომ­ხდა­რი მძი­მე დღის შე­სა­ხებ სოცქსელ­ში წერს:

"ზუს­ტად 5 წელი გახ­და ცხოვ­რე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რი ბრძო­ლის გამო, ტან­ჯვა-წა­მე­ბად გვექ­ცა. ბრძო­ლა სი­ცო­ცხლის­თვის, ბრძო­ლა მი­ლი­მეტ­რო­ბით წინსვლის­თვის, ბრძო­ლა გარ­თუ­ლე­ბე­ბის დაძ­ლე­ვი­სა და თა­ვი­დან და­წყე­ბის­თვის, ბრძო­ლა სუ­ლი­ე­რი წო­ნას­წო­რო­ბი­სა და გამ­ძლე­ო­ბის­თვის; რაღა და­გი­მა­ლოთ, და, ბრძო­ლა ღრმად ავად­მყო­ფი, უმო­რა­ლო სექ­ტის მო­გე­რი­ე­ბის­თვის...

5 წე­ლია ოთხმა ლა­ჩარ­მა კა­ცუ­ნამ ცხოვ­რე­ბა და­უს­რუ­ლე­ბელ წვა­ლე­ბად გვიქ­ცია, 5 წე­ლია ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა თუ უცხო­ეთ­ში სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სა თუ აპა­რა­ტუ­რის ძი­ე­ბა-მო­პო­ვე­ბა­დაა ქცე­უ­ლი. 5 წე­ლია ვერ ვდუნ­დე­ბით ვერ­ცერ­თი წუთი, ვერ­ცერ­თი დღე და ვერ­ცერ­თი ღამე… 5 წე­ლია ცოტ­ნეს ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა მა­მა­პა­პი­სე­ულ სახ­ლში არ უშ­ვებს… 5 წლის წინ, ზუს­ტად ამ დროს, მე და კონ­სტან­ტი­ნე სა­სი­ცო­ცხლო ჩვე­ნე­ბით სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში გა­დაყ­ვა­ნილ ცოტ­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ერ­თად ვა­დე­ქით თავ­ზე, და, 5 წლის შემ­დეგ, აი, ახ­ლაც, ერ­თად ვართ ცოტ­ნეს­თან. გი­ორ­გიც მალე ჩა­მო­ვა, რო­გორც მა­შინ, 5 წლის წინ…" - წერს ანა ჯა­ბა­უ­რი,

შე­გახ­სე­ნებთ, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია 2019 წლის, 19 დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. მას თავ­და­პირ­ვე­ლად, ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­დნენ, შემ­დეგ კი სა­ზღვარ­გა­რეთ ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. გამ­სა­ხურ­დი­ას დაჭ­რის ფაქ­ტზე 4 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"რაღა დაგიმალოთ და 5 წელია ვიბრძვით ავადმყოფი, უმორალო სექტის მოგერიებისთვის... 5 წელია ცოტნეს ბიოლოგიური დედა მამაპაპისეულ სახლში არ უშვებს" - რას წერს ანა ჯაბაური

"რაღა დაგიმალოთ და 5 წელია ვიბრძვით ავადმყოფი, უმორალო სექტის მოგერიებისთვის... 5 წელია ცოტნეს ბიოლოგიური დედა მამაპაპისეულ სახლში არ უშვებს" - რას წერს ანა ჯაბაური

5 წელი გავიდა, რაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია მძიმედ დაჭრეს. ამ დრომდე ის რეაბილიტაციის კურსს გადის. მის გვერდით მთელი ეს პერიოდი მისი მეუღლე ანა ჯაბაურია.

ანა 5 წლის წინ მომხდარი მძიმე დღის შესახებ სოცქსელში წერს:

"ზუსტად 5 წელი გახდა ცხოვრება, ყოველდღიური ბრძოლის გამო, ტანჯვა-წამებად გვექცა. ბრძოლა სიცოცხლისთვის, ბრძოლა მილიმეტრობით წინსვლისთვის, ბრძოლა გართულებების დაძლევისა და თავიდან დაწყებისთვის, ბრძოლა სულიერი წონასწორობისა და გამძლეობისთვის; რაღა დაგიმალოთ, და, ბრძოლა ღრმად ავადმყოფი, უმორალო სექტის მოგერიებისთვის...

5 წელია ოთხმა ლაჩარმა კაცუნამ ცხოვრება დაუსრულებელ წვალებად გვიქცია, 5 წელია ჩვენი ცხოვრება საქართველოსა თუ უცხოეთში საუკეთესო სპეციალისტებისა თუ აპარატურის ძიება-მოპოვებადაა ქცეული. 5 წელია ვერ ვდუნდებით ვერცერთი წუთი, ვერცერთი დღე და ვერცერთი ღამე… 5 წელია ცოტნეს ბიოლოგიური დედა მამაპაპისეულ სახლში არ უშვებს… 5 წლის წინ, ზუსტად ამ დროს, მე და კონსტანტინე სასიცოცხლო ჩვენებით საოპერაციოში გადაყვანილ ცოტნეს საავადმყოფოში ერთად ვადექით თავზე, და, 5 წლის შემდეგ, აი, ახლაც, ერთად ვართ ცოტნესთან. გიორგიც მალე ჩამოვა, როგორც მაშინ, 5 წლის წინ…" - წერს ანა ჯაბაური,

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის, 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი საზღვარგარეთ ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.