მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნატოს შვილთან შეხვედრის კადრები რომ ვნახე, მისი ცხოვრება თვალწინ დამიდგა... შვილი არ გაუჩნდათ და გაჩნდა სანდრო..." - ისტორია დედა-შვილზე, რომლის კადრები უამრავმა ადამიანმა ნახა
"ნატოს შვილთან შეხვედრის კადრები რომ ვნახე, მისი ცხოვრება თვალწინ დამიდგა... შვილი არ გაუჩნდათ და გაჩნდა სანდრო..." - ისტორია დედა-შვილზე, რომლის კადრები უამრავმა ადამიანმა ნახა

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის დროს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­კა­ვე­ბუ­ლი 18 წლის სან­დრო ქინ­ქლა­ძე, რო­მელ­საც სა­სა­მარ­თლომ 12-დღი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და, გუ­შინ გა­თა­ვი­სუფ­ლდა. უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა ნახა კად­რე­ბი პირ­და­პირ ეთერ­ში, რო­დე­საც სან­დრო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ კო­მენ­ტარს მე­დი­ას აძ­ლევ­და და მას­თან მო­უ­ლოდ­ნე­ლად დედა მი­ვი­და. დედა-შვი­ლის ემო­ცი­ურ შეხ­ვედ­რას უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს.

  • სან­დრო ქინ­ქლა­ძის დე­დამ ნატო სა­ლა­ყა­ი­ამ შვი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ სოცქსელ­ში და­წე­რა:

"მე სან­დრო ქინ­ქლა­ძის დედა ვარ. ყვე­ლას კო­მენ­ტა­რი წა­ვი­კი­თხე, რო­გორ გყვა­რე­ბი­ათ ჩემი ანარ­ქის­ტი ანა­ნია. მას სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა აღუკ­ვე­თეს. ეს უსა­მარ­თლო­ბაა. უსა­მარ­თლო­ბის­თვის მებ­რძო­ლი მრა­ვა­ლი გმი­რი ახ­სოვს სა­ქარ­თვე­ლოს.

თქვენც შეხ­ვალთ ის­ტო­რი­ა­ში, რო­გორც ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლი თა­ო­ბა. ყვე­ლას უღ­რმე­სი მად­ლო­ბა სან­დროს ქო­მა­გო­ბის­თვის. ჩემი გამ­ხდა­რი ბიჭი რომ მი­ცე­მოს ვინ­მემ, რა ვქნა? ყვე­ლას დაგ­ლო­ცავთ სან­დროს თა­მა­დო­ბით! გე­ცხოვ­როთ გაბრ­წყი­ნე­ბულ სა­ქარ­თვე­ლო­ში!".

ბოლო დღე­ებ­ში სან­დრო ქინ­ქლა­ძი­სა და მისი მშობ­ლე­ბის ის­ტო­რია ბევ­რმა მო­ის­მი­ნა. ამ­ჯე­რად სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს წერს ჟურ­ნა­ლის­ტი დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ია, რომ­ლის დე­ი­დაშ­ვი­ლია სწო­რედ გუ­შინ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი 18 წლის ბიჭი.

"დე­ი­და­ჩემ­ზე უნდა მო­გიყ­ვეთ. მის გარ­და კი­დევ ორი დე­ი­და მყავ­და, ორი­ვე ტრა­გი­კუ­ლი ბე­დით, ერთი ბაგ­რა­მი­ა­ნის ბა­ტა­ლი­ო­ნის ქა­ლებ­მა მოგ­ვიკ­ლეს ომის დროს, მე­ო­რეს შვი­ლი მო­უკ­ლეს და სულ ახ­ლა­ხან კი­ბო­თი გარ­დაგ­ვეც­ვა­ლა - დებ­მა ენ­გუ­რის ხიდ­ზე გა­და­ა­ცი­ლეს, რად­გან შვილ­თან უნ­დო­და და­საფ­ლა­ვე­ბა. ასე გა­მო­ი­ტი­რეს ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნი, რად­გან იცოდ­ნენ, უკვე ვე­რა­სო­დეს ნა­ხავ­დნენ.ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი და - ნატო, რომ ამ­ბო­ბენ, დე­ი­დას დე­დის სუნი ას­დი­სო, ეგ იყო ნატო ჩემ­თვის. არა­სო­დეს და­მი­ძა­ხე­ბია დე­ი­და, ნატო იყო სულ, მისი გაზ­რდი­ლი ვარ. რაც კი ბავ­შვო­ბის ფოტო მაქვს, მისი ზე­ნი­ტი­თაა გა­და­ღე­ბუ­ლი. დე­და­ჩე­მი თუ სწავ­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი, ზო­გა­დად მო­ხუ­ლიგ­ნო იყო, ნატო ზედ­მი­წევ­ნით ბე­ჯი­თი, ხუ­თო­სა­ნი, პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი და ზედ­მე­ტად პა­ტი­ო­სა­ნი. წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ამ­თავ­რა ფი­ლო­ლო­გი­უ­რი, ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო გა­ლის რა­ი­ონ­ში.

ყვე­ლას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა და ოჯა­ხი რომ ჰქონ­და, გა­სა­თხო­ვა­რი ნატო დე­და­ჩე­მის ძირი სახ­ლის მთა­ვა­რი პა­ტა­რა დი­ა­სახ­ლი­სი გახ­და. დის ქორ­წი­ლი, ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნი­ლი ჯერ ჩემი დიდი ბე­ბია, მერე ბე­ბი­ა­ჩე­მი - ყვე­ლა­ფერ­მა მის კი­სერ­ზე გა­და­ი­ა­რა. მერე იყო ომი, დევ­ნი­ლო­ბა, უბე­დუ­რე­ბა... გვი­ან გა­თხოვ­და პავ­ლე­ზე. ქორ­წი­ლის დღეს, ჩვენს გუ­რულ პავ­ლეს, რო­მელ­საც მის რა­ი­ონ­ში პა­ჭუ­კის ეძახ­დნენ, გან­ვუ­ცხა­დე - დღე­ი­დან შენ პაკო ხარ-მეთ­ქი. მას მერე სა­ლა­ყა­ი­ებ­ში პა­კოდ დამ­კვიდ­რდა. პაკო დე­ი­დის ქმა­რი, სიძე ან ბიძა არ ყო­ფი­ლა ჩვენ­თვის, პა­კო­ზე ახ­ლო­ბე­ლი არა­ვინ გვყო­ლია. ჩემი შვი­ლის­თვის მა­მა­ზე ბევ­რად მეტი იყო. თუ ვინ­მე ნამ­დვი­ლი მორ­წმუ­ნე და ღვთის­მო­სა­ვი მი­ნა­ხავს, ეს იყო პაკო.

  • შვი­ლი არ გა­უჩ­ნდათ და გაჩ­ნდა სან­დრო. ლუკ­მას იკ­ლებ­დნენ და სან­დროს ზრდიდ­ნენ. ჩვე­ნი პა­კოც ტრა­გი­კუ­ლად დაგ­ვე­ღუ­პა და ალ­ბათ მე რომ მოვ­კვდე, ჩემს შვილს ასე­თი რე­აქ­ცია არ ექ­ნე­ბა, რაც მა­შინ გა­და­ი­ტა­ნა. სან­დრო სა­ერ­თოდ ძლივს მო­ვაბ­რუ­ნეთ. და­საფ­ლა­ვე­ბის მერე დე­ი­და­ჩემს გა­ნუ­ცხა­და - ვიცი, რომ ნაშ­ვი­ლე­ბი გყა­ვართ და ღმერ­თს მად­ლო­ბა, თქვენ რომ ჩემი მშობ­ლე­ბი ხარ­თო.

სან­დროს რომ უთხრა, აცა­ნა­ში (გუ­რი­ა­შია მა­მა­მი­სის სო­ფე­ლი) ასან­თის კო­ლო­ფი დამ­რჩა, მიდი მო­მი­ტა­ნეო, მე­ო­რე დღეს­ვე გა­გი­ჩენს. მო­მაკ­ვდა­ვი დე­ი­და­ჩე­მი სახ­ლში რომ მყავ­და, სან­დრო იყო მარ­ჯვე­ნა ხელი - აბა ეს წა­მა­ლი, იმ ექიმ­თან წაყ­ვა­ნა... გვაქვს ჩვენ მი­ლი­ო­ნი უთან­ხმო­ე­ბა, მაგ­რამ მის ადა­მი­ა­ნურ თვი­სე­ბებს ვერ გა­დავ­ხა­ზავ. დე­ი­და­ჩე­მის ყო­ვე­ლი ორას­ზე ავარ­დნი­ლი წნე­ვა და ნერ­ვი­უ­ლო­ბაც მსპობს ამას­თან. ხუთი და-ძმი­დან ეგ და დე­და­ჩე­მი დარ­ჩნენ, და­ნარ­ჩე­ნი სამი ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა, უდ­რო­ოდ და უსა­მარ­თლოდ და­ი­ღუ­პა, აღარ მინ­და მეტი. ამა­ღამ ნა­ტოს თა­ვის შვილ­თან შეხ­ვედ­რის კად­რე­ბი რომ ვნა­ხე, მთე­ლი მისი ცხოვ­რე­ბა თვალ­წინ და­მიდ­გა. ბევ­რი რამ და­ი­წე­რა სან­დრო­ზეც და დე­ი­და­ჩე­მიც ლა­მის ყველ­გან გა­მოჩ­ნდა. ამ კუ­თხით მათ­ზე ვერ­სად წა­ი­კი­თხავთ ან მო­ის­მენთ" - წერს დუ­და­ნა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ნატოს შვილთან შეხვედრის კადრები რომ ვნახე, მისი ცხოვრება თვალწინ დამიდგა... შვილი არ გაუჩნდათ და გაჩნდა სანდრო..." - ისტორია დედა-შვილზე, რომლის კადრები უამრავმა ადამიანმა ნახა

"ნატოს შვილთან შეხვედრის კადრები რომ ვნახე, მისი ცხოვრება თვალწინ დამიდგა... შვილი არ გაუჩნდათ და გაჩნდა სანდრო..." - ისტორია დედა-შვილზე, რომლის კადრები უამრავმა ადამიანმა ნახა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 18 წლის სანდრო ქინქლაძე, რომელსაც სასამართლომ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, გუშინ გათავისუფლდა. უამრავმა ადამიანმა ნახა კადრები პირდაპირ ეთერში, როდესაც სანდრო გათავისუფლების შემდეგ კომენტარს მედიას აძლევდა და მასთან მოულოდნელად დედა მივიდა. დედა-შვილის ემოციურ შეხვედრას უამრავი გამოხმაურება აქვს.

  • სანდრო ქინქლაძის დედამ ნატო სალაყაიამ შვილის დაკავების შემდეგ სოცქსელში დაწერა:

"მე სანდრო ქინქლაძის დედა ვარ. ყველას კომენტარი წავიკითხე, როგორ გყვარებიათ ჩემი ანარქისტი ანანია. მას სამშობლოს სიყვარულისთვის თავისუფლება აღუკვეთეს. ეს უსამართლობაა. უსამართლობისთვის მებრძოლი მრავალი გმირი ახსოვს საქართველოს.

თქვენც შეხვალთ ისტორიაში, როგორც ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლი თაობა. ყველას უღრმესი მადლობა სანდროს ქომაგობისთვის. ჩემი გამხდარი ბიჭი რომ მიცემოს ვინმემ, რა ვქნა? ყველას დაგლოცავთ სანდროს თამადობით! გეცხოვროთ გაბრწყინებულ საქართველოში!".

ბოლო დღეებში სანდრო ქინქლაძისა და მისი მშობლების ისტორია ბევრმა მოისმინა. ამჯერად საინტერესო ამბავს წერს ჟურნალისტი დუდანა ზაქარაია, რომლის დეიდაშვილია სწორედ გუშინ გათავისუფლებული 18 წლის ბიჭი.

"დეიდაჩემზე უნდა მოგიყვეთ. მის გარდა კიდევ ორი დეიდა მყავდა, ორივე ტრაგიკული ბედით, ერთი ბაგრამიანის ბატალიონის ქალებმა მოგვიკლეს ომის დროს, მეორეს შვილი მოუკლეს და სულ ახლახან კიბოთი გარდაგვეცვალა - დებმა ენგურის ხიდზე გადააცილეს, რადგან შვილთან უნდოდა დასაფლავება. ასე გამოიტირეს ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანი, რადგან იცოდნენ, უკვე ვერასოდეს ნახავდნენ.ყველაზე უმცროსი და - ნატო, რომ ამბობენ, დეიდას დედის სუნი ასდისო, ეგ იყო ნატო ჩემთვის. არასოდეს დამიძახებია დეიდა, ნატო იყო სულ, მისი გაზრდილი ვარ. რაც კი ბავშვობის ფოტო მაქვს, მისი ზენიტითაა გადაღებული. დედაჩემი თუ სწავლიდან დაწყებული, ზოგადად მოხულიგნო იყო, ნატო ზედმიწევნით ბეჯითი, ხუთოსანი, პუნქტუალური და ზედმეტად პატიოსანი. წითელ დიპლომზე დაამთავრა ფილოლოგიური, ქართულის მასწავლებელი იყო გალის რაიონში.

ყველას თავისი ცხოვრება და ოჯახი რომ ჰქონდა, გასათხოვარი ნატო დედაჩემის ძირი სახლის მთავარი პატარა დიასახლისი გახდა. დის ქორწილი, ლოგინად ჩავარდნილი ჯერ ჩემი დიდი ბებია, მერე ბებიაჩემი - ყველაფერმა მის კისერზე გადაიარა. მერე იყო ომი, დევნილობა, უბედურება... გვიან გათხოვდა პავლეზე. ქორწილის დღეს, ჩვენს გურულ პავლეს, რომელსაც მის რაიონში პაჭუკის ეძახდნენ, განვუცხადე - დღეიდან შენ პაკო ხარ-მეთქი. მას მერე სალაყაიებში პაკოდ დამკვიდრდა. პაკო დეიდის ქმარი, სიძე ან ბიძა არ ყოფილა ჩვენთვის, პაკოზე ახლობელი არავინ გვყოლია. ჩემი შვილისთვის მამაზე ბევრად მეტი იყო. თუ ვინმე ნამდვილი მორწმუნე და ღვთისმოსავი მინახავს, ეს იყო პაკო.

  • შვილი არ გაუჩნდათ და გაჩნდა სანდრო. ლუკმას იკლებდნენ და სანდროს ზრდიდნენ. ჩვენი პაკოც ტრაგიკულად დაგვეღუპა და ალბათ მე რომ მოვკვდე, ჩემს შვილს ასეთი რეაქცია არ ექნება, რაც მაშინ გადაიტანა. სანდრო საერთოდ ძლივს მოვაბრუნეთ. დასაფლავების მერე დეიდაჩემს განუცხადა - ვიცი, რომ ნაშვილები გყავართ და ღმერთს მადლობა, თქვენ რომ ჩემი მშობლები ხართო.

სანდროს რომ უთხრა, აცანაში (გურიაშია მამამისის სოფელი) ასანთის კოლოფი დამრჩა, მიდი მომიტანეო, მეორე დღესვე გაგიჩენს. მომაკვდავი დეიდაჩემი სახლში რომ მყავდა, სანდრო იყო მარჯვენა ხელი - აბა ეს წამალი, იმ ექიმთან წაყვანა... გვაქვს ჩვენ მილიონი უთანხმოება, მაგრამ მის ადამიანურ თვისებებს ვერ გადავხაზავ. დეიდაჩემის ყოველი ორასზე ავარდნილი წნევა და ნერვიულობაც მსპობს ამასთან. ხუთი და-ძმიდან ეგ და დედაჩემი დარჩნენ, დანარჩენი სამი ძალიან ახალგაზრდა, უდროოდ და უსამართლოდ დაიღუპა, აღარ მინდა მეტი. ამაღამ ნატოს თავის შვილთან შეხვედრის კადრები რომ ვნახე, მთელი მისი ცხოვრება თვალწინ დამიდგა. ბევრი რამ დაიწერა სანდროზეც და დეიდაჩემიც ლამის ყველგან გამოჩნდა. ამ კუთხით მათზე ვერსად წაიკითხავთ ან მოისმენთ" - წერს დუდანა.