სამართალი
Faceამბები

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
პოლიტიკა
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველ სამართალდამცავებს, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველ სამართალდამცავებს, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბი შე­მო­ი­ღო. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი­სა და მირ­ზა კე­ზე­ვა­ძის "მაგ­ნიტსკის სა­სან­ქციო პროგ­რა­მის" ფარ­გლებ­ში და­სან­ქცი­რე­ბას აღ­ნიშ­ნავს (რაც ფი­ნან­სურ სან­ქცი­ებს მო­ი­ცავს) და სა­კუ­თარ სან­ქცი­ებ­საც აა­ნონ­სებს.

"სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი და­მა­ტე­ბით ნა­ბი­ჯებს დგამს, რათა სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბი შე­მო­ი­ღოს და­მა­ტე­ბი­თი ქარ­თვე­ლი პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მათ შო­რის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბა­ში იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი, ასე­ვე, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლებ­მაც ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნეს თა­ვი­სი ძა­ლა­უფ­ლე­ბა ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის, მათ შო­რის იძუ­ლე­ბი­სა და და­ში­ნე­ბის გა­რე­შე უფ­ლე­ბის შე­სა­ზღუ­დად.

დღე­ვან­დე­ლი ქმე­დე­ბა ეფუძ­ნე­ბა გა­სულ კვი­რას გა­მო­ცხა­დე­ბულ სა­ვი­ზო ქმე­დე­ბებს, აფარ­თო­ებს სექ­ტემ­ბერ­ში აშშ-ის მიერ ქარ­თვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შე­მო­ღე­ბულ სან­ქცი­ებს და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს დღე­ვან­დელ ქმე­დე­ბებს და რამ­დე­ნი­მე სხვა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის მიერ ბოლო დღე­ებ­ში გა­კე­თე­ბულ ქმე­დე­ბებს ავ­სებს.

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მკაც­რად გმობს სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის მიმ­დი­ნა­რე, სას­ტიკ და გა­უ­მარ­თლე­ბელ ძა­ლა­დო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, მათ შო­რის მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­უ­რი ფი­გუ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

ქარ­თველ ხალ­ხთან ვდგა­ვართ და ერ­თგუ­ლე­ბი ვრჩე­ბით ვე­ძი­ოთ ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მათ­თვის, ვინც თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ობს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­სა და მათი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­მავ­ლის­თვის ძი­რის გა­მო­თხრა­ში", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან
ავტორი:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველ სამართალდამცავებს, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველ სამართალდამცავებს, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველი სამართალდამცავების, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვები შემოიღო. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტი სახაზინო დეპარტამენტის მიერ ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის "მაგნიტსკის სასანქციო პროგრამის" ფარგლებში დასანქცირებას აღნიშნავს (რაც ფინანსურ სანქციებს მოიცავს) და საკუთარ სანქციებსაც აანონსებს.

"სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ნაბიჯებს დგამს, რათა სავიზო შეზღუდვები შემოიღოს დამატებითი ქართველი პირების წინააღმდეგ, მათ შორის სამართალდამცავებისა და უსაფრთხოების ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ვინც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში იყვნენ ჩართული, ასევე, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავისი ძალაუფლება ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის იძულებისა და დაშინების გარეშე უფლების შესაზღუდად.

დღევანდელი ქმედება ეფუძნება გასულ კვირას გამოცხადებულ სავიზო ქმედებებს, აფართოებს სექტემბერში აშშ-ის მიერ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს და გაერთიანებული სამეფოს დღევანდელ ქმედებებს და რამდენიმე სხვა ევროპული ქვეყნის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ ქმედებებს ავსებს.

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს საქართველოს ოფიციალური პირების მიმდინარე, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ.

ქართველ ხალხთან ვდგავართ და ერთგულები ვრჩებით ვეძიოთ ანგარიშვალდებულება მათთვის, ვინც თანამონაწილეობს ადამიანის უფლებების დარღვევასა და მათი დემოკრატიული მომავლისთვის ძირის გამოთხრაში", - ნათქვამია განცხადებაში.