მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაურს და მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაურს და მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი­სა და მირ­ზა კე­ზე­ვა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბი შე­მო­ი­ღო. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

კერ­ძოდ, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი და გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, მირ­ზა კე­ზე­ვა­ძე აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის "სპე­ცი­ა­ლუ­რად გან­სა­ზღვრულ პირ­თა სია"-ში (SDN List) მოხ­ვდნენ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, SDN List-ი "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზე ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მაგ­ნიტსკის გლო­ბა­ლუ­რი აქ­ტის" სა­ფუძ­ველ­ზე შე­იქ­მნა და 2017 წლი­დან მოქ­მე­დებს.

სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ვა­შინგტო­ნის ეს ნა­ბი­ჯი კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი იყო დიდ ბრი­ტა­ნეთ­თან, რო­მელ­მაც დღეს, ასე­ვე, შე­მო­ი­ღო სან­ქცი­ე­ბი შს მი­ნის­ტრის, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი­სა და კი­დევ ოთხი ძა­ლოვ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ.

"სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩევ­ნე­ბის ფონ­ზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს საკ­ვან­ძო ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ სას­ტიკ და ბო­როტ ზე­წო­ლა­ში სა­კუ­თა­რი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ, მათ შო­რის გან­ზრახ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სა­მიზ­ნე­ში ამო­ღე­ბა­სა და ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ერ­თგუ­ლი რჩე­ბა იმის, რომ პა­სუ­ხი აგონ მათ, ვინც ცდი­ლობს თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვა­სა და ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის­თვის ძი­რის გა­მო­თხრას - სა­ქარ­თვე­ლო­ში და მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით," - გა­ნა­ცხა­და აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის მდივ­ნის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის მო­ად­გი­ლემ, ბრედ­ლი სმიტ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაურს და მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაურს და მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის "სპეციალურად განსაზღვრულ პირთა სია"-ში (SDN List) მოხვდნენ. როგორც ცნობილია, SDN List-ი "ადამიანის უფლებებზე ანგარიშვალდებულების მაგნიტსკის გლობალური აქტის" საფუძველზე შეიქმნა და 2017 წლიდან მოქმედებს.

სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონის ეს ნაბიჯი კოორდინირებული იყო დიდ ბრიტანეთთან, რომელმაც დღეს, ასევე, შემოიღო სანქციები შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურისა და კიდევ ოთხი ძალოვნის წინააღმდეგ.

"საქართველოს არჩევნების ფონზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საკვანძო ოფიციალური პირები ჩართული იყვნენ სასტიკ და ბოროტ ზეწოლაში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მათ შორის განზრახ ჟურნალისტების სამიზნეში ამოღებასა და ძალადობის გამოყენებაში. შეერთებული შტატები ერთგული რჩება იმის, რომ პასუხი აგონ მათ, ვინც ცდილობს თავისი მოქალაქეების უფლებების შეზღუდვასა და ფუნდამენტური უფლებებისთვის ძირის გამოთხრას - საქართველოში და მსოფლიოს მასშტაბით," - განაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ, ბრედლი სმიტმა.

იხილეთ ასევე: