ავტორი:

დავით გოგიჩაიშვილი გურულების მარშს შეუერთდა - "ძალადობაზე ხალხი ასე ვრეაგირებთ..."

დავით გოგიჩაიშვილი გურულების მარშს შეუერთდა - "ძალადობაზე ხალხი ასე ვრეაგირებთ..."

დედაქალაქში, "გურულების მარში“ მიმდინარეობს. მსვლელობა ევროპის მოედნიდან დაიწყო და დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლეს.

ყოფილი ტელეწამყვანი და კრეატორი დავით გოგიჩაიშვილი გურულების მარშს შეუერთდა. მისი თქმით, ევროპისკენ სწრაფვამ საქართველო გააერთიანა.

გოგიჩაიშვილი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ ძნელია იმ ძალადობამ, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აქციის მონაწილეების მიმართ ახორციელებს, ვინმეზე რეაგირება არ მოახდინოს და ხალხი ქუჩაში არ გამოიყვანოს პროტესტის გამოსახატავად.

"მიუხედავად იმისა, რომ გურულების მარშს შემოვუერთდი, სხვა მარშებიც არსებობს. ეს არის ის, რაც ყველას გვაერთიანებს. თიბისი და საქართველოს ბანკი თუ ერთ კონტექსტში გამოჩნდებოდნენ, რა ვიცი, ეს არის მისასალმებელი, ამასწინათ ვნახე "ბარსას" და "რეალის" ერთობლივი მარში. ეს არის დადასტურება, რომ ევროპისკენ სწრაფვა ყველას გვაერთიანებს.

ძალადობაზე ხალხი ასე ვრეაგირებთ, ინსტინქტები გვაქვს. როცა ძალადობას ვხედავთ, არ შეგვიძლია ამის გაძლება და შესაბამისად ამასაც ვაპროტესტებთ. ეს მშვიდობიანი ფორმაა გამოხატვის და ერთად რაღაცის გამოხატვის. ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ", - განაცხადა დავით გოგიჩაიშვილმა.

იხილეთ ასევე: