ავტორი:

"მე, როგორც რიგითმა დაშავებულმა, მოვუყევი ჩემი ამბავო..." - რაზე ისაუბრა დავით გოგილაშვილმა ევროპის საბჭოს დელეგაციასთან?

"მე, როგორც რიგითმა დაშავებულმა, მოვუყევი ჩემი ამბავო..." - რაზე ისაუბრა დავით გოგილაშვილმა ევროპის საბჭოს დელეგაციასთან?

ვითხოვეთ, რომ ყველანაირი ბერკეტი გამოიყენონ, რაც მათ ხელთაა, იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ქართველმა ხალხმა ჩვენი არჩევანი, ჩვენი ხმა და ყველა უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანი გათავისუფლდნენ , - ამის შესახებ აქციების დროს დაზარალებულმა მოქალაქემ, დავით გოგილაშვილმა ევროპის საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დავით გოგილაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი იყო თუ რა ვითარებაა საქართველოში, რა შედეგი გვინდა, რომ დადგეს, რა არის ამისთვის საჭირო.

"მე, როგორც რიგითმა დაშავებულმა, მოვუყევი ჩემი ამბავი, რა მოხდა და ზოგადად რა ხდება საქართველოში, რა მძიმე ვითარება გვაქვს. სწორედ ამასთან დაკავშირებით იყო შეხვედრა, რა არის გამოსავალი, რა გვჭირდება ქართველ ხალხს, მიუხედავად იმისა, რომ ერთიანები ვართ და არ გვეშინია არაფრის. რა შედეგიც გვინდა, რომ დაიდოს, რა არის საჭირო ამისთვის და რას ვითხოვთ - სწორედ ამაზე იყო საუბარი და ვთხოვეთ, რომ ყველანაირი ბერკეტი გამოიყენონ, რაც მათ ხელთაა, იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ქართველმა ხალხმა ჩვენი არჩევანი, ჩვენი ხმა და ყველა უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანი გათავისუფლდეს“, - განაცხადა დავით გოგილაშვილმა.