ავტორი:

თბილისში "გურულების მარში“ მიმდინარეობს - "ამდენი გურული თბილისში რომ ჩამოვა, კარგად არ არის საქმე"

თბილისში "გურულების მარში“ მიმდინარეობს - "ამდენი გურული თბილისში რომ ჩამოვა, კარგად არ არის საქმე"
  • გიორგი ჟამერაშვილის ფოტოები

დედაქალაქში, "გურულების მარში“ მიმდინარეობს. მსვლელობა ევროპის მოედნიდან დაიწყო და დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლეს.

როგორც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა ლადო აფხაზავამ აღნიშნა, "ამდენი გურული თბილისში რომ ჩამოვა, კარგად არ არის საქმე“.

"ამიტომ, დღეს ბევრი გურული შეიკრიბა. კარგად არ აქვს საქართველოს საქმე, მაგრამ არც ბიძინა ივანიშვილს აქვს საქმე კარგად. მოუწევს მას ამდენი პროფესიის ადამიანს გაუსწოროს თვალი, ყველა კუთხე გამოვა. ჩვენ არ დავიღლებით. გვინდა, საქართველო თავისუფალი იყოს“, - აღნიშნა ლადო აფხაზავამ.

ინფორმაციისთვის, მომდევნო დღეების განმავლობაში, თბილისში, საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები გამართავენ მსვლელობას. ისინი მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც "ქართულ ოცნებას“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა არ სურს. მოქალაქეები ახალი არჩევნების დაწესებას და აქციის მიმდინარეობისას დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

იხილეთ ასევე: