საფრანგეთის სასამართლომ 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 72 წლის დომინიკ პელიკოტს - მამაკაცი წლების განმავალობაში დამამშვიდებელი პრეპარატებით აძინებდა საკუთარ ცოლს და უცნობ პირებს ინტერნეტით სთავაზობდა მის გაუპატიურებას, რასაც კამერით იღებდა. მან დანაშაული აღიარა, თუმცა როგორც მისი ადვოკატი ამბობს, შეიძლება განაჩენი გაასაჩივროს.
სასამართლომ პელიკოტი ყველა პუნქტში დამნაშავედ ცნო. მასთან ერთად დამნაშავედ ცნეს 51 სხვა პირი. სასამართლო პროცესზე მყოფი მამაკაცების უმეტესობამ უარყო, რომ ის, რაც მათ გააკეთეს, გაუპატიურება იყო. მათი თქმით, არ იცოდნენ, რომ ჟიზელ პელიკოტი უგონო მდგომარეობაში იყო და, შესაბამისად, თავს სექსუალურ მოძალადეებად არ მიიჩნევდნენ.
დომინიკ პელიკოტი 50 წელიწადის განმავლობაში იყო დაქორწინებული ჟიზელზე. პოლიციამ ქალის გაუპატიურების სცენების ამსახველი ვიდეოები შემთხვევით აღმოაჩინა მას მერე, რაც დომინიკ პელიკოტი სუპერმარკეტში ქალებისთვის ფოტოების მალულად გადაღების გამო დააკავეს. გამოძიებამ მას ჩამოართვა მობილური ტელეფონი და კომპიუტერი, რომელშიც ჟიზელის გაუპატიურების ამსახველი ათასობით ვიდეო ნახეს.