პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ყველაზე დაბალ წერტილზეა ვიდრე ოდესმე ყოფილა..." -  ევროკავშირის ელჩი საქართველოში
"ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ყველაზე დაბალ წერტილზეა ვიდრე ოდესმე ყოფილა..." -  ევროკავშირის ელჩი საქართველოში

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია და ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ყვე­ლა­ზე და­ბალ წერ­ტილ­ზეა ვიდ­რე ოდეს­მე ყო­ფი­ლა - არ მინ­და ამ ნე­გა­ტი­უ­რი გან­წყო­ბით დას­რუ­ლე­ბა და მინ­და გა­მოვ­თქვა იმე­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­ულ ტრა­ექ­ტო­რი­ას და­უბ­რუნ­დე­ბა და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბა გა­ნახ­ლდე­ბა, - ასე ამ მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სი­ტყვით მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა პა­ველ ჰერ­ჩინ­სკიმ შეხ­ვედ­რა­ზე მი­სულ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს.

ელჩმა სა­უბ­რი­სას იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ და­შა­ვე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მალე გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბი­ან და მსგავ­სი ამაზ­რზე­ნი თავ­დას­ხმე­ბი აღარ გან­მე­ორ­დე­ბა.

“ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ ამ რთულ დროს თქვენ­თან შეხ­ვედ­რის­თვის. ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ყვე­ლა­ნი გავ­ხდით მომსწრე­ნი ძა­ლა­დობ­რი­ვი, ამაზ­რზე­ნი თავ­დას­ხმე­ბის თქვე­ნი და თქვე­ნი კო­ლე­გე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. გულ­წრფე­ლად ვი­მე­დოვ­ნებ, რომ და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი, თქვე­ნი კო­ლე­გე­ბი, სწრა­ფად გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბი­ან და ასე­თი ამაზ­რზე­ნი თავ­დას­ხმე­ბი აღარ გან­მე­ორ­დე­ბა. ვინც ეს სა­ში­ნე­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად უნდა და­ი­სა­ჯოს.

ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ხელ­მი­საწ­ვდო­მი და მე­პა­სუ­ხა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ყვე­ლა კი­თხვა­ზე, მაგ­რამ დღეს აქ ვარ, რომ გა­მოვ­ხა­ტო სო­ლი­და­რო­ბა იმ შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი მო­პყრო­ბის გამო, რო­მელ­საც თქვენს, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მე­ნე­ჯე­რე­ბის მი­მართ ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის 1 წლის­თავ­ზე (2023 წლის 14 დე­კემ­ბერს) მე­დი­ის მი­მართ ასე­თი სას­ტი­კი მო­პყრო­ბის თვითმხილ­ვე­ლე­ბი ვიქ­ნე­ბო­დით.

მად­ლო­ბე­ლი ვარ ეთი­კის ქარ­ტი­ის ამ შეხ­ვედ­რის მას­პინ­ძლო­ბის­თვის. რო­დე­საც ევ­რო­კავ­შირ­მა (ევ­რო­პის საბ­ჭოს­თან ერ­თად) 2009 წელს ეთი­კის ქარ­ტია და­ა­არ­სა, მისი მი­ზა­ნი იყო ქარ­თულ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის, ხა­რის­ხის, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და ეთი­კის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია. ქარ­ტი­ის პრინ­ცი­პებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ჩვენ და­ვა­არ­სეთ ევ­რო­კავ­ში­რის პრი­ზი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში (13 წლის წინ) სტან­დარ­ტე­ბის შემ­დგო­მი წა­ხა­ლი­სე­ბი­სა და მე­დი­ის ხა­რის­ხი­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ხელ­შე­წყო­ბის­თვის.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვჯე­რო­და, რომ მე­დი­ის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბა სტან­დარ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა იყო. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ვხე­დავთ, რომ ასე­თი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი ძი­რე­უ­ლად შე­იც­ვა­ლა. ამ­ჟა­მად პრი­ო­რი­ტე­ტია ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ფი­ზი­კუ­რი დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა ცე­მის­გან, ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი აგ­რე­სი­ის­გან, და­ში­ნე­ბის­გან, დევ­ნის­გან, არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბი­სა­გან და წა­მე­ბის­გა­ნაც კი - ეს არის სა­გან­გა­შო სი­ტყვა, რო­მე­ლიც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბებ­ში არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. არ შე­იძ­ლე­ბა, რომ ეს გულ­თან ახ­ლოს არ მი­ვი­ტა­ნოთ.

ევ­რო­კავ­ში­რი არა­ერთ მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექტს აფი­ნან­სებს და ბევ­რი თქვენ­გა­ნი შე­იძ­ლე­ბა მათი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რიც იყოს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან მე­დი­ი­სად­მი მო­პყრო­ბის გამო, ზო­გი­ერთ პრო­ექტს მო­უ­წია თა­ვი­ან­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ადაპ­ტი­რე­ბა ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დაც­ვის თე­მა­ზე ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. ამ მი­უ­ტე­ვე­ბე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, მი­ვე­სალ­მე­ბი იმ მე­დე­გო­ბას და გამ­ბე­და­ო­ბას, რო­მე­ლიც თქვენ, რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა და ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გა­მო­ი­ჩი­ნეთ. თქვე­ნი შრო­მა არის ის ძალა, რო­მე­ლიც სა­თა­ნა­დოდ უნდა და­ფას­დეს. რო­გორც უცხო­ე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი, დი­დად ვა­ფა­სებთ და ვეყ­რდნო­ბით თქვენს მუ­შა­ო­ბას, რო­მე­ლიც რთულ მოვ­ლე­ნებ­ში გარ­კვე­ვა­ში გვეხ­მა­რე­ბა. თქვენ ასე­ვე აჟ­ღე­რებთ თი­თო­ე­ულ ჩვენ ხმას, რო­დე­საც ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ჭი­როა.

ყვე­ლა გან­ცხა­დე­ბა­ში და ყვე­ლა დო­ნე­ზე, ევ­რო­კავ­ში­რი მუდ­მი­ვად გმობს ქმე­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც მიზ­ნად ისა­ხავს მე­დი­ის გა­ჩუ­მე­ბას და მის პრო­ფე­სი­ულ მო­ვა­ლე­ო­ბებ­ში ხე­ლის შეშ­ლას. გა­გე­ბუ­ლი გექ­ნე­ბათ ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლის / ევ­რო­კო­მი­სი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის კაია კა­ლა­სის გუ­შინ­წინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა, რომ „დე­მოკ­რა­ტი­ე­ბი არ თრგუ­ნა­ვენ ოპო­ზი­ცი­ის ხმებს და მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბას არ ზღუ­და­ვენ “. სწო­რედ ამი­ტომ, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ის ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რა ჩვენს პრი­ო­რი­ტე­ტად დარ­ჩე­ბა. ასე­ვე ნა­ხეთ, რომ ევ­რო­კავ­ში­რი შე­ა­ჩე­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ და­ფი­ნან­სე­ბას. მაგ­რამ ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ და კი­დევ გავზრდით მხარ­და­ჭე­რას სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ის მი­მართ.

გა­სუ­ლი წლის „ევ­რო­კავ­ში­რის პრი­ზი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში“ და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მივ­მარ­თე მე­დი­ას თხოვ­ნით, ჰქო­ნო­და მეტი და უკე­თე­სი კო­მუ­ნი­კა­ცია გა­ფარ­თო­ე­ბის პრო­ცეს­ზე და თუ რას ნიშ­ნავ­და ის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია და ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ყვე­ლა­ზე და­ბალ წერ­ტილ­ზეა ვიდ­რე ოდეს­მე ყო­ფი­ლა, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი­სა და მთავ­რო­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი რიგი არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გამო. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გა­აგ­რძე­ლოთ თქვე­ნი საქ­მის კე­თე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა.

არ მინ­და ამ ნე­გა­ტი­უ­რი გან­წყო­ბით დას­რუ­ლე­ბა და მინ­და გა­მოვ­თქვა იმე­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­ულ ტრა­ექ­ტო­რი­ას და­უბ­რუნ­დე­ბა და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბა გა­ნახ­ლდე­ბა.

ვიცი, რომ თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი ამ ტრა­ექ­ტო­რი­ის ერ­თგუ­ლია; თქვენ ეს და­ამ­ტკი­ცეთ თქვე­ნი თავ­გან­წირ­ვი­თა და ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი პრო­ფე­სი­ი­სად­მი თავ­და­დე­ბით. მად­ლო­ბა ყვე­ლას ამის­თვის”, - მი­მარ­თა პა­ველ ჰერ­ჩინ­სკიმ ჟურ­ნა­ლის­ტებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ყველაზე დაბალ წერტილზეა ვიდრე ოდესმე ყოფილა..." -  ევროკავშირის ელჩი საქართველოში

"ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ყველაზე დაბალ წერტილზეა ვიდრე ოდესმე ყოფილა..." -  ევროკავშირის ელჩი საქართველოში

დღეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრება შეჩერებულია და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ყველაზე დაბალ წერტილზეა ვიდრე ოდესმე ყოფილა - არ მინდა ამ ნეგატიური განწყობით დასრულება და მინდა გამოვთქვა იმედი, რომ საქართველო დემოკრატიულ ტრაექტორიას დაუბრუნდება და ევროკავშირში გაწევრება განახლდება, - ასე ამ მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ შეხვედრაზე მისულ მედიის წარმომადგენლებს.

ელჩმა საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ დაშავებული ჟურნალისტები მალე გამოჯანმრთელდებიან და მსგავსი ამაზრზენი თავდასხმები აღარ განმეორდება.

“ძალიან მადლობელი ვარ ამ რთულ დროს თქვენთან შეხვედრისთვის. ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ ყველანი გავხდით მომსწრენი ძალადობრივი, ამაზრზენი თავდასხმების თქვენი და თქვენი კოლეგების წინააღმდეგ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ დაშავებულები, თქვენი კოლეგები, სწრაფად გამოჯანმრთელდებიან და ასეთი ამაზრზენი თავდასხმები აღარ განმეორდება. ვინც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაისაჯოს.

ყოველთვის ვცდილობდი, ვყოფილიყავი ხელმისაწვდომი და მეპასუხა ჟურნალისტების ყველა კითხვაზე, მაგრამ დღეს აქ ვარ, რომ გამოვხატო სოლიდარობა იმ შემაძრწუნებელი მოპყრობის გამო, რომელსაც თქვენს, როგორც ჟურნალისტებისა და მედია საშუალებების მენეჯერების მიმართ ბოლო კვირების განმავლობაში ხორციელდებოდა.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების 1 წლისთავზე (2023 წლის 14 დეკემბერს) მედიის მიმართ ასეთი სასტიკი მოპყრობის თვითმხილველები ვიქნებოდით.

მადლობელი ვარ ეთიკის ქარტიის ამ შეხვედრის მასპინძლობისთვის. როდესაც ევროკავშირმა (ევროპის საბჭოსთან ერთად) 2009 წელს ეთიკის ქარტია დააარსა, მისი მიზანი იყო ქართულ ჟურნალისტიკაში ევროპული სტანდარტების, ხარისხის, პროფესიონალიზმისა და ეთიკის პოპულარიზაცია. ქარტიის პრინციპებზე დაყრდნობით, ჩვენ დავაარსეთ ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში (13 წლის წინ) სტანდარტების შემდგომი წახალისებისა და მედიის ხარისხისა და პროფესიონალიზმის ხელშეწყობისთვის.

წლების განმავლობაში გვჯეროდა, რომ მედიისთვის პრიორიტეტული საჭიროება სტანდარტების განვითარება იყო. სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, რომ ასეთი პრიორიტეტები ძირეულად შეიცვალა. ამჟამად პრიორიტეტია ჟურნალისტების ფიზიკური დაცვის აუცილებლობა ცემისგან, ფიზიკური და სიტყვიერი აგრესიისგან, დაშინებისგან, დევნისგან, არასათანადო მოპყრობისაგან და წამებისგანაც კი - ეს არის საგანგაშო სიტყვა, რომელიც სახალხო დამცველის განცხადებებში არის გამოყენებული. არ შეიძლება, რომ ეს გულთან ახლოს არ მივიტანოთ.

ევროკავშირი არაერთ მედიის განვითარების პროექტს აფინანსებს და ბევრი თქვენგანი შეიძლება მათი ბენეფიციარიც იყოს. ხელისუფლების მხრიდან მედიისადმი მოპყრობის გამო, ზოგიერთ პროექტს მოუწია თავიანთი აქტივობების ადაპტირება ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაცვის თემაზე ტრენინგების ჩასატარებლად. ამ მიუტევებელი მოვლენების ფონზე, მივესალმები იმ მედეგობას და გამბედაობას, რომელიც თქვენ, როგორც მოქალაქეებმა და ჟურნალისტებმა გამოიჩინეთ. თქვენი შრომა არის ის ძალა, რომელიც სათანადოდ უნდა დაფასდეს. როგორც უცხოელი დიპლომატები, დიდად ვაფასებთ და ვეყრდნობით თქვენს მუშაობას, რომელიც რთულ მოვლენებში გარკვევაში გვეხმარება. თქვენ ასევე აჟღერებთ თითოეულ ჩვენ ხმას, როდესაც ეს ყველაზე მეტად საჭიროა.

ყველა განცხადებაში და ყველა დონეზე, ევროკავშირი მუდმივად გმობს ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მედიის გაჩუმებას და მის პროფესიულ მოვალეობებში ხელის შეშლას. გაგებული გექნებათ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის გუშინწინდელი განცხადება, რომ „დემოკრატიები არ თრგუნავენ ოპოზიციის ხმებს და მედიის თავისუფლებას არ ზღუდავენ “. სწორედ ამიტომ, განვითარებული მოვლენების მიუხედავად, საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ურყევი მხარდაჭერა ჩვენს პრიორიტეტად დარჩება. ასევე ნახეთ, რომ ევროკავშირი შეაჩერებს საქართველოს ხელისუფლებისთვის განკუთვნილ დაფინანსებას. მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ და კიდევ გავზრდით მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ.

გასული წლის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ დაჯილდოების ცერემონიაზე მივმართე მედიას თხოვნით, ჰქონოდა მეტი და უკეთესი კომუნიკაცია გაფართოების პროცესზე და თუ რას ნიშნავდა ის საქართველოსთვის. დღეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრება შეჩერებულია და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ყველაზე დაბალ წერტილზეა ვიდრე ოდესმე ყოფილა, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიერ მიღებული რიგი არადემოკრატიული გადაწყვეტილებების გამო. მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ თქვენი საქმის კეთება და საზოგადოების ინფორმირება.

არ მინდა ამ ნეგატიური განწყობით დასრულება და მინდა გამოვთქვა იმედი, რომ საქართველო დემოკრატიულ ტრაექტორიას დაუბრუნდება და ევროკავშირში გაწევრება განახლდება.

ვიცი, რომ თითოეული თქვენგანი ამ ტრაექტორიის ერთგულია; თქვენ ეს დაამტკიცეთ თქვენი თავგანწირვითა და ჟურნალისტური პროფესიისადმი თავდადებით. მადლობა ყველას ამისთვის”, - მიმართა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს.