ავტორი:

რა იცვლება სესხის აღებისას - რეგულაცია, რომელიც 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება

რა იცვლება სესხის აღებისას - რეგულაცია, რომელიც 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება

სესხის აღებისას, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ცვლილებები ამოქმედდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების მიხედვით, მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 500 000 ლარამდე სესხის აღებას მხოლოდ ლარში შეძლებენ.

უფრო კონკრეტულად, დოკუმენტში ვკითხულობთ:

  • „სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 500 000 ლარამდე სესხი/საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ლარით გაცემულ სესხად/საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი/საბანკო კრედიტი“.

თუმცა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება, თუ:

ა) სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის შედეგად თითოეული მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე გამსესხებლის მიმართ 500 000 ლარს აღემატება. ჯამური ვალდებულებების დათვლისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ან/და თავდებობით ნაკისრი ვალდებულებები;

ბ) სესხი/საბანკო კრედიტი გაიცემა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე;

გ) სესხი/საბანკო კრედიტი სრულად არის უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში;..განაგრძეთ კითხვა