მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას?" - რა უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ჟურნალისტის კითხვას
"აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას?" - რა უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ჟურნალისტის კითხვას

მე არ დავ­ტო­ვებ სა­ქარ­თვე­ლოს, სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი არ არ­სე­ბობს. მე იქ ვარ და მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ არ ვი­ხი­ლო წი­ნა­და­დე­ბე­ბი, გავ­ხდე ტი­ხა­ნოვ­სკა­ია ან ვე­ნე­სუ­ე­ლის პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც აღი­ა­რეს, რო­გორც კი ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სტრას­ბურ­გში ვი­ზი­ტის დროს TVPWorld-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც უპა­სუ­ხა შე­კი­თხვას, აპი­რებს თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას.

"მე არ დავ­ტო­ვებ სა­ქარ­თვე­ლოს, სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი არ არ­სე­ბობს. მე იქ ვარ და მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ არ ვი­ხი­ლო წი­ნა­და­დე­ბე­ბი, გავ­ხდე ტი­ხა­ნოვ­სკა­ია ან ვე­ნე­სუ­ე­ლის პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც აღი­ა­რეს რო­გორც კი ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა და ახლა, რო­გორც გა­ვი­გე, სა­ხა­რო­ვის პრე­მი­აც გა­დას­ცეს. არ მინ­და, როცა ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­დე­ბა. რა სარ­გებ­ლო­ბა მო­აქვს ასეთ მხარ­და­ჭე­რას. მე მჭირ­დე­ბა მხარ­და­ჭე­რა ახლა ჩემს ქვე­ყა­ნა­ში, ჩემს მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ერ­თად,“ - აღ­ნიშ­ნა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

  • ამას­თან, მისი თქმით, ევ­რო­კავ­შირ­მა „არა­ლე­გი­ტი­მუ­რი პარ­ლა­მენ­ტის“ მიერ არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი არ უნდა აღი­ა­როს.

"ის, რაც ევ­რო­კავ­შირს შე­უძ­ლია გა­ა­კე­თოს, არის, რომ მი­ნი­მუმ არ აღი­ა­როს პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც აირ­ჩია არა­ლე­გი­ტი­მურ­მა პარ­ლა­მენ­ტმა მო­პა­რუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ“, - აღ­ნიშ­ნა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­კავ­შირს ადეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და.

"თით­ქმის ყვე­ლა პარტნი­ო­რის­გან, ერთი-ორის გარ­და, ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ მო­რა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა, პო­ლი­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა. მათ შო­რის ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბი­დან, პო­ლო­ნე­თი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის­გან. ასე რომ, ამ მხრივ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ევ­რო­კავ­ში­რი­დან რე­ა­გი­რე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი იყო“, - აღ­ნიშ­ნა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ის, რაც ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა, დე­მოკ­რა­ტი­ულ უკუს­ვლა­ზე უა­რე­სია.

"თქვენ ახ­სე­ნეთ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უკუს­ვლა, ეს არ არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უკუს­ვლა, ეს ამა­ზე ბევ­რად მე­ტია. ეს არის რუ­სუ­ლი მო­დე­ლის და­წე­სე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი და უძ­ლი­ე­რე­სი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­დე­ლი იყო. ეს ნიშ­ნავს, რომ რუ­სე­თი ახალ ნი­ა­დაგს სინ­ჯავს, რო­მე­ლიც არ არის სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცია, რა­მაც მათ არ მის­ცა ის შე­დე­გე­ბი, რა­საც ელოდ­ნენ იქ­ნე­ბა ეს უკ­რა­ი­ნა­ში თუ სი­რი­ა­ში. ისი­ნი რა­ღაც ახალს ცდი­ან, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს არ­ჩევ­ნე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას, რაც მათ თა­ვი­ან­თი მა­რი­ო­ნე­ტე­ბის კონ­სო­ლი­და­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, რათა ამ გზით მი­ი­ტა­ცონ ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დე­მოკ­რა­ტი­ის­კენ, ევ­რო­პის­კენ ის­წრაფ­ვი­ან. ეს არის ის, რა­მაც ევ­რო­პა უნდა შე­აშ­ფო­თოს, რად­გან ეს არის სა­არ­ჩევ­ნო ომის ინ­სტრუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ი­ყე­ნეს და გა­მოს­ცა­დეს, არა­მედ ამის შემ­დეგ ვი­ხი­ლეთ რუ­მი­ნეთ­შიც“, - აღ­ნიშ­ნა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას?" - რა უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ჟურნალისტის კითხვას

"აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას?" - რა უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ჟურნალისტის კითხვას

მე არ დავტოვებ საქართველოს, საქართველოს დატოვებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. მე იქ ვარ და მინდა აღვნიშნო, რომ არ ვიხილო წინადადებები, გავხდე ტიხანოვსკაია ან ვენესუელის პრეზიდენტი, რომელიც აღიარეს, როგორც კი ქვეყანა დატოვა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ვიზიტის დროს TVPWorld-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას.

"მე არ დავტოვებ საქართველოს, საქართველოს დატოვებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. მე იქ ვარ და მინდა აღვნიშნო, რომ არ ვიხილო წინადადებები, გავხდე ტიხანოვსკაია ან ვენესუელის პრეზიდენტი, რომელიც აღიარეს როგორც კი ქვეყანა დატოვა და ახლა, როგორც გავიგე, სახაროვის პრემიაც გადასცეს. არ მინდა, როცა ყველაფერი დასრულდება. რა სარგებლობა მოაქვს ასეთ მხარდაჭერას. მე მჭირდება მხარდაჭერა ახლა ჩემს ქვეყანაში, ჩემს მოსახლეობასთან ერთად,“ - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

  • ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირმა „არალეგიტიმური პარლამენტის“ მიერ არჩეული პრეზიდენტი არ უნდა აღიაროს.

"ის, რაც ევროკავშირს შეუძლია გააკეთოს, არის, რომ მინიმუმ არ აღიაროს პრეზიდენტი, რომელიც აირჩია არალეგიტიმურმა პარლამენტმა მოპარული არჩევნების შემდეგ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა.

"თითქმის ყველა პარტნიორისგან, ერთი-ორის გარდა, ჩვენ მოვისმინეთ მორალური მხარდაჭერა, პოლიტიკური მხარდაჭერა. მათ შორის ბალტიის ქვეყნებიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთის პრეზიდენტისგან. ასე რომ, ამ მხრივ შემიძლია გითხრათ, რომ ევროკავშირიდან რეაგირება ადეკვატური იყო“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, დემოკრატიულ უკუსვლაზე უარესია.

"თქვენ ახსენეთ დემოკრატიული უკუსვლა, ეს არ არის დემოკრატიული უკუსვლა, ეს ამაზე ბევრად მეტია. ეს არის რუსული მოდელის დაწესება საქართველოში, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი უძველესი და უძლიერესი დემოკრატიული მოდელი იყო. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ახალ ნიადაგს სინჯავს, რომელიც არ არის სამხედრო ინტერვენცია, რამაც მათ არ მისცა ის შედეგები, რასაც ელოდნენ იქნება ეს უკრაინაში თუ სირიაში. ისინი რაღაც ახალს ცდიან, რაც ითვალისწინებს არჩევნების ინსტრუმენტად გამოყენებას, რაც მათ თავიანთი მარიონეტების კონსოლიდაციის საშუალებას აძლევს, რათა ამ გზით მიიტაცონ ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიისკენ, ევროპისკენ ისწრაფვიან. ეს არის ის, რამაც ევროპა უნდა შეაშფოთოს, რადგან ეს არის საარჩევნო ომის ინსტრუმენტი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში გამოიყენეს და გამოსცადეს, არამედ ამის შემდეგ ვიხილეთ რუმინეთშიც“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.