ავტორი:

"6 თვე შესრულდა... ეს ჩვენი უკანასკნელი ერთობლივი ფოტოა, გიოს წასვლამდე 4 დღით ადრე გადაღებული" - რას წერს დაღუპული პროფესორის მეუღლე

"6 თვე შესრულდა... ეს ჩვენი უკანასკნელი ერთობლივი ფოტოა, გიოს წასვლამდე 4 დღით ადრე გადაღებული" - რას წერს დაღუპული პროფესორის მეუღლე

პროფესორ გიორგი გახელაძის მეუღლე ირმა მალაციძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

  • “დღეს 6 თვე შესრულდა გიოს უცნაური წასვლიდან. ნახევარი წელი!

არ ვიცი, როგორ გავძელი ამდენი ხანი მის გარეშე, მაგრამ ერთი ხრიკი გამოვიგონე - უბრალოდ, ამოვაგდე თავიდან, რომ ეს ყველაფერი რეალურად მოხდა. ჩემმა ტვინმა თავდაცვის ისეთი უნარი გამოავლინა, რომ მე თვითონ მიკვირს. ასე უფრო იოლი გახდა რეალობასთან შეგუება.

გარემოს შეცვლა და შვილებთან გადასვლაც დამეხმარა და ცხოვრებას ვაგრძელებ, ვიბრძვი, ვმუშაობ და თქვენ წარმოიდგინეთ, ვსწავლობ კიდეც. იოლი არაა, ამ ასაკში ნულიდან რაიმეს დაწყება, პროფესიის შეძენა, მით უფრო, ფიქრის და დასწავლის უნარიც რომ უკვე რთულია, ყველაფრის გათვალისწინებით, მაგრამ იმაზე კერკეტი ვყოფილვარ, ვიდრე მეგონა. თანაც პირობა მივეცი, რომ ჩვენს შვილებს გზაზე დავაყენებ და შესასრულებელი მაქვს!

ეს ჩვენი უკანასკნელი ერთობლივი ფოტოა. გიოს წასვლამდე 4 დღით ადრე გადაღებული. იმ დღეს ისეთი ბედნიერი მეგონა თავი... ძალიან მენატრება“, - წერს ირმა მალაციძე.

  • შეგახსენებთ, გიორგი გახელაძეს მიმდინარე წლის ივნისი თვეში, რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. განგაში მაშინ მისმა მეუღლემ ატეხა. მისი თქმით, პროფესორი 19 ივნისს უნივერსიტეტში აპირებდა წასვლას, მანქანით გაჩერებამდე ჩაიყვანა, იქ დატოვა და მას შემდეგ არაფერი გაუგია.რამდენიმე დღის შემდეგ მამაკაცის ცხედარი კუს ტბის ასახვევთან იპოვეს.

ილიაუნისა და საპატრიარქოს უნივერსიტეტის პროფესორის სამძებრო საქმიანობაში სამართალდამცველებიც იყვნენ ჩართული.

იხილეთ ასევე: