Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში "ღორის გრიპის" ვირუსი ჭარბობს, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი - "ბევრი ბავშვი ფილტვების ანთებით წევს"
საქართველოში "ღორის გრიპის" ვირუსი ჭარბობს, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი - "ბევრი ბავშვი ფილტვების ანთებით წევს"

ბოლო ორ კვი­რა­ში გრი­პის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­ორ­მაგ­და - ჭარ­ბობს კარ­გად ცნო­ბი­ლი "ღო­რის გრი­პი". ძა­ლი­ან ბევ­რი ბავ­შვი წევს იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც გაზ­რდი­ლია,- ამის შე­სა­ხებ იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, ივა­ნე ჩხა­ი­ძემ მე­დი­ა­ცენ­ტრ "მთა­ვარ­ში" გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც ივა­ნე ჩხა­ი­ძემ გან­მარ­ტა, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 25%-ს შე­ად­გენს.

"44-ე კვი­რი­დან ფიქ­სირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბი, თუმ­ცა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ბოლო 3 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს მო­ნა­ცე­მე­ბი აღ­მა­ვალ მრუდ­ზეა. მო­ლო­დი­ნი გვაქვს, რომ ეს მა­ტე­ბა შემ­დეგ კვი­რებ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა. ასე­ვე, გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ იან­ვა­რი იქ­ნე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი, პი­კის მო­ლო­დი­ნი დე­კემ­ბერ-იან­ვრის პე­რი­ოდ­ში გვაქვს. ეს სტა­ტის­ტი­კა ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ანა­ლიზს.

ბოლო 2 კვი­რა­ში, 49-ე კვი­რას, გრი­პის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 12% იყო, 50-ე კვი­რას, დე­კემ­ბერ­ში 2-ჯერ მეტი გვაქვს. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 25% არის. დო­მი­ნან­ტუ­რია ახლა ქვე­ყა­ნა­ში გრი­პი.

თუ წინა კვი­რებ­ში ძი­რი­თა­დად „ა“ ტი­პის ვირუ­სი გვქონ­და, ახლა გა­მოჩ­ნდა „ბე“ ტი­პის ვირუ­სი. 25%-დან 2% არის „ბე“ ტი­პის. ყვე­ლა­ზე მეტი მა­ინც არის H1N1, კარ­გად ცნო­ბი­ლი "ღი­პის გრი­პი". ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა H1N1 ვირუ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ბოლო 2 კვი­რა­ში გრი­პის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გა­ორ­მაგ­და, ალ­ბათ გარ­კვე­ულ როლს ამინ­დის ცვლი­ლე­ბაც თა­მა­შობს. გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ 51-ე კვი­რა უფრო აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა.

ჩვენს კლი­ნი­კა­ში, ახლა ყვე­ლა­ზე ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი წევს რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სით. მათი აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა გრი­პის ვირუ­სია. შემ­თხვე­ვა­თა 30-40%-ში ვი­თარ­დე­ბა ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი ბავ­შვი წევს იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით, ბევრ ბავ­შვთან დაგ­ვჭირ­და ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა. ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც გაზ­რდი­ლია გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის ხარ­ჯზე“,- აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

საქართველოში "ღორის გრიპის" ვირუსი ჭარბობს, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი - "ბევრი ბავშვი ფილტვების ანთებით წევს"

საქართველოში "ღორის გრიპის" ვირუსი ჭარბობს, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი - "ბევრი ბავშვი ფილტვების ანთებით წევს"

ბოლო ორ კვირაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი გაორმაგდა - ჭარბობს კარგად ცნობილი "ღორის გრიპი". ძალიან ბევრი ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც გაზრდილია,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ "მთავარში" განაცხადა.

  • როგორც ივანე ჩხაიძემ განმარტა, დღეს საქართველოში, დადასტურებული გრიპის შემთხვევების რაოდენობა 25%-ს შეადგენს.

"44-ე კვირიდან ფიქსირდება საქართველოში გრიპის შემთხვევები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 3 კვირის განმავლობაში ეს მონაცემები აღმავალ მრუდზეა. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს მატება შემდეგ კვირებშიც გაგრძელდება. ასევე, გვაქვს მოლოდინი, რომ იანვარი იქნება გამორჩეული, პიკის მოლოდინი დეკემბერ-იანვრის პერიოდში გვაქვს. ეს სტატისტიკა ექვემდებარება ანალიზს.

ბოლო 2 კვირაში, 49-ე კვირას, გრიპის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი 12% იყო, 50-ე კვირას, დეკემბერში 2-ჯერ მეტი გვაქვს. დღეს საქართველოში, გრიპის შემთხვევების რაოდენობა 25% არის. დომინანტურია ახლა ქვეყანაში გრიპი.

თუ წინა კვირებში ძირითადად „ა“ ტიპის ვირუსი გვქონდა, ახლა გამოჩნდა „ბე“ ტიპის ვირუსი. 25%-დან 2% არის „ბე“ ტიპის. ყველაზე მეტი მაინც არის H1N1, კარგად ცნობილი "ღიპის გრიპი". ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება H1N1 ვირუსიდან გამომდინარე. ბოლო 2 კვირაში გრიპის მაჩვენებლები გაორმაგდა, ალბათ გარკვეულ როლს ამინდის ცვლილებაც თამაშობს. გვაქვს მოლოდინი, რომ 51-ე კვირა უფრო აქტიური იქნება.

ჩვენს კლინიკაში, ახლა ყველაზე ბევრი პაციენტი წევს რესპირაციული ვირუსით. მათი აბსოლუტური უმრავლესობა გრიპის ვირუსია. შემთხვევათა 30-40%-ში ვითარდება ფილტვების ანთება. ძალიან ბევრი ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით, ბევრ ბავშვთან დაგვჭირდა ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც გაზრდილია გრიპის შემთხვევების მატების ხარჯზე“,- აღნიშნა ჩხაიძემ.