საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში წამების კომიტეტი ჩამოვა..." - გიორგი ვაშაძე
"ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში წამების კომიტეტი ჩამოვა..." - გიორგი ვაშაძე

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მე­ბის კო­მი­ტე­ტი ჩა­მო­ვა, რო­მე­ლიც და­მა­ტე­ბით შე­ის­წავ­ლის იმ ბრუ­ტა­ლუ­რი წა­მე­ბის ფაქ­ტებს, რო­მე­ლიც „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ჩა­ი­დი­ნა - ევ­რო­საბ­ჭოს დე­ლე­გა­ცი­ას­თან შეხ­ვედ­რა­ზე წა­მე­ბის კო­მი­ტეტ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც იყო სა­უ­ბა­რი, - ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ ევ­რო­საბ­ჭოს დე­ლე­გა­ცი­ას­თან გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

  • მი­სი­ვე თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე დე­ლე­გა­ცი­ის მხრი­და­ნაც გაჟ­ღერ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, იან­ვარ­ში შე­იძ­ლე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ვი­ზი­ტი გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

გარ­და ამი­სა, ვა­შა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ევ­რო­პის საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ალენ ბერ­სე სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სრუ­ლად არის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამ ვი­ზიტს სი­ყალ­ბის­თვის იყე­ნებს.

"პირ­ვე­ლი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - მკა­ფიო გან­ცხა­დე­ბა იყო მისი {ალენ ბერ­სეს] მხრი­დან, რომ არა­ნა­ი­რი ლე­გი­ტი­მა­ცი­ის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ის აქ არ არის და ვე­რა­ნა­ი­რად ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს ვე­რა­ნა­ი­რი თვით­მარ­ქვია რე­ჟი­მის ლე­გი­ტი­მა­ცი­ას. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დი­ის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ. მე­ო­რე - არ აპი­რებს შეხ­ვდეს ყა­ვე­ლაშ­ვილს. მე­სა­მე - რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რომ მისი ამ ვი­ზი­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა ხდე­ბა სი­ყალ­ბის­თვის თვით­მარ­ქვია რე­ჟი­მის მხრი­დან. მე­ო­თხე - აუ­ცი­ლებ­ლად, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­მო­ვა წა­მე­ბის კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც და­მა­ტე­ბით შე­ის­წავ­ლის იმ ბრუ­ტა­ლუ­რი წა­მე­ბის ფაქ­ტებს, რო­მე­ლიც ჩა­ი­დი­ნა „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“. მე­ხუ­თე - კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მე­ე­ბი­თაც იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბა, მათ შო­რის, ჩემ­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტზე. მათი აზ­რი­თაც, ეს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით კვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა რო­გორც მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა.

ამ საქ­მე­ზე იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი იმი­ტომ, რომ ეს არის თა­ვის­თა­ვად ახა­ლი რან­გის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა რე­ჟი­მის მხრი­დან. და­ინ­ტე­რეს­დნენ, ეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, არის თუ არა და­კა­ვე­ბუ­ლი. მე ვუ­თხა­რი, რომ არა­თუ და­კა­ვე­ბუ­ლი, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლი­თაც მოხ­და თავ­დას­ხმა, კვლავ ჩემ­თან არის, იმი­ტომ, რომ არა­ნა­ი­რი გა­მო­ძი­ე­ბა ამა­ზე არ მიმ­დი­ნა­რე­ობს და მთხო­ვეს, რომ მეტი დე­ტა­ლი იყოს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­დაგ­ზავ­ნი­ლი. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, რომ სრუ­ლად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, რაც სა­ქარ­თვე­ლო­შია და ვფიქ­რობ, მო­მა­ვალ წელს, ძა­ლი­ან ბევ­რი კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა მათი მხრი­და­ნაც იმ ყვე­ლა ინ­სტი­ტუ­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­შია.

წა­მე­ბის კო­მი­ტეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო სა­უ­ბა­რი. იცით, რომ ჩვენ წე­რი­ლო­ბი­თაც მივ­მარ­თეთ. ჩვენ ვთქვით, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მო­მა­ვა­ლი წლის და­სა­წყის­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ. მათ მხრი­და­ნაც იყო ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, იან­ვარ­ში შე­იძ­ლე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ვი­ზი­ტი იყოს,“ - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ავტორი:

"ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში წამების კომიტეტი ჩამოვა..." - გიორგი ვაშაძე

"ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში წამების კომიტეტი ჩამოვა..." - გიორგი ვაშაძე

ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში წამების კომიტეტი ჩამოვა, რომელიც დამატებით შეისწავლის იმ ბრუტალური წამების ფაქტებს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა - ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრაზე წამების კომიტეტთან დაკავშირებითაც იყო საუბარი, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროსაბჭოს დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

  • მისივე თქმით, შეხვედრაზე დელეგაციის მხრიდანაც გაჟღერდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, იანვარში შეიძლება დამატებითი ვიზიტი განხორციელდეს.

გარდა ამისა, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოში მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით სრულად არის ინფორმირებული და ძალიან კარგად იცის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ვიზიტს სიყალბისთვის იყენებს.

"პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი - მკაფიო განცხადება იყო მისი {ალენ ბერსეს] მხრიდან, რომ არანაირი ლეგიტიმაციის საკითხთან დაკავშირებით ის აქ არ არის და ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს ვერანაირი თვითმარქვია რეჟიმის ლეგიტიმაციას. ეს განსაკუთრებით პროპაგანდისტული მედიის საყურადღებოდ. მეორე - არ აპირებს შეხვდეს ყაველაშვილს. მესამე - რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან კარგად იცის, რომ მისი ამ ვიზიტის გამოყენება ხდება სიყალბისთვის თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან. მეოთხე - აუცილებლად, ჩვენი ინფორმაციით, ჩამოვა წამების კომიტეტი, რომელიც დამატებით შეისწავლის იმ ბრუტალური წამების ფაქტებს, რომელიც ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“. მეხუთე - კონკრეტული საქმეებითაც იყო დაინტერესება, მათ შორის, ჩემზე თავდასხმის ფაქტზე. მათი აზრითაც, ეს სისხლის სამართლის კოდექსით კვალიფიცირდება როგორც მკვლელობის მცდელობა.

ამ საქმეზე იყო განსაკუთრებული ინტერესი იმიტომ, რომ ეს არის თავისთავად ახალი რანგის დანაშაულებრივი ქმედება რეჟიმის მხრიდან. დაინტერესდნენ, ეს ადამიანი, რომელიც იდენტიფიცირებულია, არის თუ არა დაკავებული. მე ვუთხარი, რომ არათუ დაკავებული, მტკიცებულებები, რომლითაც მოხდა თავდასხმა, კვლავ ჩემთან არის, იმიტომ, რომ არანაირი გამოძიება ამაზე არ მიმდინარეობს და მთხოვეს, რომ მეტი დეტალი იყოს ამასთან დაკავშირებით გადაგზავნილი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სრულად ინფორმირებულია ყველა სიტუაციაზე, რაც საქართველოშია და ვფიქრობ, მომავალ წელს, ძალიან ბევრი კონკრეტული ნაბიჯი იქნება მათი მხრიდანაც იმ ყველა ინსტიტუციის გამოყენებით, რომელიც საქართველოშია.

წამების კომიტეტთან დაკავშირებით იყო საუბარი. იცით, რომ ჩვენ წერილობითაც მივმართეთ. ჩვენ ვთქვით, რომ მნიშვნელოვანია, მომავალი წლის დასაწყისში ჩამოვიდნენ. მათ მხრიდანაც იყო ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, იანვარში შეიძლება დამატებითი ვიზიტი იყოს,“ - განაცხადა ვაშაძემ.