ავტორი:

“რუსეთის გავლენით საქართველოს დაკარგვა ევროპისთვის სტრატეგიული დარტყმა იქნება - იმოქმედეთ ახლა!“ - სალომე ზურაბიშვილი

“რუსეთის გავლენით საქართველოს დაკარგვა ევროპისთვის სტრატეგიული დარტყმა იქნება - იმოქმედეთ ახლა!“ - სალომე ზურაბიშვილი

“ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ მიზანს არ მიაღწევენ!“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“დამიბრუნეთ ჩემი ხმა, დამიბრუნეთ ჩემი ევროპული მომავალი - 21 დღეა ქართველები მოპარულ არჩევნებსა და რუსული სტილის რეპრესიებს მშვიდობიანად აპროტესტებენ. მათი მოთხოვნა ნათელია: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის შესანარჩუნებლად. ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ მიზანს არ მიაღწევენ!“ - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

  • მისი თქმით, ახლა ევროპამ გამოწვევას უნდა უპასუხოს.

“მაშინ, როცა რუსეთი საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მიზნით ტაქტიკას ცვლის, ევროპა კრიტიკული გამოცდის წინაშე დგას. საქართველოს მხარდაჭერა მხოლოდ დახმარებას არ წარმოადგენს, ეს ევროპული ღირებულებებისა და სტაბილურობის დაცვაა. ევროპამ ამ გამოწვევას უნდა უპასუხოს. ევროპამ უნდა იმოქმედოს, როგორც გეოპოლიტიკურმა ძალამ. როგორც საქართველოს უდიდეს დონორს, უდიდეს ბაზარს, უდიდესი დიასპორის სახლს, ევროპას მოქმედების ძალა და პასუხისმგებლობა აქვს. თუ მას 3,7 მილიონ ადამიანზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია, მაშინ როგორ გაუწევს კონკურენციას 21-ე საუკუნის გიგანტებს?“ - აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილი ევროპას მოქმედებისკენ მოუწოდებს.

“გზავნილი სტრასბურგიდან: საქართველო კავკასიაში ევროპის დასაყრდენია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის და აზიასთან დაკავშირებისთვის. რუსეთის გავლენით საქართველოს დაკარგვა, არა ომით, არამედ საარჩევნო და კონსტიტუციური მანიპულაციებით, ევროპისთვის სტრატეგიული დარტყმა იქნება. იმოქმედეთ ახლა!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.

იხილეთ ასევე: