საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავს დამესხა ვაზისუბანში მცხოვრები დავით ედიშერაშვილი, ჯერ ზურგში დამარტყა სახრახნისი, შემდეგ თავში და ყელის არეში" - გიორგი ვაშაძე
"თავს დამესხა ვაზისუბანში მცხოვრები დავით ედიშერაშვილი, ჯერ ზურგში დამარტყა სახრახნისი, შემდეგ თავში და ყელის არეში" - გიორგი ვაშაძე

ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ წი­ნა­აღ­მდე­გაა ჩა­დე­ნი­ლი, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით ფას­დე­ბა, რო­გორც მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა - შსს-დან რე­ა­გი­რე­ბა არ მომ­ხდა­რა, რაც ცალ­სა­ხად მი­უ­თი­თებს, რომ ამ ყვე­ლაფ­რის დამ­კვე­თი არის ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი და პერ­სო­ნა­ლუ­რად ხელს ვა­დებ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, - ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ გუ­შინ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • ვა­შა­ძის თქმით, მის მიერ თავ­დამ­სხმე­ლი უკვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია.

„გუ­შინ, 22:20 სა­ათ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი რუს­თა­ველ­ზე, მშვი­დო­ბი­ან დე­მონ­სტრან­ტებ­თან ერ­თად, რა დრო­საც ჩემ­ზე მოხ­და ფი­ზი­კუ­რი თავ­დას­ხმა პი­როვ­ნე­ბის მიერ, რო­მელ­საც ხელ­ში ჰქონ­და ბას­რი სახ­რახ­ნი­სი. ის ფი­ზი­კუ­რად და­მეს­ხა ზურ­გი­დან. ჯერ ზურ­გში და­მარ­ტყა ეს სახ­რახ­ნი­სი, შემ­დეგ თავ­ში და ყე­ლის არე­ში გან­ხორ­ცი­ელ­და დარ­ტყმა ამ ნივ­თით, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იქნა ჩვენ მიერ ამო­ღე­ბუ­ლი. მო­მი­ტინ­გე­ე­ბის დახ­მა­რე­ბით ამ ადა­მი­ა­ნის მო­გე­რი­ე­ბა მოხ­და.

ად­გილ­ზე ასე­ვე, ამო­ღე­ბუ­ლია მისი [თავ­დამ­სხმე­ლის] გა­სა­ღე­ბი, რო­მელ­ზეც არის ლიფ­ტის ჩი­პიც, რომ­ლი­თაც პი­რა­დად იდენ­ტი­ფი­ცირ­დე­ბა ეს პი­როვ­ნე­ბა. ეს არის და­ვით ედი­შე­რაშ­ვი­ლი, 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, მცხოვ­რე­ბი ვა­ზი­სუ­ბან­ში. ის რომ­ლის ვი­დეო მა­სა­ლა­ში­ცაა ასა­ხუ­ლი. ქმე­დე­ბა რო­მე­ლიც ჩემს წი­ნა­აღ­მდე­გაა ჩა­დე­ნი­ლი, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით ფას­დე­ბა რო­გორც მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა, რად­გან არა­ერ­თგზის სცა­და სახ­რახ­ნი­სის დარ­ტყმა ისე, რომ მძი­მე ზი­ა­ნი მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა, მათ შო­რის ყე­ლის არე­ში. ამის შემ­დეგ ეს ადა­მი­ა­ნი გა­იქ­ცა. მო­მი­ტინ­გე­ე­ბის მხრი­დან 112-ზე მყი­სი­ე­რად შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა. საათ ნა­ხე­ვა­რი ვე­ლო­დით, რომ მო­სუ­ლი­ყო ვინ­მე, რის შემ­დე­გაც და­მი­კავ­შირ­და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, რო­მელ­მაც მი­თხრა, რომ 10 წუთ­ში მო­ვი­დო­და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე.

ამის შემ­დეგ და­ახ­ლო­ე­ბით 10 წუთ­ში, იგი­ვე პი­როვ­ნე­ბა და­მი­კავ­შირ­და სხვა პი­როვ­ნე­ბას­თან ერ­თად, რო­მელ­მაც მი­თხრა, რომ ად­გილ­ზე მოს­ვლას არ აპი­რებ­და, რაც კა­ნონ­დარ­ღვე­ვაა. უფრო მე­ტიც, იქი­დან რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მეტ­რის მო­შო­რე­ბით სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. არ­ცერ­თი მათი მხრი­დან არ მომ­ხდა­რა რე­ა­გი­რე­ბა. ამის შემ­დეგ მე წა­ვე­დი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბის აღ­სა­რი­ცხად. და­ზი­ა­ნე­ბებ­ში არის თა­ვის სხვა ნა­წი­ლე­ბის ღია ჭრი­ლო­ბა, ასე­ვე ლო­ყის და სა­ფეთ­ქელ ქვე­და ყბის არე­ში ღია ჭრი­ლო­ბა. ეს არის დას­კვნა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან. იქი­და­ნაც მოხ­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თვის ამ შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ, თუმ­ცა არა­ვინ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ჩემი გა­მოს­ვლის დროს, რამ­დე­ნი­მე, "ტი­ტუშ­კის“ მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან.

ყვე­ლა ამ ფაქტს ვყვე­ბი იმი­ტომ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქმე­დე­ბა ცალ­სა­ხად მი­უ­თი­თებს, რომ ამ ყვე­ლაფ­რის დამ­კვე­თი არის ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი და პერ­სო­ნა­ლუ­რად ხელს ვა­დებ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც გას­ცემს ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ბრძა­ნე­ბებს და რო­მე­ლიც ას­რუ­ლებს ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ბრძა­ნე­ბებს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

ფარ­თო სუ­რა­თით რომ და­ვი­ნა­ხოთ, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი მოქ­მე­დე­ბენ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც სცე­მენ ადა­მი­ა­ნებს, ჟურ­ნა­ლის­ტებს, ადა­მი­ა­ნებს. იჭე­რენ და აკა­ვე­ბენ ყალ­ბი ჩვე­ნე­ბე­ბით და სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში აძ­ლე­ვენ მსა­ხი­ო­ბებს, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებს, სხვა­დას­ხვა ცნო­ბილ ადა­მი­ანს, თუ უბ­რა­ლოდ პი­როვ­ნე­ბებს, ვინც ქვეყ­ნის ნა­თე­ლი მო­მავ­ლის­თვის იბ­რძვი­ან. აქვე, მინ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ვუ­თხრა, რომ ჩვენ ეს ვერ შეგ­ვა­ში­ნებს, პი­რი­ქით - გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი ძა­ლე­ბით ვიბ­რძო­ლებთ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად შენი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­შო­რე­ბა მოხ­დეს ამ ქვეყ­ნი­დან, რად­გან შენ ხარ ქა­ო­სის და არე­უ­ლო­ბის შე­მომ­ტა­ნი.

შენ ხარ ადა­მი­ა­ნი და მო­ძა­ლა­დე, რო­მე­ლიც ძა­ლა­დობ ახალ­გაზ­რდებ­ზე, ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე, მსა­ხი­ო­ბებ­ზე, იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც ღიად და პირ­და­პირ ითხო­ვენ შენ­გან,და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოთ ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი პა­ტი­მა­რი და და­ი­ნიშ­ნოს ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ამ ქვე­ყა­ნა­ში. არ­ცერ­თი ნა­ბი­ჯით არ და­ვი­ხევთ უკან, სა­ნამ შენ არ მო­გა­შო­რებთ ამ ქვეყ­ნი­დან, რად­გან ამ ქვეყ­ნის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არის კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. არა­ვინ მიგ­დია არც კო­ბა­ხი­ძე, არც რო­მე­ლი­მე სხვა პი­როვ­ნე­ბა. პერ­სო­ნა­ლუ­რად მის­გან მო­დის ყვე­ლა ის დაკ­ვე­თა იმ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის, რო­მე­ლიც გვაქვს სა­ხე­ზე“,- გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"თავს დამესხა ვაზისუბანში მცხოვრები დავით ედიშერაშვილი, ჯერ ზურგში დამარტყა სახრახნისი, შემდეგ თავში და ყელის არეში" - გიორგი ვაშაძე

"თავს დამესხა ვაზისუბანში მცხოვრები დავით ედიშერაშვილი, ჯერ ზურგში დამარტყა სახრახნისი, შემდეგ თავში და ყელის არეში" - გიორგი ვაშაძე

ქმედება, რომელიც ჩემ წინააღმდეგაა ჩადენილი, სისხლის სამართლის კოდექსით ფასდება, როგორც მკვლელობის მცდელობა - შსს-დან რეაგირება არ მომხდარა, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ ამ ყველაფრის დამკვეთი არის ივანიშვილის რეჟიმი და პერსონალურად ხელს ვადებ ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გუშინ, რუსთაველის გამზირზე მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • ვაშაძის თქმით, მის მიერ თავდამსხმელი უკვე იდენტიფიცირებულია.

„გუშინ, 22:20 საათზე ვიმყოფებოდი რუსთაველზე, მშვიდობიან დემონსტრანტებთან ერთად, რა დროსაც ჩემზე მოხდა ფიზიკური თავდასხმა პიროვნების მიერ, რომელსაც ხელში ჰქონდა ბასრი სახრახნისი. ის ფიზიკურად დამესხა ზურგიდან. ჯერ ზურგში დამარტყა ეს სახრახნისი, შემდეგ თავში და ყელის არეში განხორციელდა დარტყმა ამ ნივთით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იქნა ჩვენ მიერ ამოღებული. მომიტინგეების დახმარებით ამ ადამიანის მოგერიება მოხდა.

ადგილზე ასევე, ამოღებულია მისი [თავდამსხმელის] გასაღები, რომელზეც არის ლიფტის ჩიპიც, რომლითაც პირადად იდენტიფიცირდება ეს პიროვნება. ეს არის დავით ედიშერაშვილი, 1976 წელს დაბადებული, მცხოვრები ვაზისუბანში. ის რომლის ვიდეო მასალაშიცაა ასახული. ქმედება რომელიც ჩემს წინააღმდეგაა ჩადენილი, სისხლის სამართლის კოდექსით ფასდება როგორც მკვლელობის მცდელობა, რადგან არაერთგზის სცადა სახრახნისის დარტყმა ისე, რომ მძიმე ზიანი მოეყენებინა, მათ შორის ყელის არეში. ამის შემდეგ ეს ადამიანი გაიქცა. მომიტინგეების მხრიდან 112-ზე მყისიერად შევიდა შეტყობინება. საათ ნახევარი ველოდით, რომ მოსულიყო ვინმე, რის შემდეგაც დამიკავშირდა გამომძიებელი, რომელმაც მითხრა, რომ 10 წუთში მოვიდოდა შემთხვევის ადგილზე.

ამის შემდეგ დაახლოებით 10 წუთში, იგივე პიროვნება დამიკავშირდა სხვა პიროვნებასთან ერთად, რომელმაც მითხრა, რომ ადგილზე მოსვლას არ აპირებდა, რაც კანონდარღვევაა. უფრო მეტიც, იქიდან რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც იმყოფებოდნენ. არცერთი მათი მხრიდან არ მომხდარა რეაგირება. ამის შემდეგ მე წავედი სამედიცინო დაწესებულებაში დაზიანებების აღსარიცხად. დაზიანებებში არის თავის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა, ასევე ლოყის და საფეთქელ ქვედა ყბის არეში ღია ჭრილობა. ეს არის დასკვნა სამედიცინო დაწესებულებიდან. იქიდანაც მოხდა შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ამ შემთხვევის შესახებ, თუმცა არავინ გამოჩენილა. ჩემი გამოსვლის დროს, რამდენიმე, "ტიტუშკის“ მსგავსი ადამიანები იკრიბებოდნენ სამედიცინო დაწესებულებასთან.

ყველა ამ ფაქტს ვყვები იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედება ცალსახად მიუთითებს, რომ ამ ყველაფრის დამკვეთი არის ივანიშვილის რეჟიმი და პერსონალურად ხელს ვადებ ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომელიც გასცემს ამ დანაშაულებრივ ბრძანებებს და რომელიც ასრულებს ამ დანაშაულებრივ ბრძანებებს სამართალდამცველი ორგანოების მეშვეობით.

ფართო სურათით რომ დავინახოთ, დღეს საქართველოში კრიმინალური დაჯგუფებები მოქმედებენ სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, რომლებიც სცემენ ადამიანებს, ჟურნალისტებს, ადამიანებს. იჭერენ და აკავებენ ყალბი ჩვენებებით და სისხლის სამართლის პასუხისგებაში აძლევენ მსახიობებს, საზოგადო მოღვაწეებს, სხვადასხვა ცნობილ ადამიანს, თუ უბრალოდ პიროვნებებს, ვინც ქვეყნის ნათელი მომავლისთვის იბრძვიან. აქვე, მინდა ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა, რომ ჩვენ ეს ვერ შეგვაშინებს, პირიქით - გაორმაგებული ძალებით ვიბრძოლებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად შენი პერსონალური მოშორება მოხდეს ამ ქვეყნიდან, რადგან შენ ხარ ქაოსის და არეულობის შემომტანი.

შენ ხარ ადამიანი და მოძალადე, რომელიც ძალადობ ახალგაზრდებზე, ჟურნალისტებზე, მსახიობებზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც ღიად და პირდაპირ ითხოვენ შენგან,დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ ყველა დაკავებული პატიმარი და დაინიშნოს ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში. არცერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან, სანამ შენ არ მოგაშორებთ ამ ქვეყნიდან, რადგან ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის კონკრეტული ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი. არავინ მიგდია არც კობახიძე, არც რომელიმე სხვა პიროვნება. პერსონალურად მისგან მოდის ყველა ის დაკვეთა იმ დანაშაულის ჩადენის, რომელიც გვაქვს სახეზე“,- განაცხადა ვაშაძემ.