ავტორი:

"სალომე ზურაბიშვილი აღარაა საინტერესო და მის აქტივობებზეც არ მინდა განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება - მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია" - პრემიერი

"სალომე ზურაბიშვილი აღარაა საინტერესო და მის აქტივობებზეც არ მინდა განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება - მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია" - პრემიერი

სალომე ზურაბიშვილი აღარაა საინტერესო, შესაბამისად, მის ამ აქტივობებზეც არ მინდა განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას ეხებოდა.

  • როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი 29 დეკემბრიდან აქტუალობას დაკარგავს.

"სალომე ზურაბიშვილი აღარაა საინტერესო. პრეზიდენტის თანამდებობაზე მას ორი კვირაც აღარ აქვს დარჩენილი. 29 დეკემბრიდან მთლიანად დაკარგავს აქტუალობას. შესაბამისად, მის ამ აქტივობებზეც არ მინდა განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება.

სალომე ზურაბიშვილი არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, ვერ ელევა საკუთარ სკამს. ასე ადამიანი სკამს ეჭიდებოდეს, პირველად ვნახე. ასეთი ემოციური დამოკიდებულება ჰქონდეს საკუთარი სკამის მიმართ, როგორც სალომე ზურაბიშვილს აქვს, პირველად ვნახე. ვერ ელევა საკუთარ თანამდებობას და შესაბამისად, აქვს მძიმე ემოციური მდგომარეობა, კადრულობს ყველაფერ უკადრებელს. დანარჩენი საინტერესო აღარაა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მან ევროპარლამენტარებს საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მიაწოდა ინფორმაცია.

წაიკითხეთ ასევე: