საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეფ-ეს-ბეს მტკიცებით, გენერალ კირილოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს - რა დეტალები ხდება ცნობილი?
ეფ-ეს-ბეს მტკიცებით, გენერალ კირილოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს - რა დეტალები ხდება ცნობილი?

რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა დღეს, 18 დე­კემ­ბერს, გა­მო­ა­ცხა­და, რომ და­ა­კა­ვეს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის რა­დი­ა­ცი­უ­ლი, ქი­მი­უ­რი და ბი­ო­ლო­გი­უ­რი დაც­ვის ჯა­რე­ბის მე­თა­უ­რის, გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნანტ იგორ კი­რი­ლო­ვის და მისი თა­ნა­შემ­წის წი­ნა­აღ­მდეგ ტე­რაქ­ტის მო­წყო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი.

მათი ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლია უზ­ბე­კე­თის მო­ქა­ლა­ქე, 29 წლის მა­მა­კა­ცი.

კი­რი­ლო­ვი, 17 დე­კემ­ბერს, დი­ლით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბო­და, როცა ელექტრო სკუ­ტერ­ში და­მა­ლუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა დის­ტან­ცი­უ­რად გა­აქ­ტი­ურ­და.

სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ცნო­ბით, რუ­სე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, რომ­ლის სა­ხე­ლიც ჯერ არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა, უკ­რა­ი­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის მიერ იყო რეკ­რუ­ტი­რე­ბუ­ლი.

წყა­როს თქმით, რო­მე­ლიც BBC-ს სამ­შა­ბათს ესა­უბ­რა, უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა უკვე გა­ნა­ცხა­და, რომ სწო­რედ ისი­ნი იდ­გნენ მკვლე­ლო­ბის უკან.

უკ­რა­ი­ნუ­ლი წყა­როს გან­ცხა­დე­ბით, კი­რი­ლო­ვი "ლე­გი­ტი­მუ­რი სა­მიზ­ნე“ იყო და ის სამ­ხედ­რო დამ­ნა­შა­ვე იყო.

ორ­შა­ბათს, მკვლე­ლო­ბის წინა დღეს, უკ­რა­ი­ნამ 54 წლის კი­რი­ლოვს და­უს­წრებ­ლად გა­მო­უ­ტა­ნა გა­ნა­ჩე­ნი, ბრალ­დე­ბით: "ის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია აკ­რძა­ლუ­ლი ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის მა­სობ­რივ გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე“. რუ­სე­თი ამ ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს.

ФСБ-ს გან­ცხა­დე­ბით, ეჭ­ვმი­ტა­ნილს კი­რი­ლო­ვის მკვლე­ლო­ბის სა­ნაც­ვლოდ 100 000 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ჯილ­დო­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­დაყ­ვა­ნას დაჰ­პირ­დნენ.

ФСБ-ს თქმით, უკ­რა­ი­ნის მი­თი­თე­ბე­ბით, მან მოს­კოვ­ში ჩას­ვლა და ხელ­ნა­კე­თი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მი­ღე­ბა მო­ა­ხერ­ხა. შემ­დეგ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა ელექტრო სკუ­ტერ­ზე და­ა­მონ­ტა­ჟა, რო­მე­ლიც კი­რი­ლო­ვის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის შე­სას­ვლელ­თან და­ა­ყე­ნა.

შემ­დეგ მან ავ­ტო­მო­ბი­ლი იქი­რა­ვა, რათა კი­რი­ლო­ვის სახ­ლის­თვის ეთ­ვალ­თვა­ლა, ასე­ვე, და­ა­მონ­ტა­ჟა კა­მე­რა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნულ ქა­ლაქ დნიპ­რო­ში, მისი კუ­რა­ტო­რე­ბის­თვის ვი­დე­ოს პირ­და­პირ ეთერ­ში გა­დას­ცემ­და.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, როცა მათ და­ი­ნა­ხეს, რომ კი­რი­ლო­ვი სახ­ლი­დან გა­მო­ვი­და, ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა ბომ­ბი აა­მოქ­მე­და.

კი­რი­ლო­ვი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რან­გის სამ­ხედ­რო ფი­გუ­რაა, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ მოკ­ლეს.

უკ­რა­ი­ნა­ში ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის გამო გე­ნე­რა­ლი ადრე გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა სა­მე­ფო­მაც და­ა­სან­ქცი­რა.

მოს­კო­ვი ამ ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფს და აცხა­დებს, რომ 2017 წელს მათ ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის მა­რა­გის უკა­ნას­კნე­ლი ნარ­ჩე­ნე­ბი გა­ა­ნად­გუ­რეს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ეფ-ეს-ბეს მტკიცებით, გენერალ კირილოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს - რა დეტალები ხდება ცნობილი?

ეფ-ეს-ბეს მტკიცებით, გენერალ კირილოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს - რა დეტალები ხდება ცნობილი?

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დღეს, 18 დეკემბერს, გამოაცხადა, რომ დააკავეს შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ იგორ კირილოვის და მისი თანაშემწის წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი.

მათი ცნობით, დაკავებულია უზბეკეთის მოქალაქე, 29 წლის მამაკაცი.

კირილოვი, 17 დეკემბერს, დილით, საცხოვრებელი სახლის გარეთ იმყოფებოდა, როცა ელექტრო სკუტერში დამალული ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად გააქტიურდა.

სახელმწიფო მედიის სააგენტოების ცნობით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი, რომლის სახელიც ჯერ არ გავრცელებულა, უკრაინული დაზვერვის მიერ იყო რეკრუტირებული.

წყაროს თქმით, რომელიც BBC-ს სამშაბათს ესაუბრა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკვე განაცხადა, რომ სწორედ ისინი იდგნენ მკვლელობის უკან.

უკრაინული წყაროს განცხადებით, კირილოვი "ლეგიტიმური სამიზნე“ იყო და ის სამხედრო დამნაშავე იყო.

ორშაბათს, მკვლელობის წინა დღეს, უკრაინამ 54 წლის კირილოვს დაუსწრებლად გამოუტანა განაჩენი, ბრალდებით: "ის პასუხისმგებელია აკრძალული ქიმიური იარაღის მასობრივ გამოყენებაზე“. რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს.

ФСБ-ს განცხადებით, ეჭვმიტანილს კირილოვის მკვლელობის სანაცვლოდ 100 000 დოლარის ოდენობის ჯილდოსა და ევროკავშირში გადაყვანას დაჰპირდნენ.

ФСБ-ს თქმით, უკრაინის მითითებებით, მან მოსკოვში ჩასვლა და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის მიღება მოახერხა. შემდეგ ასაფეთქებელი მოწყობილობა ელექტრო სკუტერზე დაამონტაჟა, რომელიც კირილოვის საცხოვრებელი სახლის შესასვლელთან დააყენა.

შემდეგ მან ავტომობილი იქირავა, რათა კირილოვის სახლისთვის ეთვალთვალა, ასევე, დაამონტაჟა კამერა, რომელიც უკრაინულ ქალაქ დნიპროში, მისი კურატორებისთვის ვიდეოს პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, როცა მათ დაინახეს, რომ კირილოვი სახლიდან გამოვიდა, ეჭვმიტანილმა ბომბი აამოქმედა.

კირილოვი, სავარაუდოდ, ყველაზე მაღალი რანგის სამხედრო ფიგურაა, რომელიც რუსეთში ომის დაწყების შემდეგ მოკლეს.

უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო გენერალი ადრე გაერთიანებულმა სამეფომაც დაასანქცირა.

მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ 2017 წელს მათ ქიმიური იარაღის მარაგის უკანასკნელი ნარჩენები გაანადგურეს.

იხილეთ ასევე:

წყარო