სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა: "სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა ორ რამეს მოითხოვს: დამიბრუნე ჩემი ხმა და  დამიბრუნე ჩემი ევროპული მომავალი"
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა: "სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა ორ რამეს მოითხოვს: დამიბრუნე ჩემი ხმა და  დამიბრუნე ჩემი ევროპული მომავალი"

სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­სი­უ­რი სა­მო­ქა­ლა­ქო და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის მოძ­რა­ო­ბაა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ორ რა­მეს მო­ი­თხოვს: ხმის დაბ­რუ­ნე­ბა­სა და ახალ არ­ჩევ­ნებს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

"ეს ძა­ლი­ან მშვი­დო­ბი­ა­ნი მოძ­რა­ო­ბაა, ძა­ლი­ან მა­სი­უ­რი სა­მო­ქა­ლა­ქო და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის მოძ­რა­ო­ბა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ორ რა­მეს მო­ი­თხოვს: და­მიბ­რუ­ნეთ ჩემი ხმაო (მო­პა­რუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გამო) და და­მიბ­რუ­ნეთ ჩემი მო­მა­ვა­ლი და ჩემი ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლიო - და ეს ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მო­თხოვ­ნაა.

ამ გა­გე­ბით ეს რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მოძ­რა­ო­ბა არაა, ვი­ნა­ი­დან არ არ­სე­ბობს მო­თხოვ­ნა თუ ვინ უნდა იქ­ნას გა­მოგ­დე­ბუ­ლი და რო­მე­ლი ძა­ლი­დან. რე­ა­ლუ­რად ეს არის: "მო­დით, არ­ჩევ­ნებს და­ვუბ­რუნ­დეთ თა­ვი­სუ­ფალ და სა­მარ­თლი­ან გა­რე­მო­ში“ და რა არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სურ­ვი­ლი დღეს, რო­მელ­საც ქუ­ჩა­ში აჩ­ვე­ნე­ბენ, მაგ­რამ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ვნა­ხოთ ის ბი­უ­ლე­ტენ­ში.

და არ არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს ორი ნა­წი­ლი. იყო მცდე­ლო­ბა შექ­მნი­ლი­ყო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, თით­ქოს სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბამ­დე მივ­დი­ო­დით, მაგ­რამ ორი ნა­წი­ლი არ არ­სე­ბობს. ერთ მხა­რეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხია და ერთი პარ­ტი­ის რეპ­რე­სი­უ­ლი აპა­რა­ტი მე­ო­რე მხა­რეს, და ესაა სულ. ამის მეტ დე­მონ­სტრი­რე­ბას ახ­დენს ის, რომ მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ ძა­ლი­ან მკა­ფიო რუ­სუ­ლი გზა აირ­ჩია, მაგ­რამ ახლა უწევს თა­ვის მოჩ­ვე­ნე­ბა, რომ ის ოდეს­მე რო­გორ­ღაც ევ­რო­პას და­უბ­რუნ­დე­ბა. და რა­ტომ ხდე­ბა ეს? ვი­ნა­ი­დან მათი მხარ­და­ჭე­რე­ბის პირ­ველ და ბოლო წრე­შიც ხალ­ხს ეს ევ­რო­პუ­ლი გზა სურს, რა­საც ადას­ტუ­რებს ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 80% ან 90% ისევ და ისევ ამ­ბობ­და ყვე­ლა გა­მო­კი­თხვა­სა და ყვე­ლა არ­ჩევ­ნებ­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბი­დან.

ასე რომ, თუ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ლი­დე­რებს სურთ, რომ “ოც­ნე­ბის” რამე ნა­წი­ლი დარ­ჩეს, მა­შინ უწევთ, რომ რო­გორ­მე ეს იმე­დი შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ,” - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

"ფაქ­ტობ­რი­ვად, "რუ­სულ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე“ მი­ვე­დით. ეს არ იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თაღ­ლი­თო­ბა, რა­საც ვხე­დავთ ხოლ­მე არ­ჩევ­ნებ­ზე-პო­ლი­ცი­ას ვერ იპო­ვი­დით არ­ჩევ­ნე­ბის დროს", - თქვა პრე­ზი­დენ­ტმა.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, არ­ჩევ­ნე­ბის დროს მომ­ხდარ ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან სა­უ­ბა­რი სურ­და, თუმ­ცა ვერ და­უ­კავ­შირ­და.

"ფაქ­ტობ­რი­ვად, "რუ­სულ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე“ მი­ვე­დით. ეს გახ­ლავთ არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც სის­ტე­მა­ტუ­რად და მა­სობ­რი­ვად გა­ყალ­ბე­ბუ­ლი იყო, ძა­ლი­ან მა­ღალ, დახ­ვე­წილ დო­ნე­ზე იყო გა­კე­თე­ბუ­ლი. ეს არ იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თაღ­ლი­თო­ბა, რა­საც ვხე­დავთ ხოლ­მე არ­ჩევ­ნებ­ზე.

და­გეგ­მი­ლი იყო ცვლი­ლე­ბე­ბი სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში, რაც გა­ცი­ლე­ბით ადრე და­ი­წყო. სრუ­ლი კონ­ტრო­ლი გა­და­ე­ცა ცეს­კოს. იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ცეს­კო ნიშ­ნავ­და, და­ნიშ­ნუ­ლე­ბი იყ­ვნენ არა იმ წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, რო­მელ­საც ევ­რო­კავ­ში­რი გვთა­ვა­ზობ­და, არა­მედ, იყ­ვნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­ნიშ­ნუ­ლე­ბი. ხმის ელექტრო­ნუ­ლი კენ­ჭისყრა სპე­ცი­ფი­კუ­რად იყო შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, კონ­ტრო­ლის გა­რე­შე. სა­უ­ბა­რი იყო, რომ მო­პა­რუ­ლი იყო ევ­რო­პე­ლი მო­ხუ­ცე­ბის პენ­სი­ე­ბი, ასე­ვე "ქოლ­ცენ­ტრე­ბის" სა­კი­თხე­ბი იდგა - 3500 "ქოლ­ცენ­ტრის" სა­კი­თხი. და­ში­ნე­ბა, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა, რუ­სუ­ლი სტი­ლის პრო­პა­გან­და, პლა­კა­ტე­ბი იყო, სა­დაც ერთ მხა­რეს იყო უკ­რა­ი­ნა­ში გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი და თე­ატ­რე­ბი, მე­ო­რე მხა­რეს კი, აყ­ვა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა. ამან იმ­დე­ნად შოკ­ში ჩა­აგ­დო სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ მოხ­და მათი დე­მონ­ტა­ჟი. ეს არ იყო ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი, რუ­სუ­ლი კვა­ლი ეტყო­ბო­და. ასე­ვე ფაქ­ტე­ბი იყო: "ოპო­ზი­ცი­ას სურს მთავ­რო­ბა და­ამ­ხოს“, "ისი­ნი უნდა გა­უქ­მდნენ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ“, "ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი უნდა აიკ­რძა­ლოს არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ", "ლი­დე­რე­ბი უნდა იყ­ვნენ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლე­ბი“. დიდი რა­ო­დე­ნო­ბით "შავი ფული“ იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. 600 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯა ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის დროს. პო­ლი­ცი­ას ვერ იპო­ვი­დით არ­ჩევ­ნე­ბის დროს. მე მა­გა­ლი­თად, ვი­ხი­ლე ძა­ლა­დო­ბა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა უბან­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. და­ვუ­რე­კე შს მი­ნისტრს და ვერ ვერც მო­ბი­ლუ­რით და სამ­თავ­რო­ბო ქსე­ლით. ვერც მიs მო­ად­გი­ლე­ებს და­ვუ­კავ­შირ­დი, მა­ნაც არ გად­მო­მი­რე­კა.

2 პრინ­ცი­პი და­ირ­ღვა არ­ჩევ­ნე­ბის დროს. ეს არის საკ­მა­რი­სი, რათა ვა­ნა­ხოთ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი შე­დე­გი იქ­ნე­ბო­და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. მი­ლი­ო­ნი წევ­რი დი­ას­პო­რის მხრი­დან სტრას­ბურ­გშია. სტრას­ბურ­გი ძა­ლი­ან კარ­გი შემ­თხვე­ვაა, აქ არ გა­იხ­სნა უბა­ნი, სტრას­ბურ­გში ბევ­რი ქარ­თვე­ლია. მთლი დი­ას­პო­რა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო, იცოდ­ნენ არ­ჩევ­ნე­ბი წყვეტ­და რუ­სე­თის­კენ გზას ან ევ­რო­პის­კენ.

ასე­ვე ფა­რუ­ლო­ბის და­ცუ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით ნდო­ბის სა­კი­თხი - ელექტრო­ნუ­ლი სის­ტე­მე­ბი იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, პარ­ტი­უ­ლი კა­მე­რე­ბი უყუ­რებ­და სა­არ­ჩევ­ნო მან­ქა­ნებს. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სარ­ჩე­ლი იყო სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში. იმე­დი გვქონ­და, რომ ზო­გი­ერ­თი მო­სა­მარ­თლე გა­ი­გებ­და და გა­ათ­ვით­ცნო­ბი­ე­რებ­და, რომ კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის გზა ეს იყო. შე­დე­გე­ბი გა­ყალ­ბე­ბუ­ლი იყო, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად უნდა და­ნიშ­ნუ­ლი­ყო არ­ჩევ­ნე­ბი. იმე­დი არ გა­მარ­თლდა. კი­დევ ერთი მო­თხოვ­ნა იყო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯგუ­ფის მხრი­დან სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში, სა­დაც გა­ცხა­დე­ბუ­ლია, რომ ჩვენ გვსურს გა­მო­ვი­ყე­ნოთ ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რი­ვი გზა, რომ მი­ვი­ღოთ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ ღრმა კრი­ზის­ზე“,- აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, "ევ­რო­პა თავს უფ­ლე­ბას ვერ მის­ცემს, რომ ქვე­ყა­ნას, რო­მელ­მაც ახ­ლა­ხან მი­ი­ღო კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, მის­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, ყვე­ლა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი წე­სე­ბი და ნორ­მე­ბი გა­თე­ლოს“.

"თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი - ეს გახ­ლავთ ერ­თა­დერ­თი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი გზა, რო­მე­ლიც ამ კრი­ზი­სი­დან გა­მოგ­ვიყ­ვანს. მაგ­რამ ეს სა­კი­თხი გე­ხე­ბათ თქვენც, ეხე­ბა ევ­რო­პას. ქვე­ყა­ნამ, რო­მელ­მაც ახ­ლა­ხან მი­ი­ღო კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, ევ­რო­პა თავს უფ­ლე­ბას ვერ მის­ცემს, რომ ამ ქვე­ყა­ნას მის­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­თე­ლოს ყვე­ლა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი წე­სე­ბი და ნორ­მე­ბი მას შემ­დეგ, რაც უარ­ყო­ფა ან იგ­ნო­რი­რე­ბა მოხ­და ევ­რო­კავ­ში­რის 9-12 რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის. ევ­რო­პა ვერ მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, მისი ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა მოხ­დეს.

ასე­ვე, სა­კი­თხი ეხე­ბა ევ­რო­პის სტრა­ტე­გი­ულ ინ­ტე­რესს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ქარ­თვე­ლო იყო, არის და იქ­ნე­ბა ევ­რო­პი­სა და და­სავ­ლე­თის გზა­გა­სა­ყა­რი რე­გი­ონ­ში. რუ­სე­თი ცდი­ლობს ამის ხელ­ში ჩაგ­დე­ბას. რუ­სე­თი იხ­სე­ნებს იმ­პე­რი­ულ დროს, გე­ნერ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლე­ბიც ამ­ბობ­დნენ, რომ "ვინც თბი­ლისს ფლობს, ის კავ­კა­სი­ას ფლობ­სო“. ეს რუ­სე­თის­თვის არ შეც­ვლი­ლა.

თუ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის კონ­ტრო­ლის ქვეშ აღ­მოჩ­ნდა, მე სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ა­ზე არ ვსა­უბ­რობ, სა­არ­ჩევ­ნო, კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ინ­ტერ­ვენ­ცი­ა­ზე ვსა­უბ­რობ, ფსო­ნი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, რო­მე­ლიც ეხე­ბა შავი ზღვის უსაფრ­თხო­ე­ბას, და­კავ­ში­რე­ბა­დო­ბას, რაც შე­ე­ხე­ბა ცენ­ტრა­ლურ და სამ­ხრეთ აზი­ას. ეხე­ბა, ასე­ვე, სომ­ხე­თის ევ­რო­პულ მო­მა­ვალს. ეს გა­ცი­ლე­ბით უფრო ღრმა პრო­ცე­სია, ვიდ­რე მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტია ან სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი.

სი­რი­ა­ში და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ არ უნდა მო­ი­პო­ვოს სა­ქარ­თვე­ლო რუ­სეთ­მა. რაც რუ­სეთს ხელი მო­ე­ცა­რა უკ­რა­ი­ნა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა მი­აღ­წი­ოს გა­მარ­ჯვე­ბას? მოლ­დო­ვა­ში წა­ა­გო რუ­სეთ­მა, სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა გა­ი­მარ­ჯვოს? იმე­დი, მაქვს ისე­ვე წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას მი­აღ­წევს რუ­მი­ნეთ­შიც, წამ­ყვა­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა მო­ი­პო­ვოს? ეს გახ­ლავთ კი­თხვე­ბი, რომ­ლებ­საც თქვენ გის­ვამთ“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა, რომ­ლის გა­მოს­ვლის თარ­გმან­საც "ტვ პირ­ვე­ლი“ ავ­რცე­ლებს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა: "სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა ორ რამეს მოითხოვს: დამიბრუნე ჩემი ხმა და  დამიბრუნე ჩემი ევროპული მომავალი"

საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა: "სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა ორ რამეს მოითხოვს: დამიბრუნე ჩემი ხმა და  დამიბრუნე ჩემი ევროპული მომავალი"

საქართველოში მასიური სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობაა, რომელიც მხოლოდ ორ რამეს მოითხოვს: ხმის დაბრუნებასა და ახალ არჩევნებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ეს ძალიან მშვიდობიანი მოძრაობაა, ძალიან მასიური სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა, რომელიც მხოლოდ ორ რამეს მოითხოვს: დამიბრუნეთ ჩემი ხმაო (მოპარული არჩევნების გამო) და დამიბრუნეთ ჩემი მომავალი და ჩემი ევროპული მომავალიო - და ეს ახალი არჩევნების მოთხოვნაა.

ამ გაგებით ეს რევოლუციური მოძრაობა არაა, ვინაიდან არ არსებობს მოთხოვნა თუ ვინ უნდა იქნას გამოგდებული და რომელი ძალიდან. რეალურად ეს არის: "მოდით, არჩევნებს დავუბრუნდეთ თავისუფალ და სამართლიან გარემოში“ და რა არის ქართველი ხალხის სურვილი დღეს, რომელსაც ქუჩაში აჩვენებენ, მაგრამ დემოკრატიულად ვნახოთ ის ბიულეტენში.

და არ არსებობს საქართველოს ორი ნაწილი. იყო მცდელობა შექმნილიყო შთაბეჭდილება, თითქოს სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივდიოდით, მაგრამ ორი ნაწილი არ არსებობს. ერთ მხარეს ქართველი ხალხია და ერთი პარტიის რეპრესიული აპარატი მეორე მხარეს, და ესაა სულ. ამის მეტ დემონსტრირებას ახდენს ის, რომ მმართველმა პარტიამ ძალიან მკაფიო რუსული გზა აირჩია, მაგრამ ახლა უწევს თავის მოჩვენება, რომ ის ოდესმე როგორღაც ევროპას დაუბრუნდება. და რატომ ხდება ეს? ვინაიდან მათი მხარდაჭერების პირველ და ბოლო წრეშიც ხალხს ეს ევროპული გზა სურს, რასაც ადასტურებს ის, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% ან 90% ისევ და ისევ ამბობდა ყველა გამოკითხვასა და ყველა არჩევნებზე დამოუკიდებლობის მოპოვებიდან.

ასე რომ, თუ “ქართული ოცნების” ლიდერებს სურთ, რომ “ოცნების” რამე ნაწილი დარჩეს, მაშინ უწევთ, რომ როგორმე ეს იმედი შეინარჩუნონ,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.

"ფაქტობრივად, "რუსულ არჩევნებამდე“ მივედით. ეს არ იყო ჩვეულებრივი თაღლითობა, რასაც ვხედავთ ხოლმე არჩევნებზე-პოლიციას ვერ იპოვიდით არჩევნების დროს", - თქვა პრეზიდენტმა.

როგორც მან განმარტა, არჩევნების დროს მომხდარ ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრთან საუბარი სურდა, თუმცა ვერ დაუკავშირდა.

"ფაქტობრივად, "რუსულ არჩევნებამდე“ მივედით. ეს გახლავთ არჩევნები, რომელიც სისტემატურად და მასობრივად გაყალბებული იყო, ძალიან მაღალ, დახვეწილ დონეზე იყო გაკეთებული. ეს არ იყო ჩვეულებრივი თაღლითობა, რასაც ვხედავთ ხოლმე არჩევნებზე.

დაგეგმილი იყო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რაც გაცილებით ადრე დაიწყო. სრული კონტროლი გადაეცა ცესკოს. იმ ადამიანებს, ვისაც ცესკო ნიშნავდა, დანიშნულები იყვნენ არა იმ წესების შესაბამისად, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობდა, არამედ, იყვნენ ხელისუფლების მიერ დანიშნულები. ხმის ელექტრონული კენჭისყრა სპეციფიკურად იყო შემუშავებული, კონტროლის გარეშე. საუბარი იყო, რომ მოპარული იყო ევროპელი მოხუცების პენსიები, ასევე "ქოლცენტრების" საკითხები იდგა - 3500 "ქოლცენტრის" საკითხი. დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რუსული სტილის პროპაგანდა, პლაკატები იყო, სადაც ერთ მხარეს იყო უკრაინაში განადგურებული ეკლესიები და თეატრები, მეორე მხარეს კი, აყვავებული საქართველოს გამოსახულება. ამან იმდენად შოკში ჩააგდო საქართველოში საზოგადოება, რომ მოხდა მათი დემონტაჟი. ეს არ იყო ქართული ხასიათის შემადგენელი ნაწილი, რუსული კვალი ეტყობოდა. ასევე ფაქტები იყო: "ოპოზიციას სურს მთავრობა დაამხოს“, "ისინი უნდა გაუქმდნენ არჩევნების შემდეგ“, "ოპოზიციური პარტიები უნდა აიკრძალოს არჩევნების შემდეგ", "ლიდერები უნდა იყვნენ დაპატიმრებულები“. დიდი რაოდენობით "შავი ფული“ იყო გამოყენებული. 600 მილიონი ლარი დაიხარჯა ოქტომბრის არჩევნების დროს. პოლიციას ვერ იპოვიდით არჩევნების დროს. მე მაგალითად, ვიხილე ძალადობა, რომელიც სხვადასხვა უბანზე ხორციელდებოდა. დავურეკე შს მინისტრს და ვერ ვერც მობილურით და სამთავრობო ქსელით. ვერც მიs მოადგილეებს დავუკავშირდი, მანაც არ გადმომირეკა.

2 პრინციპი დაირღვა არჩევნების დროს. ეს არის საკმარისი, რათა ვანახოთ, რომ ნებისმიერი შედეგი იქნებოდა განსხვავებული. მილიონი წევრი დიასპორის მხრიდან სტრასბურგშია. სტრასბურგი ძალიან კარგი შემთხვევაა, აქ არ გაიხსნა უბანი, სტრასბურგში ბევრი ქართველია. მთლი დიასპორა მობილიზებული იყო, იცოდნენ არჩევნები წყვეტდა რუსეთისკენ გზას ან ევროპისკენ.

ასევე ფარულობის დაცულობის თვალსაზრისით ნდობის საკითხი - ელექტრონული სისტემები იყო გამოყენებული, პარტიული კამერები უყურებდა საარჩევნო მანქანებს. ამ ყველაფერზე სარჩელი იყო საკონსტიტუციო სასამართლოში. იმედი გვქონდა, რომ ზოგიერთი მოსამართლე გაიგებდა და გაათვითცნობიერებდა, რომ კრიზისიდან გამოსვლის გზა ეს იყო. შედეგები გაყალბებული იყო, კონსტიტუციურად უნდა დანიშნულიყო არჩევნები. იმედი არ გამართლდა. კიდევ ერთი მოთხოვნა იყო მოქალაქეების ჯგუფის მხრიდან სტრასბურგის სასამართლოში, სადაც გაცხადებულია, რომ ჩვენ გვსურს გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი გზა, რომ მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ ღრმა კრიზისზე“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, "ევროპა თავს უფლებას ვერ მისცემს, რომ ქვეყანას, რომელმაც ახლახან მიიღო კანდიდატის სტატუსი, მისცეს საშუალება, ყველა დემოკრატიული წესები და ნორმები გათელოს“.

"თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები - ეს გახლავთ ერთადერთი დემოკრატიული და პოლიტიკური გზა, რომელიც ამ კრიზისიდან გამოგვიყვანს. მაგრამ ეს საკითხი გეხებათ თქვენც, ეხება ევროპას. ქვეყანამ, რომელმაც ახლახან მიიღო კანდიდატის სტატუსი, ევროპა თავს უფლებას ვერ მისცემს, რომ ამ ქვეყანას მისცეს საშუალება, გათელოს ყველა დემოკრატიული წესები და ნორმები მას შემდეგ, რაც უარყოფა ან იგნორირება მოხდა ევროკავშირის 9-12 რეკომენდაციების. ევროპა ვერ მისცემს საშუალებას, მისი ძირითადი პრინციპების შეურაცხყოფა მოხდეს.

ასევე, საკითხი ეხება ევროპის სტრატეგიულ ინტერესს. დარწმუნებული ვარ, საქართველო იყო, არის და იქნება ევროპისა და დასავლეთის გზაგასაყარი რეგიონში. რუსეთი ცდილობს ამის ხელში ჩაგდებას. რუსეთი იხსენებს იმპერიულ დროს, გენერლების განცხადებას, რომლებიც ამბობდნენ, რომ "ვინც თბილისს ფლობს, ის კავკასიას ფლობსო“. ეს რუსეთისთვის არ შეცვლილა.

თუ საქართველო რუსეთის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა, მე სამხედრო ინტერვენციაზე არ ვსაუბრობ, საარჩევნო, კონსტიტუციურ ინტერვენციაზე ვსაუბრობ, ფსონი ძალიან მაღალია, რომელიც ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას, დაკავშირებადობას, რაც შეეხება ცენტრალურ და სამხრეთ აზიას. ეხება, ასევე, სომხეთის ევროპულ მომავალს. ეს გაცილებით უფრო ღრმა პროცესია, ვიდრე მხოლოდ საქართველოს დემოკრატია ან საქართველოს დემოკრატიული არჩევანი.

სირიაში დამარცხების შემდეგ არ უნდა მოიპოვოს საქართველო რუსეთმა. რაც რუსეთს ხელი მოეცარა უკრაინაში, საქართველოში უნდა მიაღწიოს გამარჯვებას? მოლდოვაში წააგო რუსეთმა, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს? იმედი, მაქვს ისევე წარუმატებლობას მიაღწევს რუმინეთშიც, წამყვანი პოზიციები საქართველოში უნდა მოიპოვოს? ეს გახლავთ კითხვები, რომლებსაც თქვენ გისვამთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა, რომლის გამოსვლის თარგმანსაც "ტვ პირველი“ ავრცელებს.

იხილეთ ასევე: