"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თავდასხმის ფაქტის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე პოლიცია გამოიძახა.
“იდენტიფიცირებული გვყავს დამნაშავე, სახელი, გვარიც ვიცით, მისამართიც ვიცით უკვე, აგერ ხალხის ჩართულობით ყველაფერი არის იდენტიფიცირებული, ვიდეოზეც დაფიქსირებულია, ნივთმტკიცებაც ამოღებულია, რითაც თავს დამესხა…
ახლა საზოგადოებას ვეკითხები - აზრი აქვს ჩემს მისვლას პოლიციაში? კარგი, სამართალი არ არის, კანონი არ არის, ყველაფერი არის აღრიცხული პირდაპირ ეთერში, პოლიცია არ მოდის. საათ-ნახევარია, აქ ველოდები პოლიციას და არ მოდის - არ მოვალთ და თქვენ მოდით ჩემთანო. სად უნდა მოვიდე, რა აზრი აქვს, რომ მოვიდე”, - განაცხადა ვაშაძემ.
თუ ნაღდად პოლიტიკას აწვები ციხის არ უნდა გეშინოდეს ხალხი მხარს გიჭერთ თქვენ ბუჩქებში იმალებით არ ივარგებს ასე
მიუღებელია ძალადობრივი ქმედებები ნებისმიერ ადამიანზე, მათ შორის პოლიტიკურ ოპონენტებზე, განურჩევლად იმისა ოპოზიციას წარმოადგენენ ისინი თუ პოზიციას!!!
მხოლოდ მშვიდობიანი დებატებით, ოპონირებით, სახალხო რეფერენდუმებითა თუ დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნებით უნდა წყდებოდეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხები.
ჩემი მოკრძალებული აზრით მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სიტუაციის დასაშოშმინებლად საჭიროა რამენაირად სწრაფად მოხდეს ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნება 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შესახებ.