ავტორი:

"მეზობლების მარშიო, ბიძაშვილ-მამიდაშვილ-დეიდაშვილების მარშიც არის - სასიცილოდ აიგდეს ეს ამბავი" - მამუკა მდინარაძე

"მეზობლების მარშიო, ბიძაშვილ-მამიდაშვილ-დეიდაშვილების მარშიც არის - სასიცილოდ აიგდეს ეს ამბავი" - მამუკა მდინარაძე

როგორც კი რუსთაველზე ადამიანების რაოდენობა შემცირდა, რაღაცით ამის პიარული კომპენსირება უნდა მოეხდინათ - მარშებს იმისთვის აორგანიზებენ, რომ ხალხის სიმცირე პროფესიების რაოდენობით დააკომპენსირონ, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

  • მდინარაძის თქმით, მარშების ორგანიზატორების უკან პოლიტიკური პარტიები დგას.

„დაიწყეს პროფესიებზე აპელირება. მათი მომხრე შეიძლება იყოს ექიმიც, ადვოკატიც - პოლიტიკურ პარტიას ნებისმიერ პროფესიაში ჰყავს მომხრე. აქაც კი, პირობითად ექიმები რომ დააყენეს, ამ ექიმს თუ ადვოკატს უკან ვინ მოსდევს, ამას არავინ კითხულობს. აგერ მეზობლების მარშიო, ბიძაშვილ-მამიდაშვილ-დეიდაშვილების მარშიც არის - სასიცილოდ აიგდეს ეს ამბავი.

ყველა მათთან დაკავშირებულია პირია, ვინც ასეთ მარშებს აორგანიზებს იმისთვის, რომ ხალხის რაოდენობის სიმცირე პროფესიების რაოდენობით დააკომპენსიროს. მათი წარმოდგენის მქონე ადამიანს კი ნებისმიერ პროფესიაში მოძებნი“, - განაცხადა მდინარაძემ.